მარიო გიოტცე კარიერის ბოლომდე "ბორუსიაში"?

AutoSharing Option
გერმანული ფეხბურთის ახალგაზრდა ვარსკვლავი მარიო გიოტცე კარიერის ბოლომდე დორტმუნდის "ბორუსიაში" დარჩენას არ გამორიცხავს.

"სავსებით რეალურია ის, რომ კარიერის დამთავრებამდე დორტმუნდში ვითამაშო. ამ ქალაქში გავიზარდე და თავს ყველაზე კარგად სწორედ აქ ვგრძნობ. დოტმუნდში მყავს უახლოესი მეგობრები და ოჯახიც. ესეც რომ არ იყოს, "ბორუსია" ბრწყინვალე გუნდია," - განუცხადა 20 წლის გიოტცემ ჩვენს გერმანელ კოლეგებს ლა მანგაში, სადაც გერმანიის ჩემპიონი სეზონის მეორე ნახევრისთვის მოსამზადებელ შეკრებას გადის.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარიო აუცილებლად ასე მოიქცევა. "ჩემს კონტრაქტს ვადა 2016 წლამდე აქვს და
შესაბამისად, არ მაქვს საიმისო მიზეზი, რომ სხვა რამეზე ვიფიქრო. დავრჩები თუ არა დორტმუნდში კარიერის ბოლომდე, ამას დრო მიჩვენებს,"
- დასძინა გიოტცემ.

მისი თქმით, "ბორუსიას" მიზანი ბუნდესლიგის მეორე წრეში რაც შეიძლება ბევრი ქულის აღება და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იქნება, გერმანიის ჩემპიონობაზე კი "ბაიერნის" სოლიდური უპირატესობის გამო აღარ ფიქრობს.

შეგახსენებთ, რომ მარიო გიოტცე "დორტმუნდში" 9 წლის ასაკიდან თამაშობს. ბუნდესლიგაში მან "ბორუსიას" ფორმით უკვე 70 მატჩის ჩატარება მოასწრო (18 გოლი). ამ სეზონში მარიოს ანგარიშზე ბუნდესლიგაში 6 გოლია. ცნობილია, რომ მის გადაბირებაზე ბევრი ევროპული სუპერგრანდი ოცნებობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"გერმანელი მესი" - ინტერვიუ მარიო გიოტცესთან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული