არნაუტოვიჩმა ბუნდესლიგის პირველი წრე კარგად ჩაატარა და "ფენერის" ინტერესის სფეროში მოხვდა.
გაზეთ "ჰაბერთურქის" ცნობით, "ფენერის" მწვრთნელ აიქუთ ქოჩამანს არნაუტოვიჩი ძალიან მოსწონს და მასზე დაკვირვება ასისტენტ თურგაი ალთაის დაავალა და ამ უკანასკნელმა მას დაუდასტურა, რომ ავსტრიელში დიდი ფულის გადახდა ღირს.
როგორც ირკვევა, ქოჩამანი არნაუტოვიჩზე დიდი ხანია, ფიქრობს. "ფენერმა" სეზონის პირველი ნახევარი ჩააგდო და მეორე წრისთვის გუნდის გასაძლიერებლად ფული არ
ცნობილია, რომ "ფენერბაჰჩეს" "მონპელიეს" წინახაზელ ბელჰანდას გადაბირებაც უნდა. რაც შეეხება არნაუტოვიჩს: "ფენერი" მზადაა, ავსტრიელში 15 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მარკო არნაუტოვიჩის კურიოზული ტრავმა