ბერნდ შუსტერი "ვოლფსბურგში" ინიშნება!

AutoSharing Option
გერმანულ მედიაში 20 დეკემბერს გავრცელებული ცნობების თანახმად, ბერნდ შუსტერის "ვოლფსბურგის" მთავარ მწვრთნელად დანიშვნა გადაწყვეტილი ამბავია და 52 წლის სპეციალისტს "მგლებში" ოფიციალურად დღეს, 21 დეკემბერს წარადგენენ.

"ბილდისა" და "კიკერის" ინფორმაციით, შუსტერი "ვოლფსბურგთან" კონტრაქტს 2015 წლამდე გააფორმებს.

"ვოლფსბურგის" მენეჯერმა კლაუს ალოფსმა 20 დეკემბერს მხოლოდ შუსტერით დაინტერესება დაადასტურა და თქვა, რომ 1980 წლის ევროპის ჩემპიონი "მგლების" თავკაცის პოსტზე ფავორიტი კანდიდატია.

თუმცა უკვე გადაწყდა, რომ "ვოლფების" დროებითი მწვრთნელი ლორენც-გიუნტერ კიოსტნერი, რომელიც გუნდს ფელიქს მაგათის გათავისუფლების შემდეგ ხელმძღვანელობდა, ისევ 23-წლამდელთა გუნდში იმუშავებს. 60 წლის კიოსტნერმა
20 დეკემბერს ისევ ახალგაზრდა ვოლფსბურგელები ავარჯიშა.

ბერნდ შუსტერისთვის ეს ბუნდესლიგაში მწვრთნელის რანგში პირველი გამოჩენა იქნება. სამწვრთნელო ასპარეზზე შუსტერის ყველაზე დიდი მიღწევა 2008 წლით თარიღდება - მაშინ ბერნდმა მადრიდის "რეალს" ესპანეთის ჩემპიონატი მოაგებინა.

შუსტერი ბოლოს თურქულ "ბეშიქთაშში" მუშაობდა, საიდანაც 2011 წლის მარტში წამოვიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული