პეპს ეს ბიჭები მოსწონს

AutoSharing Option
"დარწმუნებული ვარ, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელები ზაფხულში ხოსეპ გვარდიოლას 2-3 კარგ ფეხბურთელს უყიდიან," - თქვა ამას წინათ მიუნხენური გრანდის ყოფილმა მწვრთნელმა ოტმარ ჰიტცფელდმა და იქვე დასძინა, "ბაიერნს" გაძლიერება, პირველ რიგში, დაცვაში სჭირდებაო.

ცნობილია, რომ გვარდიოლას დიდი ხანია მოსწონს სამი ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი, რომელთაგან არცერთი არ თამაშობს "ბარსელონაში". პეპს თავის დროზე ძალიან უნდოდა სან სებასტიანის "რეალ სოსიედადის" მცველის, 21 წლის ინიგო მარტინესის კატალონიურ გრანდში გადაყვანა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა.

"ბაიერნის" ხელმძღვანელებმა წინა ზაფხულში ხავი მარტინესი გადაიბირეს და თუ ინიგო მარტინესის ტრანსფერზეც სერიოზულად
იმუშავებენ, დიდი შანსია, რომ პეპს მისთვის სასურველი მცველი მიუნხენში მიჰგვარონ.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, გვარდიოლას "ბაიერნისთვის" "მალაგას" 20 წლის შემტევი ნახევარმცველი ისკოც ძალიან მოსწონს და ასევე, ბილბაოელი იკერ მუნიანის (20) გადაბირებაც უნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ბაიერნი": ვინ იქნება პეპის ასისტენტი?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული