ცნობილია, რომ მიუნხენურ გრანდს "ფარმაცევტებიდან" ფიტნეს-მწვრთნელის, დოქტორ ჰოლგერ ბროიხის გადაბირება სურს - რეკორდმაისტერის მთავარ მწვრთნელ იუპ ჰაინკესს ამ უკანასკნელის თავის შტაბში ხილვა ძალიან უნდა.
"ბილდის" ცნობით, ლევერკუზენელები მზად არიან, ბროიხი დათმონ, სანაცვლოდ კი "ბაიერნს" ახალგაზრდა და ნიჭიერ ფეხბურთელ ემრე ჩანს სთხოვენ.
ბროიხს "ლევერკუზენთან" კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს გაფორმებული, რის გამოც ბავარიელებს მისი საზღაურის გარეშე გადაყვანა არ შეუძლიათ.
18 წლის ჩანი "ბაიერნში" პერსპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნევდა. მას სამთვიანი ტრავმა ჰქონდა და ახლახან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"