მიუნხენის "ბაიერნმა" აუგსბურგში ერთი ტაიმი ათი კაცით ითამაშა, მაგრამ მაინც გაიმარჯვა. გრანდებიდან გერმანიის თასს "შალკე" გამოეთიშა - კრიზისში მყოფი გელზენკირხენელები საკუთარ მოედანზე "მაინცთან" დამარცხდნენ.
აუგსბურგი-ბაიერნი 0:2
გოლები: 0:1 გომესი (26), 0:2 შაჩირი (85)
აუგსბურგი (4-2-3-1): მანინგერი - ფიპლი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი (79. ბონსე), ოსტრცოლეკი - ოტლი (84. მუსონა), ბაიერი - კოო,
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა - ტიმოშჩუკი, შვაინშტაიგერი (58. ხავი მარტინესი) - შაჩირი, კროოსი (73. თ. მიულერი), რიბერი - გომესი (58. მანჯუკიჩი).
გაფრთხილება: ფიპლი, კოო, მიოლდერსი - დანტე, ალაბა, ტიმოშჩუკი, კროოსი
გაძევება: რიბერი (47. ბაიერნი)
მაყურებელი: 30 660
ოფენბახი-ფორტუნა 2:0
გოლები: 1:0 ფეტში (76), 2:0 ფოლგერი (85)
ოფენბახი (4-2-2-1-1): ვულნიკოვსკი - სტადელი, ჰუსტერერი, კლაინეჰაიზმანი, შტაინი - ფელდჰანი, მეჰიჩი - რაინჰარდტი (92. მ. შვარცი), ჰანი - ფეტში (90. ბეკერი) - ფოლგერი (87. რათგებერი).
ფორტუნა (4-2-3-1): გიფერი - ბალოგუნი, ლეველსი, ხუანანი, ვან დერ ბერგი - ო. ფინკი, ლამბერტცი - რაიზინგერი, ილსიო (69. დუ-რი ჩა), კრუსი - შაჰინი (63. რაფაელი).
გაფრთხილება: ჰუსტერერი, კლაინეჰაიზმანი, ჰანი - ლეველსი
მაყურებელი: 18 400
შალკე-მაინცი 1:2
გოლები: 0:1 მ. კალიჯური (30), 1:1 ჰუნტელაარი (75), 1:2 ნ. მიულერი (83)
შალკე (4-2-2-2): ჰილდებრანდი - ბარნეტა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, ფუხსი - ჯონსი, ნოიშტედტერი (67. ჰოლტბი) - ფარფანი, დრაქსლერი (57. ობასი) - მარიკა, ჰუნტელაარი.
მაინცი (4-2-2-2): ვეტკლო - პოსპეხი, სვენსონი (80. კირხჰოფი), ნოვესკი, ზაბავნიკი (9. ჟუნიორ დიასი) - ბაუმგარტლინგერი, პოლანსკი - ნ. მიულერი, მ. კალიჯური - სალაი, შ. პარკერი (70. სოტო).
გაფრთხილება: ჯონსი - მ. კალიჯური
მაყურებელი: 54 202
კარლსრუე-ფრაიბურგი 0:1
გოლი: 0:1 შმიდი (2)
კარლსრუე (4-2-2-2): ორლისჰაუზენი - კლინგმანი, გორდონი, მაუერსბერგერი, კემპე - პაიტცი, ვარნჰაგენი (84. გ. კრებსი) - ჩალანოღლუ, ალიბაზი (46. დ. ბლუმი) - ვან დერ ბიზენი, ჰენინგსი.
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - ჰედენსტადი (80. გუედე), ფლუმი (46. დიანიე), კრმასი (84. გინტერი), ზორგი - მაკიადი, შუსტერი - შმიდი, დ. კალიჯური - როზენტალი, მ. კრუსე.
გაფრთხილება: ჰენინგსი, კემპე, პაიტცი - როზენტალი, მ. კრუსე, დ. კალიჯური
მაყურებელი: 28 200
"ოფენბახი" მესამე ბუნდესლიგაში ცუდად თამაშობს, რის გამოც "კიკერსის" თავკაცი არი ვან ლენტი უმძიმესი წნეხის ქვეშაა მოქცეული, მაგრამ გერმანიის თასის მეოთხედფინალში გასვლამ "ოფენბახში" ვითარება შეიძლება კარდინალურად შეცვალოს.
ვან ლენტის გუნდს ელიტელ "ფორტუნასთან" გამარჯვებას არავინ უწინასწარმეტყველებდა და ამრიგად, ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი, რომელმაც მესამებუნდესლიგელი გერმანიის თასის მეოთხედფინალში გაიყვანა, საკმაოდ დიდი სენსაციაა.
პირველ ტაიმში დიუსელდორფელები უკეთ გამოიყურებოდნენ, მაგრამ რეალური მომენტის შექმნა უჭირდათ.
ინტენსიური თამაში არც მეორე ტაიმში გაჩაღებულა, 64-ე წუთზე კი ოფენბახელები პენალტს ითხოვდნენ და შეიძლება ითქვას, რომ იმსახურებდნენ კიდეც. ანგარიში 77-ე წუთზე გაიხსნა, რის შემდეგაც დიუსელდორფელებმა მეტად მოინდომეს, მაგრამ არათუ ანგარიში ვერ გაათანაბრეს, მეორე გოლიც მიიღეს. "ოფენბახის" გმირები ფეტში და ფოლგერი გახდნენ.
რიბერი გააგდეს, ბაიერნი გავიდა
"აუგსბურგთან" ბუნდესლიგური დუელიდან ორი კვირის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნმა" სუსტი მეტოქე გერმანიის თასზეც 2:0 დაამარცხა.
რეკორდმაისტერის თავკაცმა იუპ ჰაინკესმა ისევ როტაციას მიმართა - ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ დანიელ ვან ბუიტენი, ანატოლი ტიმოშჩუკი, ჯერდან შაჩირი და მარიო გომესი.
ანგარიში 26-ე წუთზე სწორედ ამ უკანასკნელმა, ფრანკ რიბერის პასით გახსნა. შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე მსაჯმა ტორსტენ კინჰიოფერმა ბავარიელებს, კერძოდ, ტიმოშჩუკს გოლი არ ჩაუთვალა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი მიუნხენელთა ფრანგი ლიდერი კოოსთან კინკლაობის შემდეგ მოედნიდან გააძევა და რეკორდმაისტერი კაცნაკლული დატოვა.
მაგრამ აუგსბურგელებმა რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლეს. პირიქით, 85-ე წუთზე შაჩირიმ სხვაობა ორამდე გაზარდა და "ბაიერნი" მეოთხედფინალში გაიყვანა.
კარლსრუეს სერია დასრულდა, კელერს დებიუტი ჩაუმწარდა
გერმანიის თასის მერვედფინალში იყო კიდევ ერთი მესამელიგელი "კარლსრუეც", რომელსაც ზედიზედ 10 ოფიციალური მატჩი წარმატებით ჰქონდა დამთავრებული და ბადენელთა ეს სერია "ფრაიბურგთან" სათასო შეხვედრაში შეწყდა.
ფრაიბურგელთა მხრიდან ერთადერთი გოლი შმიდმა მეორე წუთზევე გაიტანა, რის მერეც ბადენელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ კარგ ფორმაში მყოფ ბრაისგაუელებს, რომლებმაც ბუნდესლიგის პირველი წრე მეხუთე ადგილზე დაასრულეს, ვერაფერი მოუხერხეს.
"შალკეს" ზამთრის პაუზამ სულზე რომ მოუსწრო, ეს სამშაბათს კიდევ ერთხელ დადასტურდა: რაკი ჰუუბ სტევენსი გაათავისუფლეს, გელზენკირხენულ კლუბს "მაინცთან" სათასო მატჩში იენს კელერმა უხელმძღვანელა, რომელიც "შალკეს" დროებითი მწვრთნელია და გერმანიის თასის ხუთგზის მფლობელი "ხუმარები" საკუთარ არენაზე 1:2 დამარცხდნენ.
თომას ტუხელის გუნდმა "ფელტინს არენაზე" პრაგმატული და ეფექტური ფეხბურთი ითამაშა - შალკელები მაინცელთა უკანა ხაზის გარღვევას ვერა და ვერ ახერხებდნენ. კალიჯურის გოლს მეორე ტაიმში ჰუნტელაარმა კი უპასუხა, მაგრამ "მაინცმა" ძირითად დროშივე შეძლო გამარჯვების გოლის გატანა, რომელიც ნიკოლაი მიულერის ანგარიშზეა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"