"მიუხედავად იმისა, რომ ჰოლგერი ახლა ტრავმირებულია, ჩვენ მას ახალი ხელშეკრულების გაფორმება შევთავაზეთ", - განუცხადა "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ "მიუნხენერ აბენდცაითუნგს".
კალეს არ უთქვამს, რა ხანგრძლივობის კონტრაქტი შესთავაზა რეკორდმაისტერმა ცენტრალურ მცველს, ის კი ფაქტია, რომ ბადშტუბერის აქტუალურ ხელშეკრულებას ვადა 2014 წლის ზაფხულში გასდის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"