3 000 ევრო ყველა თანამშრომელს!

AutoSharing Option
2012 წელი გერმანიაში დორტმუნდის "ბორუსიას" წელიწადი იყო - BVB ზედიზედ მეორედ გახდა გერმანიის ჩემპიონი და გერმანიის თასიც მოიგო, ახალ სეზონში კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "სიკვდილის ჯგუფიდან" პირველადგილოსნის რანგში გავიდა.

საერთო ჯამში, "ბორუსიამ" წელს 46 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და მხოლოდ სამში ("ჰამბურგთან", "შალკესთან" და "ვოლფსბურგთან") დამარცხდა.

ასეთი წარმატებული წლის ბოლოს "დორტმუნდის" გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ კლუბის უკლებლივ ყველა თანამშრომელს პრემია გამოუწერა.

530 თანამშრომლიდან თითოეულმა მათგანმა 3000 ევრო მიიღო.

"2012 წელი ჩვენთვის არა მარტო სპორტული, არამედ ფინანსური კუთხითაც ძალიან წარმატებული იყო.

შესაბამისად,
გადავწყვიტეთ, ყველა თანამშრომლისთვის პრემია გამოგვეწერა. კლუბის წარმატებაში წვლილი არა მარტო ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს, არამედ თითოეულ აქ მომუშავე ადამიანს მიუძღვის,"
- უთხრა ვატცკემ ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

"ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ეს ყველაზე არაჩვეულებრივი, მართლა გადასარევი წელი იყო. მჯერა, რომ 2013-იც შესანიშნავი წელიწადი იქნება," - ეს დორტმუნდელთა მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის სიტყვებია.

გერმანიის თასზე და ჩემპიონთა ლიგაში დორტმუნდელებს მართლაც კარგი პერსპექტივები აქვთ. აი, ბუნდესლიგაზე კი რა მოგახსენოთ - პირველი წრის შემდეგ "ბორუსია" "ბაიერნს" 12 ქულით ჩამორჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული