ბასტოსი "შალკეში" ცხრიანი იქნება!

AutoSharing Option
მაშ ასე, კიევის "დინამოდან" რაფაელის გადაბირების შემდეგ "შალკემ" ზამთრის სატრანსფერო სეზონის მიწურულს კიდევ ერთი ბრაზილიელი დაიმატა:

გარემარბი მიშელ ბასტოსი, რომელიც გელზენკირხენში "ლიონიდან" გადავიდა და "შალკეში" იჯარის წესით 2014 წლის ივნისამდე ითამაშებს. ამასთან, "შალკემ" 29 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის სრულფასოვანი შესყიდვის უპირატესი უფლებაც მიიღო - თუკი ბასტოსი გელზენკირხენულ კლუბში კარგად ათამაშდება, "შალკეს" მისი კონტრაქტის გამოსყიდვა მომავალ ზაფხულსვე შეეძლება.

"მიშელ ბასტოსი საერთაშორისო დონეზე გამოცდილი, ძალიან კარგი ფეხბურთელია და ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ჩვენს გუნდს გააძლიერებს. მიხარია, რომ ეს ტრანსფერი გავჩარხეთ. რაც მთავარია,
მას ჩემპიონთა ლიგაშიც შეუძლია თამაში,"
- უთხრა "კიკერს" "შალკეს" მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა.

შეგახსენებთ, რომ ბასტოსს ბრაზილიის ნაკრებში 10 მატჩი აქვს ჩატარებული და 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე "სელესაოს" წევრი გახლდათ. "ლიონში" ის "ლილიდან" გადავიდა, სადაც საფრანგეთის ჩემპიონატის 98 მატჩში 25 გოლი ჰქონდა გატანილი. "ლიონის" ფორმით მან ასევე 98 მატჩი ჩაატარა (26 გოლი). მიმდინარე სეზონში ბასტოსმა 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაში კი საერთო ჯამში 26 თამაში აქვს ჩატარებული.

მარიკა დაშავდა
ბასტოსი, რომელმაც ცხრანომრიანი მაისურა მიიღო, "შალკეს" 30 იანვარს შეუერთდა და ბუნდესლიგის მომდევნო ტურში, "ფიურტთან" აუცილებლად ითამაშებს.

სამაგიეროდ, გელზენკირხენელებს ჩიპრიან მარიკა გამოაკლდათ - 27 წლის რუმინელი ფორვარდი დაშავდა და იენს კელერის გუნდს, სავარაუდოდ, თვენახევრის მანძილზე ვეღარ დაეხმარება. მარიკას ტრავმა "შალკესთვის" იმას ნიშნავს, რომ 22
წლის ფინელი ცენტრფორვარდი ტეემუ პუკი გელზენკირხენში დარჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბასტოსი და ბრიანი მიდიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული