ესპანეთი
"ელ პაისი": "სალტო ბუნდესლიგაში! პეპ გვარდიოლამ გადაწყვეტილება გერმანული ფეხბურთის კაიზერების სასარგებლოდ მიიღო. "ბაიერნი" იქ ყველა დროის ყველაზე წარმატებული, უმდიდრესი და პოპულარული გუნდია."
ABC: "პეპმა გერმანიის საზღვარი გადაკვეთა! გვარდიოლა ბუნდესლიგაში პირველი ესპანელი მწვრთნელი იქნება."
"ელ მუნდო": "ბაიერნმა" ოთხშაბათს საღამოს ბომბი ააფეთქა და მთელი ევროპა გააოცა: გვარდიოლა მიუნხენში მიდის და ეს ყველაზე გვიან გერმანულმა პრესამ გაიგო."
ინგლისი
"სანი": "აუფ ვიდერზეენ, პეპ! გვარდიოლამ ინგლისური კლუბები ფეხებზე დაიკიდა და გერმანულ გიგანტში იმუშავებს!"
"მირორი": "გუთენ თაგ!
"დეილი მეილი": "ჩელსის" იმედები გაუცრუვდა, "სიტიც" თამაშგარეშია! მსოფლიოში ყველაზე სასურველმა მწვრთნელმა გერმანულ "ბაიერნში" მუშაობა გადაწყვიტა! უმდიდრეს ინგლისურ კლუბებს გერმანულმა გიგანტმა მოუგო."
"ინდეპენდენტი": "ალიყური აბრამოვიჩს! გვარდიოლა "ბაიერნში" მიდის, რომანმა კი სხვა მწვრთნელი უნდა ეძებოს. შეიძლება ეს იმას ნიშნავდეს, რომ "სტემფორდ ბრიჯზე" ჟოზე მოურინიო დაბრუნდება."
იტალია
"გაძეტა დელო სპორტი": "კაიზერ პეპი. "ბაიერნმა" გვარდიოლა დაითანხმა და ეს წლის მთავარი საფეხბურთო მოვლენაა! მსოფლიოში ყველაზე სასურველი მწვრთნელი ბუნდესლიგაში იმუშავებს და ეს გერმანული ფეხბურთისთვის დიდი მოვლენაა."
"კორიერე დელო სპორტი": "პეპმა ისევ ყველა გააოცა. ყველა ფიქრობდა, რომ პრემიერლიგაში გადავიდოდა, მან კი ისეთი გზა აირჩია, რასაც არავინ უწინასწარმეტყველებდა. გვარდიოლამ საფეხბურთო მსოფლიო 2008 წელსაც გააოცა, როცა "ბარსელონადან" რონალდინიო, დეკუ და ეტო’ო გაუშვა. ვნახოთ, რა მოელით "ბაიერნში" რიბერის და რობენს..."
"რეპუბლიკა": "გვარდიოლას გადაბირებით ბუნდესლიგა მთელი მსოფლიოსთვის ორჯერ უფრო საინტერესო გახდება. პეპმა ინგლისურ და იტალიურ ქაოსს გერმანული წესრიგი ამჯობინა. შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგაში კლუბების უმრავლესობა მომგებიანია და გერმანიის ჩემპიონატი ყველაზე დემოკრატიული ლიგაა - იქ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს ასტრონომიულ ხელფასებს არ უხდიან."
"კორიერე დელა სერა": "ჰერ პეპ! აი, ახლა კი ნამდვილად გავიგებთ, არის თუ არა ხოსეპ გვარდიოლა მართლაც მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კარლ-ჰაინც რუმენიგე: ხოსეპ გვარდიოლა გერმანულ ენას სწავლობს
ოფიციალურად: ზაფხულიდან ხოსეპ გვარდიოლა მიუნხენელთა მწვრთნელია!