"ბორუსიას" პოლონური სუპერტრიო

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიამ" ბუნდესლიგის მეორე წრე შესანიშნავად დაიწყო, რაც სხვებთან ერთად, პირველ რიგში, დორტმუნდული კლუბის პოლონური ტრიოს დამსახურებაა.

24 წლის თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, 27 წლის მარჯვენა გარემარბი იაკუბ ბლაშჩიკოვსკი და მარჯვენა მცველი ლუკაშ პიშჩეკი (27) ბრწყინვალე ფორმაში არიან, რაც პარასკევს, "ნიურნბერგთან" 3:0-ზე მოგებულ მატჩშიც დამტკიცდა, რომელშიც "კუბამ" დუბლი შეასრულა, მესამე გოლი ლევანდოვსკიმ გაიტანა, პიშჩეკმა კი ერთი საგოლე პასი მიითვალა. საერთო ჯამში, მათ დორტმუნდის გოლების ორ მესამედზე მეტში აქვთ მონაწილეობა მიღებული.

იურგენ კლოპის გუნდს ბუნდესლიგაში სულ 43 გოლი აქვს გატანილი და აქედან
31 გოლში პოლონელი ფეხბურთელები უშუალოდ მონაწილეობდნენ. ლევანდოვსკი 12 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი და გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორია. მას მხოლოდ ლევერკუზენელი შტეფან კისლინგი უსწრებს, რომელსაც 13 გოლი აქვს გატანილი. ბლაშჩიკოვსკის უკვე 8 გოლი აქვს გატანილი და კლუბის ბომბარდირებში მეორეა, მარჯვენა მცველმა პიშჩეკმა კი ერთი გოლის გატანა მოასწრო (სამაგიეროდ, მას 7 საგოლე პასი აქვს).

ერთი სიტყვით, გამოდის, რომ 43 გოლიდან 21 პოლონელების ანგარიშზეა.

"ეს მართლაც შესანიშნავი მაჩვენებელია. რობერტი საგოლე მომენტებს იშვიათად აფუჭებს და ნიშანდობლივია, რომ ჩვენი გოლების აბსოლუტური უმრავლესობა მარჯვენა ფლანგიდან იქმნება, სადაც ბლაშჩიკოვსკი და პიშჩეკი ერთმანეთს იდეალურად უგებენ. ამ სამეულმა კლოპის ხელში უდიდესი პროგრესი განიცადა," - აცხადებს "დორტმუნდის" გენერალური მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. XIX ტურის შეჯამება: ასეთი დორტმუნდი უკვე საშიშია!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული