ბუნდესლიგა. XVIII ტური: "დორტმუნდმა" დაიწყო! "ლევერკუზენიც" ფორმაშია! [VIDEO]

AutoSharing Option
ბევრჯერ გვითქვამს, რომ გერმანელებს უკიდურესობებში გადავარდნა სჩვევიათ - როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური კუთხით, გადამეტება უყვართ.

აი, ამ მოსაზრების მორიგი დასტურიც: პარასკევს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბუნდესლიგა განახლდა. პირველივე მატჩში 9 (!) გოლი გავიდა, საფეხბურთო გერმანიის მთავარი სალაპარაკო თემა კი კვლავ ის კაცი გახლდათ, ვინც ჩვენი პლანეტის სხვა ნახევარსფეროში ზის...

რა თქმა უნდა, პეპ გვარდიოლას ვგულისხმობთ.

ხოსეპი არ არის პირველი მსოფლიო დონის მწვრთნელი, რომელმაც ბუნდესლიგაში უნდა იმუშავოს. გერმანიაში ჩემპიონთა ლიგისა თუ მის წინამორბედ ჩემპიონთა თასის გამარჯვებული არაერთი დიდი სპეციალისტი ჩასულა და მათ
ბუნდესლიგაში მუშაობა სულაც არ უადვილდებოდათ.

ლეგენდარულმა რინუს მიხელსმა "კიოლნი" 1983 წელს სამწლიანი მოღვაწეობის შემდეგ იმის გამო დატოვა, რომ "თხების" იმჟამინდელი ვარსკვლავები პიერ ლიტბარსკი და კლაუს ალოფსი მიიჩნევდნენ, მონებივით გვექცევაო... ჯოვანი ტრაპატონიმ მიუნხენის "ბაიერნი" ორჯერ ჩაიბარა და რა ახსოვთ გერმანიაში დღეს ტრაპისგან?

სკანდალური პრესკონფერენცია და ორი ტერმინი, რომელიც მან გერმანულ ენას შემატა:

"მე მაქვს მზადყოფნა" (ყელში ამომივიდას გულისხმობდა) და "ფეხბურთელი, როგორც ცარიელი ბოთლი" (კომენტარი შტრუნცზე)...

ლუის ვან გაალი მიუნხენში ჯერ ღმერთს გაუწყრა, მერე მსოფლიოს, ბოლოს კი ული ჰიონესსაც მისდგა, რაც აღარ აპატიეს და გაუშვეს...

ერთადერთი "მსოფლიო დონის მწვრთნელი", რომელმაც გერმანულ კლუბს ევროპა დააპყრობინა, ერნსტ ჰაპელი გახლდათ ("ჰამბურგის" მწვრთნელი 1983 წელს).

სულ მალე ამ დიდი სპეციალისტების სიას გვარდიოლაც შეემატება და მოსწონთ თუ არა ეს "ბაიერნის" ბოსებსა და იუპ ჰაინკესს, ფაქტია, რომ ამ უახლოეს 5 თვეში, სანამ პეპი მიუნხენში მუშაობას შეუდგება, საფეხბურთო გერმანია მის მოლოდინში იქნება და პეპის გამო ბევრი მნიშვნელოვანი თემა გახდება მეორეხარისხოვანი.

ჰაინკესმა საყვედური ამოღერღა
მოკლედ, გვარდიოლას "ბაიერნამდე", 5 თვესთან ერთად, ზუსტად 6 495 კილომეტრი აშორებს და პეპი მაინც მიუნხენშია, რაც რეკორდმაისტერის ხელმძღვანელებს, დიახაც, არ მოსწონთ.

ეს განსაკუთრებით "ბაიერნის" ამჟამინდელ თავკაც ჰაინკესზე ითქმის, რომელსაც გვარდიოლამ აბსოლუტურად ყველაფერი დაუჩრდილა - მათ შორის, "ფიურტთან" მატჩიც, რომელიც ბავარიელებმა მარიო მანჯუკიჩის დუბლით მხოლოდ 2:0 მოიგეს.

"მას მერე, რაც გვარდიოლას დათანხმება გავაცხადეთ, აქ ყველა ამ ესპანელ მწვრთნელზე ლაპარაკობს. ჰო, ის ჩვენია, მაგრამ ახლა მაისის ბოლომდე ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ!" - დასჭექა რეკორდმაისტერის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა თოქ-შოუ "ლიგა ტოტალში".

პრეზიდენტმა ეს მას მერე თქვა, რაც ჰაინკესმა "ფიურტთან" მატჩის საფინალო სასტვენის შემდეგ დაიჩივლა, ალბათ, უმჯობესი იქნებოდა, რომ გვარდიოლას ამბავი შვებულებამდე გამოცხადებულიყოო.

ახლა რაც უნდა ეცადონ "ბაიერნის" მწვრთნელი და ბოსები, აჟიოტაჟს ვეღარ შეაჩერებენ - "პეპ-ბუმი" სწორედ ივნისამდე გაგრძელდება. თუმცა "დონ იუპს" ფეხბურთელებიც მხარში უდგანან - ყოველ შემთხვევაში, კომენტარებით მაინც:

"გვარდიოლას სახელს აქ პირველი ივნისის 00:01 საათამდე აღარაფერი ესაქმება," - თქვა თომას მიულერმა.

"ამ სეზონში დიდი მიზნები გვაქვს და ახლა სწორედ ამ მიზნებზე უნდა ვიფიქროთ და არა მწვრთნელზე, რომელიც აქ ივნისიდან იმუშავებს. თანაც, იუპ ჰაინკესს უნდა ვცეთ პატივი!"
- აღნიშნა არიენ რობენმა.

"ყველანი კმაყოფილები ვართ, რომ გვარდიოლა მიუნხენში მოდის, მაგრამ ახლა ფეხბურთზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრაცია. ჰაინკესი გერმანიის ჩემპიონის რანგში უნდა გავაცილოთ",
- ეს კი ფრანკ რიბერის სიტყვებია.

რაც შეეხება ფეხბურთს
როგორც მიხვდით, "ფიურტთან" "ბაიერნს" სასწაული ფეხბურთი არ უთამაშია. რეკორდმაისტერს ტემპიც აკლდა და საფეხბურთო კლასიც.

ამასთან, "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ყველაზე სუსტ გუნდს მხოლოდ ორი გოლი გაუტანა. მიუნხენელებს ბურთი კი ჰქონდათ (ფლობა: 77%-23%), მაგრამ არ ჰქონდათ იდეები.

VideoSportall.Ge
ბაიერნი - ფიურტი 2:0

მატჩის შემდეგ ყველაზე კმაყოფილი მანჯუკიჩი გახლდათ - ჰაინკესმა ხორვატი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში გაამწესა, მისი გერმანელი სეხნია გომესი კი სკამზე დატოვა და მანჯუკიჩმაც 17 ნოემბრის შემდეგ პირველად გაიტანა.

ხორვატ მარიოს ანგარიშზე ბუნდესლიგაში ახლა 11 გოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ იმდენივე აქვს გატანილი, რამდენიც "ფიურტს". გომესთან ერთად, სკამზე ისხდნენ რობენი და ბოატენგიც...

გიოტცეს მარადონა არ გაუვიდა
დორტმუნდის "ბორუსიას" თავკაცმა იურგენ კლოპმა პირობა დადო, აი, ნახავთ, მეორე წრეში როგორ ავთამაშდებდით და რამდენს გავაკვირვებთო.

კლოპმა დაპირება მეორე წრის პირველივე ტურში შეასრულა: დორტმუნდელებმა "ვერდერი" მისსავე "ვეზერშტადიონზე" 5:0 გაანადგურეს!

"ეს ბრწყინვალე, ფანტასტიკური გამარჯვება იყო! ბედნიერი ვარ, რომ ზამთრის შესვენების შემდეგ ასეთ ფორმაში ვართ," - კმაყოფილი გახლდათ "ბორუსიას" თავკაცი.

მაგრამ აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ "ვერდერის" მწვრთნელი თომას შააფი, ცოტა არ იყოს, აიჭრა! მარკო არნაუტოვიჩის არყოფნაში მან 4-3-3 ტაქტიკური სქემა აირჩია მხოლოდ ერთი კლასიკური საყრდენით (იუნუზოვიჩი) და კლასიკური ცენტრფორვარდის გარეშე! მეტიც: შააფმა წინა ხაზის ცენტრში საყრდენი ნახევარმცველი დე ბრუინი გაამწესა! მართალია, მერე ეს მოულოდნელი განლაგება შეცვალა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

მე-40 წუთზე მარიო გიოტცემ დიეგო მარადონას "ღმერთის ხელი" გაიმეორე, მაგრამ მსაჯმა კნურ კირხერმა ყველაფერი დაინახა და მარიოს ყვითელი ბარათი აუფრიალა.

დორტმუნდში დაბრუნებული ნური შაჰინი კი ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა - კლოპმა თურქი მოედანზე მხოლოდ 83-ე წუთზე შეუშვა, ხოლო "სკაის" რეპორტიორის კითხვას, რატომ არ გაამწესეთ ნური სასტარტოშიო, ასე უპასუხა: "როგორ შეიძლება, კაცი ისეთი სულელი იყოს, რომ ასეთი კითხვა დასვას?"

ჟურნალისტს ღიმილი სახეზე შეაშრა, კლოპმა კი მატჩის შემდეგ ამ კითხვაზე უფრო ზრდილობიანი და ამომწურავი პასუხი გასცა:

"ჩვენ ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს და ზოგიერთი ფეხბურთელი უნდა შეეგუოს იმას, რომ ხანდახან სკამზე მოუწევს ჯდომა".


თავად შაჰინი უკმაყოფილო სულაც არაა - "რეალსა" და "ლივერპულში", ფაქტობრივად, საერთოდ არ ათამაშებდნენ, "დორტმუნდში" კი თბილად მიიღეს.

საფინალო სასტვენის შემდეგ თურქი "ბორუსიას" ფანებს მეგაფონით სიყვარულს უხსნიდა...

VideoSportall.Ge
ვერდერი - დორტმუნდი 0:5


ლევერკუზენმა შური იძია
მეორეადგილოსანმა "ლევერკუზენმა" "ბაიერნთან" 9-ქულიანი ჩამორჩენა საკმაოდ რთული მატჩის მოგებით შეინარჩუნა - "ფარმაცევტებმა" სენსაციური მეოთხეადგილოსანი "აინტრახტი" 3:1 დაამარცხეს და პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის (1:2) შური იძიეს.

მე-15 წუთზე მსაჯმა ვოლფგანგ შტარკმა თამაში ცოტა ხნით შეწყვიტა, რადგან ფრანკფურტელი ფანები "ბაი-არენაზე" ცუდად იქცეოდნენ, თუმცა შეხვედრა 7 წუთში გაგრძელდა.

სამიდან ერთი გოლი შტეფან კისლინგის ანგარიშზეა, რომელმაც გერმანიის ნაკრების თავკაც იოახიმ ლიოვის თვალწინ ბუნდესლიგაში მე-13 გოლი გაიტანა, მერე კი ანდრე შიურლეს საგოლე პასი მისცა.

წესით, იოგი მის ბუნდესგუნდში გამოძახებაზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს...

ჰეკინგის წარმატებული დებიუტი
ვოლფსბურგში დიტერ ჰეკინგს წარმატებული დებიუტი ჰქონდა: "მგლებმა" შტუტგარტელები 2:0 დაამარცხეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე წრე კარგად დაიწყეს.

პირველ ტაიმში ხეირიანი არაფერი მომხდარა, მეორე ნახევარში კი "ვოლფსბურგის" გმირი დიეგო გახდა, რომელმაც ჯერ ანგარიში გახსნა, მერე კი მადლუნგს დაასვა ბურთი თავზე და ამ უკანასკნელმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

"ჰოფენჰაიმში" მარკო კურცის ეფექტს ტყუილად ელოდებოდნენ: "სოფლელებს", რომლებსაც ზედიზედ ექვსი თამაში ჰქონდათ წაგებული, ვერც ახალმა მწვრთნელმა მოაგებინა, თუმცა ჯოჯოხეთური სერია შეწყდა - "ჰოფემ" მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" უგოლო ფრე გაახერხა.

0:0 დასრულდა "მაინცისა" და "ფრაიბურგის" პრინციპული ჯახიც.

გერმანია. ბუნდესლიგა. XVIII ტური

VideoSportall.Ge
შალკე - ჰანოვერი 5:4


შალკე-ჰანოვერი 5:4

გოლები: 1:0 ფარფანი (44), 2:0 დრაქსლერი (49), 2:1 და სილვა პინტუ (55), 2:2 ჰუშტი (59), 3:2 ჰიოგერი (64), 4:2 მარიკა (67), 4:3 ჰუშტი (68), 5:3 ჰოლტბი (88), 5:4 მ. დიუფი (92)
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, ფუხსი - ჰიოგერი (73. კოლასინაცი), ნოიშტედტერი - ფარფანი, ჰოლტბი (91. რაფაელი), დრაქსლერი (77. ბარნეტა) - მარიკა.
ჰანოვერი (4-2-3-1): ცილერი - ჩაჰედი, ეგიმანი, ჯურუ, რაუში - შმიდებახი (86. კადა), და სილვა პინტუ (77. ჰოფმანი) - შლაუდრაფი, ჰუშტი - მ. დიუფი, ზობიხი (71. აბდელაუ).
გაფრთხილება: ჰოლტბი, მარიკა, უჩიდა, ჰიოვედესი - და სილვა პინტუ, ჯურუ, ზობიხი, რაუში
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 14(8)-9(4); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 60 811

ბაიერნი-ფიურტი 2:0
გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (26), 2:0 მანჯუკიჩი (61)
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი (70. რობენი), კროოსი (70. შაჩირი), რიბერი - მანჯუკიჩი (85. გომესი).
ფიურტი (4-2-3-1): ჰესლი - მ. ციმერმანი, კლაინე, სობიეხი, ბაბა - პეკოვიჩი, ფიურშტნერი - სარარერი (87. კლაუსი), პეცოსი, შტიბერი (90. პარკი) - ნიოთე (67. აზემი).
გაფრთხილება: ხავი მარტინესი - ბაბა
კუთხური: 17-0; ჯარიმა: 12-10; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 22(5)-5(1); ბურთის ფლობა: 77%-23%.
მაყურებელი: 71 000

ლევერკუზენი-აინტრახტი 3:1
გოლები: 1:0 ბიონიში (31), 2:0 კისლინგი (33), 3:0 შიურლე (58), 3:1 მაიერი (78)
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - კარვახალი, ვოლშაიდი, ტოპრაკი, ბიონიში - რაინარტცი - ლ. ბენდერი, როლფესი - კასტრო (92. ჰოსოგაი), შიურლე (83. ჰეგელერი) - კისლინგი (89. სემი).
აინტრახტი (4-2-2-2): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო (73. სამბრანო), რუსი, ოჩიპკა - შვეგლერი, როდე - აიგნერი, ინუი (83. კიტელი) - მატმური (62. ოუშენი), მაიერი.
გაფრთხილება: ბიონიში - სამბრანო, რუსი
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 21-15; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 22(6)-11(1); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 28 767

ვოლფსბურგი-შტუტგარტი 2:0
გოლები: 1:0 დიეგო (51), 2:0 მადლუნგი (67)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ფაგნერი, მადლუნგი, კიაერი, მ. შეფერი - ტრეში (68. ჰასებე), პოლაკი - პერიშიჩი (75. კალენბერგი), დიეგო, როდრიგესი (46. დოსტი) - ოლიჩი.
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - რიუდიგერი, ტასკი, ნიდერმაიერი, მოლინარო - გენტნერი, კუჟმანოვიჩი (76. ჰოლცჰოიზერი) - ჰარნიკი, ჰაინალი (68. დიდავი), ტრაორე (85. ს. ბენიამინა) - ოკაზაკი.
გაფრთხილება: ნიდერმაიერი, რიუდიგერი
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 17-11; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 7(2)-21(5); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 24 125

ჰოფენჰაიმი-ბორუსია (მ) 0:0
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): ვიზე - ბეკი, დელპიერი, ვესტერგაარდი, ჯონსონი - ვაისი, სალიჰოვიჩი (36. ვილიამსი) - რობერტო ფირმინიო (73. გრიფო), ვოლანდი, უსამი - დერდიოკი (83. ხოსელუ).
ბორუსია /მ/ (4-1-4-1): ტერ შტეგენი - იანჩკე, ბრუვერსი, ალვარო დომინგესი, ვენდტი - მარქსი - ჰერმანი (91. რუპი), ჩიგერჩი, ნორდტვეიტი, არანგო - ლ. დე იონგი (77. მლაპა).
გაფრთხილება: ვესტერგაარდი, ვაისი, უსამი - ბრუვერსი, ჰერმანი
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 11-18; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 17(3)-12(1); ბურთის ფლობა: 29%-71%.
მაყურებელი: 26 750

მაინცი-ფრაიბურგი 0:0
მაინცი (4-2-3-1): ვეტკლო - პოსპეხი, სვენსონი, ნოვესკი, ჟუნიორ დიასი - პოლანსკი (68. მალი), ბაუმგარტლინგერი - ნ. მიულერი, ივანშიტცი (92. რისსე), მ. კალიჯური (68. შ. პარკერი) - სალაი.
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - ჰედესტადი, კრმასი, დიანიე (68. ჰიონი), ზორგი - შუსტერი, ფლუმი - შმიდი, დ. კალიჯური - გუედე (80. სანტინი), მ. კრუსე.
გაფრთხილება: ბაუმგარტლინგერი, სვენსონი - გუედე, კრმასი
გაძევება: შ. პარკერი (89. მაინცი)
კუთხური: 1-5; ჯარიმა: 16-22; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 7(3)-12(1); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 27 519

ვერდერი-ბორუსია (დ) 0:5
გოლები: 0:1 როისი (9), 0:2 გიოტცე (19), 0:3 ფელიპე სანტანა (48), 0:4 ლევანდოვსკი (81), 0:5 ბლაშჩიკოვსკი (85)
ვერდერი (4-1-2-3): მილიტცი - გებრე სელასიე, სოკრატისი, პრიოდლი (54. ილდირიმი), შმიტცი - იუნუზოვიჩი - ფრიტცი, ჰანტი - პეტერსენი (70. აკპალა), დე ბრუინი, ელია (78. იგნიოვსკი).
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, ფელიპე სანტანა, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი, კელი (84. ნ. შაჰინი) - როისი (71. ბლაშჩიკოვსკი), გიოტცე (76. ს. ბენდერი), გროსკროიტცი - ლევანდოვსკი.
გაფრთხილება: ფელიპე სანტანა, გიოტცე
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 17-11; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 8(3)-15(9); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 42 100

ნიურნბერგი-ჰამბურგი 1:1
გოლები: 0:1 რუდნევსი (70), 1:1 პეკჰარტი (75)
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ჩენდლერი (65. ფოილნერი), სიმონსი, კლოზე, პინოლა - კოენი, ბალიჩი - მაკი (68. ფრანტცი), გებჰარტი, ესვაინი (76. კიოტაკე) - პეკჰარტი.
ჰამბურგი (4-1-2-1-2): ადლერი - დიკმაიერი, მანსიენი (14. ბრუმა), ვესტერმანი, იანსენი - ბადელი - არსლანი (38. სკიელბრედი), აოგო - ვან დერ ვაარტი - სონი, რუდნევსი.
გაფრთხილება: კოენი, ფრანტცი - არსლანი, იანსენი, დიკმაიერი
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 10-20; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 8(3)-10(3); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 42 601

ფორტუნა-აუგსბურგი 2:3
გოლები: 0:1 მიოლდერსი (40), 0:2 კოო (45), 0:3 მიოლდერსი (71), 1:3 რაიზინგერი (73), 2:3 რაიზინგერი (91)
ფორტუნა (4-2-2-1-1): გიფერი - ლეველსი, ბოძეკი, ხუანანი, ვან დერ ბერგი - ო. ფინკი, ლამბერტცი (69. ომაე) - რაიზინგერი, ბელინგჰაუზენი (46. ტეშე) - ილსიო (46. დ. შაჰინი) - კრუსი.
აუგსბურგი (4-1-4-1): მანინგერი - ფიპლი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ბაიერი - კოო (92. ჰანი), მორავეკი, ჟი, ვერნერი (81. დე იონგი) - მიოლდერსი (78. იორლი).
გაფრთხილება: რაიზინგერი - კლავანი, ოსტრცოლეკი, ბაიერი, მიოლდერსი
კუთხური: 6-9; ჯარიმა: 9-25; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 15(4)-23(12); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 40 000

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge
ბომბარდირები: 13 - კისლინგი (ლევერკუზენი); 12 - ა. მაიერი (აინტრახტი); 11 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/), მანჯუკიჩი (ბაიერნი); 10 - იბიშევიჩი (შტუტგარტი); 9 - თ. მიულერი (ბაიერნი), სალაი (მაინცი).

მომდევნო ტური
25 იანვარი 
ბორუსია (დ)-ნიურნბერგი

26 იანვარი
ბორუსია (მ)-ფორტუნა, ჰანოვერი-ვოლფსბურგი, აუგსბურგი-შალკე, ფიურტი-მაინცი, აინტრახტი-ჰოფენჰაიმი, ფრაიბურგი-ლევერკუზენი.

27 იანვარი
ჰამბურგი-ვერდერი, შტუტგარტი-ბაიერნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. XVIII ტურის წინ: მიუნხენის "ბაიერნი" და დანარჩენები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული