"შტუტგარტი": როგორც იქნა, ლაბადიამაც გააფორმა!

AutoSharing Option
ხანგრძლივი მითქმა-მოთქმისა და მოლაპარაკებების შემდეგ "შტუტგარტის" მთავარმა მწვრთნელმა ბრუნო ლაბადიამ შვაბენლანდურ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა - 46 წლის სპეციალისტი "შტუტგარტს" 2015 წლამდე გაწვრთნის.

"მას მერე, რაც აქ მუშაობა დავიწყე, ბევრი რამ გადავიტანეთ. ვხვდები, რომ "შტუტგარტში" თავი ჯერ არ ამომიწურავს და გადავწყვიტე, ეს გზა გავაგრძელო. "შტუტგარტმა" ისეთი ფეხბურთი უნდა ითამაშოს, რომ ფანები ბედნიერები იყვნენ. იმედი მაქვს, რომ ახალი კონტრაქტის ამოწურვამდე ბევრ რამეს მივაღწევთ," - უთხრა ლაბადიამ ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

მიუხედავად იმისა, რომ ლაბადიას ხელში "შტუტგარტი", მაქსიმუმ, ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვის ხოლმე, ლაბადიას
მუშაობით გუნდის მენეჯერი ფრედი ბობიჩიც კმაყოფილია და ბრუნოს ნდობას უცხადებს. ფრედის ლაბადიასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება აუცილებლად იანვარშივე სურდა და მიზანს მიაღწია კიდეც.

კუჟმანოვიჩი ინტერში მიდის
სამაგიეროდ, "შტუტგარტიდან" მიდის სერბი საყრდენი ნახევარმცველი ზდრავკო კუჟმანოვიჩი, რომელსაც ლაბადია იშვიათად ათამაშებდა ხოლმე, რის გამოც 25 წლის კუჟმანოვიჩს გუნდიდან წასვლა ჯერ კიდევ ზაფხულშიც სურდა. შვაბებმა 30 იანვარს გაზეთ "შტუტგარტერ ნახრიხთენს" დაუდასტურეს, რომ ზდრავკო კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.

Sportall.Ge

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, მილანელები შტუტგარტელებს მილიონ ევროს გადაუხდიან.

შეგახსენებთ, რომ კუჟმანოვიჩს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გაყიდვა იანვარში შვაბებისთვის ამ ტრანსფერიდან ხეირის ნახვის ბოლო შანსი გახლდათ. "შტუტგარტმა" კუჟმანოვიჩი 2009 წელს ფლორენციის "ფიორენტინადან" 8 მილიონ ევროდ შეიძინა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. XIX ტური: "შტუტგარტმა" "ბაიერნს" სამი ქულა აჩუქა! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული