დორტმუნდის "ბორუსიამ" "ჰანოვერს" შავი დღე აყარა (5:1), "ვოლფსბურგმა" კი "ლევერკუზენს" თამაში მეორე ტაიმში შეუტრიალა.
მომდევნო ეტაპზე გავიდა "შტუტგარტიც". 20 დეკემბერს მეოთხედფინალის წილისყრა გაიმართა და ოთხიდან ერთი წყვილი უდიდეს ინტერესს დაიმსახურებს: "დორტმუნდი" თებერვლის ბოლოს "ბაიერნს" ესტუმრება.
ბორუსია (დ)-ჰანოვერი 5:1
გოლები: 1:0 გიოტცე (3), 2:0 ბლაშჩიკოვსკი (18), 3:0 გიოტცე (40), 3:1 მ.
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, გროსკროიტცი - გიუნდოგანი, კელი - ბლაშჩიკოვსკი (85. პერიშიჩი), გიოტცე (87. ბიტენკური), როისი (77. შიბერი) - ლევანდოვსკი.
ჰანოვერი (4-1-4-1): ცილერი - ჩერუნდოლო (67. ჰ. საკაი), ეგიმანი, ჰაგი, პანდერი (30. შლაუდრაფი) - კ. შულცი - ია კონანი (67. სობიხი), და სილვა პინტუ, შმიდებახი, ჰუშტი - მ. დიუფი.
გაფრთხილება: ჩერუნდოლო, შმიდებახი
მაყურებელი: 77 615
შტუტგარტი-კიოლნი 2:1
გოლები: 1:0 გენტნერი (31), 2:0 იბიშევიჩი (35-პენ), 2:1 კლემენსი (80)
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - გ. საკაი, მასა, ნიდერმაიერი, მოლინარო - გენტნერი, კუჟმანოვიჩი - ჰარნიკი, ოკაზაკი (76. დიდავი), ტრაორე (83. ბოკა) - იბიშევიჩი.
კიოლნი (4-2-3-1): კესლერი - ბრეჩკო, მარო, მაკენა, ექტორი - შტრობლი (65. პრჟიბილკო), მატუშიკი (88. ბიგალკე) - როიერი, ჟაჟალო, კლემენსი - უჯა.
მაყურებელი: 27 500
ვოლფსბურგი-ლევერკუზენი 2:1
გოლები: 0:1 ფაგნერი (31-საკ. კარში), 1:1 ტრეში (78), 2:1 დოსტი (90)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ფაგნერი (66. ვიეირინია), ნალდო, კიაერი, მ. შეფერი - პოლაკი (75. ტრეში), ჟოსუე - ჰასებე, დიეგო, ოლიჩი - დოსტი.
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - კარვახალი, ვოლშაიდი, ტოპრაკი, ბიონიში - რაინარტცი (66. როლფესი) - ლ. ბენდერი, ჰოსოგაი - კასტრო (69. ჰეგელერი), შიურლე - კისლინგი.
მაყურებელი: 10 781
ბოხუმი-მიუნხენ 1860 3:0
გოლები: 1:0 დედიჩი (30), 2:0 მალტრიტცი (75), 3:0 მალტრიტცი (78)
ბოხუმი (4-2-2-2): ესერი - როთენბახი, მალტრიტცი, ზინკევიჩი, შაფტარი - დაბროვსკი, გორეტცკა - რჟატკოვსკი, აიდინი (74. ორტეგა) - დედიჩი (71. შაიდჰაუერი), იაშვილი (81. აკუისტაპაცე).
მიუნხენ 1860 (4-2-2-2): კირალი - ფოლცი (55. ვოიტკოვიაკი), ბიულოვი, ვალორი, ფაიკი - ვანენვეტში (29. შინდლერი), ბიროფკა - შტოპელკამპი, დ. ჰალფარი - ვუდი (69. ტომასოვი), ლაუთი.
გაფრთხილება: იაშვილი - ვანენვეტში, შტოპელკამპი, დ. ჰალფარი
გაძევება: ვალორი (27. მიუნხენ 1860)
მაყურებელი: 20 206
"ლევერკუზენმა" ბუნდესლიგის პირველი წრე მეორე ადგილზე დაასრულა და "ბაიერნის" ნომერ პირველი მდევარია, გერმანიის თასის მეოთხედფინალში კი ვერ გავიდა.
"ფარმაცევტები" ვოლფსბურგში პირველი ტაიმის შემდეგ 1:0-ს იგებდნენ - ფაგნერმა მეტოქე ავტოგოლით დააწინაურა - მაგრამ მეორე ნახევარში, უფრო სწორად, მატჩის მიწურულს "მგლებმა" თამაშის თავიანთ სასარგებლოდ შეტრიალება მოახერხეს.
ჯერ ყველასგან დავიწყებულმა კრისტიან ტრეშმა გაათანაბრა, 90-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი "ვოლფების" ჰოლანდიელმა ბომბარდირმა ბას დოსტმა გაიტანა. საფინალო სასტვენის შემდეგ "ფოლკსვაგენ-არენას" პუბლიკა "ვოლფსბურგის" დროებითი მწვრთნელის, ლორენც-გიუნტერ კიოსტნერის გვარს სკანდირებდა...
მიუნხენს კაცი იაშვილის გამო გაუძევეს
მეორე ბუნდესლიგაში გადარჩენისთვის მებრძოლი "ბოხუმი" (მე-15 ადგილზეა), სადაც ქართველები, ალექსანდრე იაშვილი და ნიკოლოზ გელაშვილი თამაშობენ, 9-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გავიდა გერმანიის თასის მეოთხედფინალში. ბოხუმელთა მეტოქე თანალიგელი "მიუნხენ 1860" გახლდათ.
27-ე წუთზე მიუნხენელები ათი კაცით დარჩნენ - იაშვილზე ბოლო იმედის ფოლისთვის ვალორი მოედნიდან გააძევეს, რამაც "ბოხუმს" საქმე გაუადვილა.
გაძევებიდან 180 წამში ანგარიში დედიჩმა გახსნა, მეორე ტაიმში კი ცენტრალურმა მცველმა მალტრიტცმა დუბლი შეასრულა.
დორტმუნდის ტრიუმფი
თასის მოქმედ მფლობელ "დორტმუნდს" ამბიციური "ჰანოვერის" დამარცხება არ გაუჭირდა. იურგენ კლოპმა მოედანზე ძირითადი შემადგენლობა გაიყვანა და დორტმუნდელებმა მირკო სლომკას გუნდი 5:1 გაანადგურეს. ხუთიდან სამი გოლი მარიო გიოტცეს ანგარიშზეა.
მეორე ტაიმში ჰანოვერელები უკეთ ათამაშდნენ, მაგრამ 0:3-ს აგებდნენ და ფაქტობრივად, უიმედო სიტუაციაში იყვნენ. დიუფმა ჰუმელსის შეცდომის წყალობით პრესტიჟის გოლი კი შეაგდო, მაგრამ "ბორუსიამ" კიდევ ორი გაიტანა. საბოლოო ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ დააფიქსირა.
"შტუტგარტმა" მეორებუნდესლიგელ "კიოლნთან" ფავორიტის სტატუსი გაამართლა: შვაბებმა "თხები" 2:1 დაამარცხეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.
რიბერი ფინალამდე დისკვალიფიცირებულია
20 დეკემბრის ნომერში ვწერდით, რომ სამშაბათს "ბაიერნს" "აუგსბურგთან" 2:0-ზე მოგებულ მატჩში ფრანკ რიბერი გაუძევეს და მიუნხენელებს მიაჩნდათ, რომ ფრანგი წითელ ბარათს არ იმსახურებდა.
რეკორდმაისტერის სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა და ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ რიბერის გაძევება გააპროტესტეს, მაგრამ უშედეგოდ: გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტულმა სასამართლომ რიბერი გერმანიის თასზე ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანგი "ბაიერნს" თასზე ფინალამდე ვეღარ დაეხმარება - თუკი, რა თქმა უნდა, მიუნხენელები ფინალში გავლენ...
ბაიერნი-დორტმუნდი მეოთხედფინალში
20 დეკემბერს გერმანიის თასის მეოთხედფინალის წილისყრა გაიმართა, რომელმაც ძალიან საინტერესო წყვილი შემოგვთავაზა: დორტმუნდის "ბორუსია" "ბაიერნს" უნდა ესტუმროს! იაშვილისა და გელაშვილის "ბოხუმი" კი შტუტგარტში ჩავა.
მეოთხედფინალის წყვილები: ბაიერნი-ბორუსია (დ), შტუტგარტი-ბოხუმი, ოფენბახი-ვოლფსბურგი, მაინცი-ფრაიბურგი.
მატჩები 26 და 27 თებერვალს გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"