ფედერიკო მაკედა შტუტგარტშია!

AutoSharing Option
იანვარში "შტუტგარტის" ხელმძღვანელები კარგად მუშაობენ:

ხუთ წამყვან ფეხბურთელს კონტრაქტები გაუგრძელეს, ახალ ხელშეკრულებაზე მთავარ მწვრთნელ ბრუნო ლაბადიასთანაც შეთანხმდნენ, ხოლო 24 იანვარს უმთავრესი სურვილიც შეისრულეს და ახალი თავდამსხმელი გადაიბირეს:

შვაბებმა "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 21 წლის იტალიელი ცენტრფორვარდი ფედერიკო მაკედა სეზონის ბოლომდე ინათხოვრეს.

შტუტგარტელთა სპორტულ დირექტორ ფრედი ბობიჩს სხვა კანდიდატებიც ჰყავდა, რომელთაგან უპირველესი "ტიხუანას" 26 წლის ფორვარდი დუვიერ რიასკოსი გახლდათ, რომლის ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა.

ამის შემდეგ ბობიჩი სამ ცენტრფორვარდს უმიზნებდა - მაკედასთან ერთად, ის ტომერ ჰემედით (25
წლის, "მალიორკა") და რობერტ აკვაფრესკათი (25 წლის, "ბოლონია") იყო დაინტერესებული, მაგრამ ყველაზე მეტად მაკედას გადაბირება უნდოდა, რაც შეძლო კიდეც.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, 21 წლის მაკედა პირადად ბრუნო ლაბადიას ფავორიტი გახლდათ. იტალიელმა "შტუტგარტში" 24 იანვარს ივარჯიშა, რის შემდეგაც მისი ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა - მაკედა შვაბენლანდურ კლუბში სეზონის ბოლომდე, არენდით ითამაშებს.

იტალიის 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს 2009 წლიდან დღემდე პრემიერლიგაში 22 მატჩი აქვს ჩატარებული (4 გოლი), ჩემპიონთა ლიგაში კი შვიდჯერ იასპარეზა (გოლი არ გაუტანია). მანჩესტერელებს მაკედა უკვე ჰყავდათ განათხოვრებული გენუის "სამპდორიასა" და "ქუინზ პარკ რეინჯერსში".

მაკედამ "შტუტგარტში" სამედიცინო შემოწმებაც 24 იანვარს გაიარა და 14-ნომრიანი მაისურა მიიღო. იტალიელს შვაბებში თანამემამულე კრისტიან მოლინარო დახვდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მაკედამ არჩევანი გააკეთა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული