"წითლები" მეორებუნდესლიგური "ბოხუმის" უნიჭიერეს ნახევარმცველს, 17 წლის ლეონ გორეტცკას უმიზნებენ, რომელიც გერმანიის 17-წლამდელთა ნაკრების ლიდერია.
"დიახ, ძალიან გვინდა, რომ გორეტცკამ კარიერა ჩვენთან გააგრძელოს," - უთხრა "ჰანოვერის" მენეჯერმა იორგ შმადტკემ "ბილდს" და მისი ზრახვების შესახებ "ბოხუმის" შეფებმაც ყველაფერი იციან.
ლეონ გორეტცკას მიმდინარე სეზონში ალექსანდრე იაშვილისა და ნიკოლოზ გელაშვილის "ბოხუმში" 21 მატჩი აქვს ჩატარებული და ორი გოლის გატანა შეძლო (6 პასი). ლეონი
ცნობილია, რომ გორეტცკაზე სერიოზულად ფიქრობენ მიუნხენის "ბაიერნში", დორტმუნდის "ბორუსიაში", "ბარსელონაში", "არსენალში", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და მილანის "ინტერშიც". 17 წლის ტალანტს "ბოხუმთან" კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბრაზილიური აფიორა: "ჰანოვერის" ახალწვეული ფრანკა ოფიციალურ სიმაღლეზე 9 სანტიმეტრით დაბალი აღმოჩნდა