ჩვენი გერმანელი კოლეგები ირწმუნებიან, 52 წლის ბერნდი "მგლების" სპორტული დირექტორის, კლაუს ალოფსისა და კლუბის ყველა ხელმძღვანელის ფავორიტი კანდიდატიაო.
"ბილდი" წერს, რომ ალოფსი შუსტერს უკვე შეხვდა და "ვოლფსბურგში" მუშაობა შესთავაზა.
შეგახსენებთ, რომ ბერნდი ბოლოს თურქულ "ბეშიქთაშში" მუშაობდა, საიდანაც 2011 წელს წამოვიდა და მას მერე უმუშევარია.
შუსტერის გარდა, "ვოლფსბურგის" დამრიგებლის პოსტზე მარტინ იოლის (ფულჰემი) და თომას შააფის (ვერდერი) კანდიდატურებიც განიხილება, მაგრამ საუკეთესო შანსები სწორედ შუსტერს აქვს.
აღსანიშნავია, რომ ბერნდი "ვოლფსბურგთან" 2009
"მგლებს" მისი დანიშვნა 2010 წელსაც უნდოდათ, მაგრამ ბოლოს სტივ მაკლარენი მიიღეს.
როგორც იცით, "ვოლფსბურგს" "ფოლკსვაგენის" კონცერნი პატრონობს, ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გარსია სანსი კი, რომელიც მადრიდშია დაბადებული, შუსტერის ახლო მეგობარი გახლავთ.
კლაუს ალოფსი და ბერნდ შუსტერიც მეგობრები არიან, 1980 წელს ეს გერმანიის ნაკრების გენიალური წყვილი იყო - მაშინ კლაუსი და ბერნდი ევროპის ჩემპიონები გახდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"