ტრანსფერი: სრდიან ლაკიჩი ფრანკფურტშია

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, ფრანკფურტის "აინტრახტმა" "ვოლფსბურგიდან" თავდამსხმელი სრდიან ლაკიჩი გადაიბირა. 29 წლის ფორვარდი ფრანკფურტულ კლუბში ერთწლიანი იჯარით გადავიდა და "აინტრახტში" 2014 წლის ბოლომდე დარჩება.

ლაკიჩმა ფრანკფურტში სამედიცინო შემოწმება ორშაბათს გაიარა.  კლუბებმა გარიგება ოფიციალურად დაადასტურეს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "აინტრახტმა" "ვოლფსბურგისგან" ლაკიჩის სრულფასოვანი შესყიდვის უპირატესი უფლებაც მიიღო. შეგახსენებთ, რომ ფრანკფურტელები ცოტა ხნის წინ უსარგებლო თავდამსხმელებს, რობ ფრენდს (მიუნხენ 1860-ში გადავიდა) და დორგე კუემაას (გაზიანთეფში) გამოეთხოვნენ.

"ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი დამთავრდა და "აინტრახტის" ფეხბურთელი გავხდი. სატელეფონო საუბრებში ფრანკფურტელთა მწვრთნელმა არმინ ფეემ დამარწმუნა,
რომ ძალიან ვჭირდებოდი და მას მერე ტრანსფერზე მუშაობის დასრულებას მოუთმენლად ველოდი,"
- უთხრა ლაკიჩმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

მას პირველი ბუნდესლიგის 68 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი, მეორე ბუნდესლიგაში კი, 49 შეხვედრაში - 19 გოლი. ლაკიჩი "აინტრახტში" 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"აინტრახტი" სრდიან ლაკიჩს უმიზნებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული