გერმანიის ნაკრების ფანებმა მესუთ იოზილი აირჩიეს!

AutoSharing Option
ზუსტად ისე, როგორც შარშან, გერმანიის ნაკრების გულშემატკივრებმა 2012 წლის საუკეთესო ბუნდესგუნდელადაც მესუთ იოზილი დაასახელეს.

"ფან-კლუბ ნაციონალმანშტაფში" ჩატარებულ გამოკითხვაში მადრიდის "რეალის" გამთამაშებელმა ხმების 32,49 პროცენტი მიიღო. აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილი მიროსლავ კლოზემ ("ლაციო", 13.89%) დაიკავა, მესამეზე კი მარკო როისი (დორტმუნდის "ბორუსია", 13.1%) გავიდა.

გარდა ამისა, გამოკითხვა ჩატარდა გერმანიის ნაკრების წლის ულამაზესი გოლის გამოსავლენადაც და ბუნდესგუნდის ფანებმა 2012 წლის საუკეთესო გოლად კლოზეს ის დარტყმა დაასახელეს, რომლითაც მირომ 16 ოქტომბერს გერმანია შვედეთთან 2:0 დააწინაურა. შეგახსენებთ, რომ ის შეხვედრა 4:4 დასრულდა.

აქვე ვთქვათ, რომ
24 წლის იოზილმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის არჩევნებში მე-14 ადგილი დაიკავა.

მესუთმა 2012 წელს ბუნდესგუნდის ფორმა 14-დან 13 მატჩში მოირგო. საერთო ჯამში მან გერმანიის ნაკრებში 2012 წელს 1089 წუთი ითამაშა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. ამასთან, იოზილმა ყველაზე მეტი, 6 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა. გამოკითხვაში სულ ბუნდესგუნდის ფან-კლუბის 19 505-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა - მათ არჩევანი გერმანიის ნაკრების იმ 17 ფეხბურთელს შორის გააკეთეს, რომლებმაც გასულ წელს ბუნდესგუნდში მინიმუმ 7 მატჩი ჩაატარეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მესუთ იოზილი: ბედნიერი ვარ, დუბლი რომ შევასრულე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული