ლოიკ რემი დორტმუნდის "ბორუსიაში"?

AutoSharing Option
კითხვაზე, შეიძენს თუ არა დორტმუნდის „ბორუსია“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ახალ ფეხბურთელებს, გერმანიის ჩემპიონის მენეჯერმა მიხაელ ცორკმა ამას წინათ ასე უპასუხა:

„კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, რაღაც-რაღაცებზე კი ნამდვილად ვფიქრობთ. დიდი შანსია, რომ ჩვენი ქომაგები გავაოცოთ.“

ფრანგული „ეკიპის“ ცნობით, „ბორუსია“ მარსელის „ოლიმპიკის“ თავდამსხმელ ლოიკ რემის ტრანსფერზე მუშაობს.

26 წლის ფორვარდის ფასი 19 მილიონი ევროა და ცნობილია, რომ დორტმუნდელებს ახლა ფული არ უჭირთ. თანაც, ივან პერიშიჩის „ვოლფსბურგში“ გაყიდვით „ბორუსიამ“ 8 მილიონი ევრო აიღო. რემი დორტმუნდელებს მართლაც სჭირდებათ, რადგან რობერტ ლევანდოვსკის ბედი გაურკვეველია. მეტიც: საქმეს
ისეთი პირი უჩანს, რომ პოლონელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავა.

რობერტი „ბორუსიას“ რიგებში ერთადერთი მაღალი კლასის ცენტრფორვარდია.

Sportall.Geბენდერმა და სუბოტიჩმა კონტრაქტები გააგრძელეს
ამასობაში დორტმუნდელებმა სვენ ბენდერს და ნევენ სუბოტიჩს ახალი კონტრაქტები გაუფორმეს. სერბმა მცველმა გერმანიის ჩემპიონთან ხელშეკრულება 2016 წლამდე გააგრძელა (წინა კონტრაქტს ვადა 2014 წლამდე ჰქონდა), საყრდენმა ნახევარმცველმა ბენდერმა კი - 2017 წლამდე. ხელფასი ორივე ფეხბურთელს გაეზარდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული