"ჰოფენჰაიმმა" იგორი გამოთხარა

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მე-19 ტურის შემდეგ "ჰოფენჰაიმი" მე-17 ადგილამდე ჩამოქვეითდა და "სოფლელების" ხელმძღვანელები მიხვდნენ, რომ სასწრაფოდ გუნდის გაძლიერება იყო საჭირო.

"ჰოფეს", პირველ რიგში, კარგი თავდამსხმელი სჭირდებოდა და ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ ბოსებმა არჩევანი მიონხეგლადბახის "ბორუსიაში" დაწუნებულ იგორ დე კამარგოზე შეაჩერეს. არადა, საუბრები რამდენიმე უფრო სახელოვან თავდამსხმელზე იყო - მათ შორის კარვალიო ამაურიზეც.

29 წლის დე კამარგოს ტრანსფერი ჰოფენჰაიმელებმა 30 იანვარს დაადასტურეს - ბელგიელი მარკო კურცის გუნდში სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით ითამაშებს და თუ კრაიხგაუელები პირველ ბუნ
დესლიგაში ადგილს შეინარჩუნებენ, ზაფხულში იგორს სრულფასოვნად გამოისყიდიან.

"იგორ დე კამარგო ბუნდესლიგაში გამოცდილი თავდამსხმელია და იმედი მაქვს, რომ ჩვენს წინა ხაზს მნიშვნელოვნად გააძლიერებს," - განაცხადა "ჰოფეს" მენეჯერმა ანდრეას მიულერმა და იქვე დასძინა, ამაურისთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ჩვენ კი სასწრაფოდ უნდა გვემოქმედაო.

დე კამარგო "გლადბახში" 2010 წელს, ლიეჟის "სტანდარდიდან" გადავიდა და მას მერე ამ გუნდის ფორმით ბუნდესლიგის 58 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში მიონხენგლადბახელთა თავკაცი ლუსიენ ფავრი მას ძალიან იშვიათად ათამაშებდა და იგორმა "გლადბახიდან" წასვლა სწორედ ამიტომ მოისურვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარკო კურცი "ჰოფენჰაიმის" თავკაცად დაინიშნა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული