„კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, რაღაც-რაღაცებზე კი ნამდვილად ვფიქრობთ. დიდი შანსია, რომ ჩვენი ქომაგები გავაოცოთ.“
ფრანგული „ეკიპის“ ცნობით, „ბორუსია“ მარსელის „ოლიმპიკის“ თავდამსხმელ ლოიკ რემის ტრანსფერზე მუშაობს.
26 წლის ფორვარდის ფასი 19 მილიონი ევროა და ცნობილია, რომ დორტმუნდელებს ახლა ფული არ უჭირთ. თანაც, ივან პერიშიჩის „ვოლფსბურგში“ გაყიდვით „ბორუსიამ“ 8 მილიონი ევრო აიღო. რემი დორტმუნდელებს მართლაც სჭირდებათ, რადგან რობერტ ლევანდოვსკის ბედი გაურკვეველია. მეტიც: საქმეს
რობერტი „ბორუსიას“ რიგებში ერთადერთი მაღალი კლასის ცენტრფორვარდია.
ბენდერმა და სუბოტიჩმა კონტრაქტები გააგრძელეს
ამასობაში დორტმუნდელებმა სვენ ბენდერს და ნევენ სუბოტიჩს ახალი კონტრაქტები გაუფორმეს. სერბმა მცველმა გერმანიის ჩემპიონთან ხელშეკრულება 2016 წლამდე გააგრძელა (წინა კონტრაქტს ვადა 2014 წლამდე ჰქონდა), საყრდენმა ნახევარმცველმა ბენდერმა კი - 2017 წლამდე. ხელფასი ორივე ფეხბურთელს გაეზარდა.