"აინტრახტი" სრდიან ლაკიჩს უმიზნებს

AutoSharing Option
ბუნდესლიგაში სენსაციურად მოასპარეზე ფრანკფურტის "აინტრახტის" თავკაც არმინ ფეეს წინა ხაზის გაძლიერება უნდა და ცნობილია, რომ "ვოლფსბურგში" ათვალწუნებული სრდიან ლაკიჩი მოსწონს.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, მისი ტრანსფერის დასაფინანსებლად ფეე ორი უსარგებლო ფორვარდის, დორგე კუემაას და რობ ფრენდის გუნდიდან გაშვებას აპირებს.

ცნობილია, რომ ფრანკფურტელებს ლაკიჩის გადაბირება დიდი ხანია, უნდათ და მისი შეძენა ახლა იმიტომ გახდა განსაკუთრებით აქტუალური, რომ არმინ ფეეს იმედები ვერც ახალწვეულმა ოლივიე ოუშენმა გაამართლა. თავის მხრივ, ლაკიჩი "ვოლფსბურგში" უიმედო სიტუაციაშია, რადგან მასზე კარგი აზრის არც გუნდის ახალი მწვრთნელი დიტერ ჰეკინგია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
"ბრემენელი მუსიკოსები" თავდამსხმელს ეძებენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული