საფეხბურთო გერმანია ახლა იმაზე ბჭობს, თუ რა არის "ბაიერნის" ასეთი გარდაქმნის, წარმატების მთავარი საიდუმლო.
გაზეთ "ბილდის" ვერსია: მიუნხენელთა სათადარიგოთა სკამზე სეზონის პირველ ნახევარში ყოველთვის შესანიშნავი განწყობა იყო! ამის დასტურად გერმანულმა ტაბლოიდმა 23 დეკემბერს რეკორდმაისტერის სათადარიგოთა სკამის ფოტოები გამოაქვეყნა.
იმ დროს, როცა სხვა კლუბების სკამებზე მოღუშულობაა და
ეს, პირველ რიგში, "ბაიერნის" თავკაც იუპ ჰაინკესის დამსახურებაა. 67 წლის "დონ იუპმა" ამ სეზონში როტაციას მიჰყო ხელი, რადგან ზაფხულში გუნდის გაძლიერების შემდეგ კონკურენტუნარიანი შემადგენლობა ჰყავს.
გერმანელი ექსპერტები როტაციის სრულყოფილ პრინციპზე საუბრობენ: ჰაინკესი ფეხბურთელებს ისე ცვლის, რომ არცერთს ტოვებს უკმაყოფილოს!
"ფეხბურთელებმა იციან და კარგად მიიღეს ის, რომ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 11 ფეხბურთელის ადგილია და ყოველთვის ყველა ვერ ითამაშებს. რაც მთავარია, თითოეულმა იცის, რომ უშანსოდ არავის დავტოვებ," - აცხადებს "დონ იუპი".
ჰაინკესის მიდგომით და სათადარიგო ფეხბურთელების ქცევით კმაყოფილია რეკორდმაისტერის სპორტული დირექტორი მათიას ზამერიც: "თადარიგში მყოფი ფეხბურთელები ამ სეზონში შესანიშნავად იქცევიან! პირველ რიგში, იმ მოთამაშეებს ვგულისხმობ, რომლებიც ყველაზე იშვიათად ასპარეზობენ ხოლმე - რაფინიას, ტომ შტარკეს, კლაუდიო პისაროს, ანატოლი ტიმოშჩუკს და დანიელ ვან ბუიტენს.
მწვრთნელი მათ თავის გამოჩენის შანსს მოსალოდნელზე ხშირად აძლევს. ჰაინკესის როტაციით კმაყოფილები ვართ."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"