ლაკიჩმა ფრანკფურტში სამედიცინო შემოწმება ორშაბათს გაიარა. კლუბებმა გარიგება ოფიციალურად დაადასტურეს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "აინტრახტმა" "ვოლფსბურგისგან" ლაკიჩის სრულფასოვანი შესყიდვის უპირატესი უფლებაც მიიღო. შეგახსენებთ, რომ ფრანკფურტელები ცოტა ხნის წინ უსარგებლო თავდამსხმელებს, რობ ფრენდს (მიუნხენ 1860-ში გადავიდა) და დორგე კუემაას (გაზიანთეფში) გამოეთხოვნენ.
"ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი დამთავრდა და "აინტრახტის" ფეხბურთელი გავხდი. სატელეფონო საუბრებში ფრანკფურტელთა მწვრთნელმა არმინ ფეემ დამარწმუნა,
მას პირველი ბუნდესლიგის 68 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი, მეორე ბუნდესლიგაში კი, 49 შეხვედრაში - 19 გოლი. ლაკიჩი "აინტრახტში" 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"აინტრახტი" სრდიან ლაკიჩს უმიზნებს