იცნობდეთ: რანი ხედირა, სამის ძმა

AutoSharing Option
შესაძლოა, ჯერ კიდევ არ იცით და ახლა მაინც შეიტყობთ, რომ "შტუტგარტში" მადრიდის "რეალისა" და გერმანიის ნაკრების ვარსკვლავის, სამი ხედირას ძმა, რანი ხედირა ირიცხება და ისიც ნახევარმცველია.

კვირას რანი 19 წლის გახდა და დაბადების დღეზე შვაბენლანდური კლუბის ბოსებმა ბრწყინვალე საჩუქარი გაუკეთეს: ახალი პროფესიული კონტრაქტი გაუფორმეს, რომელსაც ვადა 2015 წლის ზაფხულამდე აქვს. შესაბამისად, ცხადია, რომ "შტუტგარტის" მთავარი მწვრთნელი ბრუნო ლაბადია და სპორტული დირექტორი ფრედი ბობიჩი ხედირას ძმაზე დიდ იმედებს ამყარებენ.

"დაბადების დღეზე კონტრაქტის გაფორმება საუკეთესო საჩუქარია, რამაც ძალიან გამახარა, - უთხრა რანიმ
"კიკერს", - დიდი ხანია, "შტუტგარტში" ვთამაშობ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში დავმკვიდრდე."

რანი ხედირა "შტუტგარტის" ძირითად გუნდთან ერთად შემოდგომის შემდეგ ვარჯიშობს და ლაბადიას ის შეკრებაზეც ჰყავდა წაყვანილი. როგორც ჩანს, რანიმ ბრუნოს თავი მოაწონა, თუმცა ბუნდესლიგაში მას ჯერ არ უთამაშია. სამაგიეროდ, 18-კაციან განაცხადში ერთხელ უკვე მოხვდა. მესამე ბუნდესლიგაში, "შტუტგარტის" მეორე გუნდში, მან 21-იდან 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა ("კიკერის" საშუალო შეფასება: 3.28), ნოემბრის შემდეგ კი გერმანიის 19-წლამდელთა ნაკრების წევრიცაა.

"რანიმ უდიდესი პროგრესი განიცადა და ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია. იმედი მაქვს, რომ პროგრესს გააგრძელებს და "შტუტგარტისთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება," - ეს ბობიჩის სიტყვებია.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო მსოფლიომ სამი ხედირაც "შტუტგარტიდან" გაიცნო. მას შვაბენლანდური კლუბის მაისურით ბუნდესლიგაში დებიუტი 19 წლისა და 6 თვის ასაკში ჰქონდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მილანი" სამი ხედირათი დაინტერესდა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ადამიანს მაინც გავს.
giorgi
13:40 29-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული