"ბაიერში" ხელი ჩაიქნიეს

AutoSharing Option
ლევერკუზენის "ბაიერი" ბუნდესლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ "ბაიერნს" 11 ქულით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ "ფარმაცევტებს" ჩემპიონობის მხოლოდ თეორიული შანსი აქვთ.

კვირას ლევერკუზენში დორტმუნდის "ბორუსია" ჩადის - გუნდი, რომელსაც საფეხბურთო გერმანია "ლევერკუზენზე" მეტად უწინასწარმეტყველებს "ბაიერნისთვის" კონკურენციის გაწევას და სწორედ ამ მატჩის წინ გამოაცხადეს ლევერკუზენელებმა, რომ ნებდებიან.

"ბაიერნი" დღეისათვის "ბარსელონაზე" არანაკლებ ძლიერი გუნდია, რეკორდმაისტერი სხვა ლიგაში თამაშობს". გერმანიის ჩემპიონობაზე არც კი ვფიქრობთ, რადგან 11-ქულიანი ჩამორჩენა ძალიან ბევრია მაშინ, როცა ლიდერი "ბაიერნია". ჩვენ საკუთარ მიზნებზე უნდა ვიფიქროთ, ჩემპიონთა ლიგის საგზური უნდა მოვიპოვოთ," - აცხადებს "ლევერკუზენის" სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი.

ამრიგად, "რუხი მგლის" აზრით, მე-20 ტურის ცენტრალურ მატჩში, რომელშიც მეორეადგილოსანი "ბაიერი" მესამეადგილოსან "დორტმუნდს" შეხვდება, საქმე არა "ბაიერნის" დევნას, არამედ ჩემპიონთა ლიგის საგზურს უფრო ეხება. ფიოლერი მიიჩნევს, რომ ეს შეხვედრა რეალურად მეორე ადგილისთვის ბრძოლაა.

ფიოლერი "დორტმუნდსაც" უფრთხის: "ბორუსიამ" მეორე წრის პირველ ორ მატჩში 8 გოლი გაიტანა და ფაქტია, რომ პროგრესირებს. პირველი წრის მატჩი ძალიან ცუდად მახსოვს - ჩვენ ხომ 0:3 წავაგეთ."

ერთი სიტყვით, "ლევერკუზენში" ტრადიციულად მოკრძალებულები არიან და აბა, გაიხსენეთ, ბოლოს როდის ჰქონდა ამ კლუბს დიდი ამბიციები?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გაუპარსავი რუხი მგელი - ინტერვიუ რუდი ფიოლერთან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული