"ვოლფსბურგს" ივან პერიშიჩი უნდა!

AutoSharing Option
ახალი მწვრთნელის პოვნის შემდეგ ("მგლებში" დიტერ ჰეკინგი დაინიშნა), "ვოლფსბურგის" სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა ბუნდესლიგის მეორე წრისთვის გუნდის გაძლიერებაზე ზრუნვა დაიწყო.

"ბილდის" ინფორმაციით, ალოფსს დორტმუნდის "ბორუსიას" ხორვატი შემტევი ნახევარმცველის, ივან პერიშიჩის გადაბირება უნდა.

23 წლის პერიშიჩი (კონტრაქტი 2016 წლამდე) "დორტმუნდში" უმეტესად სათადარიგოთა სკამზე ზის, რის გამოც არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება და შესაბამისად, კლუბის გამოცვლის საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონდეს.

პერიშიჩი ორი წელია, რაც დორტმუნდში თამაშობს. ამ ხნის მანძილზე მან 42 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლი გაიტანა; მარკო როისის ტრანსფერის შემდეგ კი, ზაფხულს
აქეთ, "ბორუსიას" ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება.

ალოფსისთვის პერიშიჩი მისი თანამემამულე ივიცა ოლიჩის იდეალური ალტერნატივაა. 33 წლის ოლიჩმა "მგლებში" იმედები ვერ გაამართლა - 15 მატჩში იასპარეზა და მის ანგარიშზე მხოლოდ ორი გოლია.

პერიშიჩთან ერთად, ალოფსი "ვოლფსბურგში" "ჩელსიდან" "ვერდერში" განათხოვრებულ საყრდენ ნახევარმცველ კევინ დე ბრუინსაც ეპატიჟება.

ეს უკანასკნელი ბრემენულ კლუბში ძალიან კარგად გამოიყურება და ამიტომაც მიიქცია ყურადღება. ბელგიელს "ვერდერთან" საარენდო ხელშეკრულება წლის ბოლოს უმთავრდება.

ბრემენული კლუბის მწვრთნელ თომას შააფს 21 წლის დე ბრუინი ძალიან მოსწონს, მაგრამ "ვერდერს" მისი გამოსყიდვა არ შეუძლია, "ვოლფსბურგს" კი ფული არ უჭირს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული