მიზეზი: ეს სულ სხვა, ძალიან დამშეული "ბაიერნია" და ამ "ბაიერნისთვის" ქულების წართმევა ძალიან ძნელია.
მოკლედ, ბავარიელებმა შაბათს მაინცში იოლად, 3:0 გაიმარჯვეს და ტურის ცენტრალური მატჩის მონაწილეებს ("ლევერკუზენი" დორტმუნდის "ბორუსიას" კვირას მასპინძლობდა) მხოლოდ მეორე ადგილისთვის ბრძოლის ინტრიგა შეაჩეჩეს.
16 მოგება 20 ტურის შემდეგ - გერმანიის საფეხბურთო კავშირს თამამად შეუძლია "ვერცხლის სინის" მიუნხენში
აღსანიშნავია, რომ "ბაიერნს" მიმდინარე სეზონში სტუმრად მხოლოდ ერთი გოლი აქვს გაშვებული (ნიურნბერგში) და ბავარიელებმა მაინცშიც ნული შეინარჩუნეს. თუმცა აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ გატანა თვითონაც დააგვიანდათ - თომას მიულერმა ანგარიში მხოლოდ 41-ე წუთზე გახსნა და ეს მისთვის ამ სეზონში მე-11 გოლი გახლდათ, რითაც თომასი "ბაიერნის" გოლეადორებში მეორე ადგილზეა.
პირველზე კი კვლავ ხორვატი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი გახლავთ, რომელიც სეხნია გომესს "ახლოსაც აღარ იკარებს" - "მაინცს" მეორე და მესამე გოლები სწორედ მანჯუკიჩმა გაუტანა და აქტივი 14-მდე გაზარდა. ეს ხორვატის მესამე დუბლია ამ სეზონში.
Video
მაინცი - ბაიერნი 0:3
მაინცი - ბაიერნი 0:3
ამრიგად, "ბაიერნი" ბუნდესლიგას კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს - 51 გოლით და 51 ქულით.
გომესის დარად, მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ძირითადში კვლავ არ გაამწესა არიენ რობენიც და საერთოდ, "დონ იუპმა" ზედიზედ მესამედ ათამაშა შეუცვლელი თერთმეტეული და ზედიზედ მესამედ მოიგო.
აქვე ბავარიელთა მორიგი რეკორდებიც: 20 ტურის შემდეგ ბუნდესლიგაში აქამდე არც ერთ გუნდს არ ჰქონია 51 ქულა და ბურთების შეფარდების ასეთი (+44) მაჩვენებელი; 20 ტურის შემდეგ სხვა არც ერთ გუნდს არ ჰქონია სტუმრად 9 მოგება და 1 ფრე.
"პირველ ტაიმსაც არა უშავდა, მაგრამ განსაკუთრებით კარგად მეორე ნახევარში ვითამაშეთ. მარიო მანჯუკიჩის გოლები საფეხბურთო დელიკატესებად მიმაჩნია.
ახლა შეგვიძლია, დივანზე წამოვგორდეთ და "ლევერკუზენ"-"დორტმუნდს" მშვიდად ვუყუროთ," - თქვა მატჩის შემდეგ "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.
დორტმუნდმა ლევერკუზენში მოიგო და მეორეა!
რუმენიგე და კომპანია ტურის ცენტრალურ მატჩს მართლაც მშვიდად უყურებდნენ; აი, ფეხბურთის ისეთი ქომაგები კი, რომლებიც ბუნდესლიგაში "ბაიერნს" არ გულშემატკივრობენ, "ლევერკუზენისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" ჯახს თვალს მშვიდად ნაღდად ვერ მიადევნებდნენ, რადგან, როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე და მესამეადგილოსნის დუელი ძალიან დაძაბული, დრამატული და ემოციური გამოვიდა.
დორტმუნდელები ამ უმნიშვნელოვანესი მატჩის მოგებას, პირველ რიგში, პოლონელ თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის უნდა უმადლოდნენ - მართალია, მან მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ დანარჩენ ორში გადამწყვეტი მონაწილეობა მიიღო.
იურგენ კლოპის გუნდი მე-9 წუთისთვის უკვე 2:0-ს იგებდა - ანგარიში როისმა ლევანდოვსკის პასით გახსნა, მერე კი, რობერტის მიერ მოპოვებული პენალტი ბლაშჩიკოვსკიმ გარდასახა.
ლევერკუზენელებმა პირველ ტაიმში ვერაფერი მოახერხეს - ერთადერთი რეალური მომენტი შიურლემ ტაიმის მიწურულს გააფუჭა.
მეორე ტაიმი "ბაიერმა" აქტიურად და შედეგიანად დაიწყო - საყრდენმა შტეფან რაინარტცმა 4 წუთში დუბლი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. მაგრამ ლევერკუზენელებს მისი მეორე გოლის ზეიმი ხეირიანად არც კი დაემთავრებინათ, რომ ლევანდოვსკიმ "ბორუსია" ისევ დააწინაურა (პოლონელის მე-13 გოლი).
70-ე წუთზე "კუბამ" პენალტი ვეღარ გამოიყენა, რის შემდეგაც "დორტმუნდმა" ემოციური მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა. ასე რომ: სამი თამაში, სამი მოგება, 9 ქულა და 11 გოლი - მეორე წრეში "დორტმუნდი" "ბაიერნს" ტოლს არ უდებს და რეკორდმაისტერის კრიზისს ელოდება...
Video
ლევერკუზენი - დორტმუნდი 2:3
ლევერკუზენი - დორტმუნდი 2:3
ტურის სენსაცია: შალკეს ბასტოსმაც ვერ უშველა!
ბოლოადგილოსან "ფიურტს" ამ სეზონში აქამდე მხოლოდ ერთი მატჩი ჰქონდა მოგებული და ისიც სტუმრად, სეზონის დასაწყისში და მეორე შაბათს მოიგო - ასევე სტუმრად, ოღონდ უკვე გელზენკირხენში! შესაბამისად, ამას ერთ ჩვეულებრივ სენსაციასაც ვერ ვუწოდებთ.
ფაქტია, რომ იენს კელერი არ არის ის მწვრთნელი, რომელმაც "შალკეს" რაღაც მაინც უნდა შეაძლებინოს და ამ სეზონში არც "შალკე" ჰგავს ისეთ გუნდს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.
გელზენკირხენელებმა იანვრის მიწურულს "ლიონიდან" მიშელ ბასტოსი დაიმატეს. ეს უკანასკნელი შაბათს პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და გოლიც გაიტანა (ანგარიში სწორედ ბრაზილიელმა გახსნა), მაგრამ ექსშალკელი მაიკ ბიუსკენსის შეგირდებმა წონასწორობა ძალიან მალე აღადგინეს, მერე კი, უფრო სწორად, სულ ბოლოს, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ფიურტელთა ახალმა იმედმა ჯურჯიჩმა ბიუსკენსის გუნდისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გოლი გაიტანა.
შედეგად 1:2, რომლის პროგნოზირება მხოლოდ იმ შემთხვევის გათვალისწინებით შეიძლებოდა, რომ ბიუსკენსი ძირძველი შალკელია...
Video
შალკე - ფიურტი 1:2
შალკე - ფიურტი 1:2
შტუტგარტი დიუსელდორფში დაეცა, ფრაიბურგი - ჰოფენჰაიმში
ზოგადად, ეს აშკარად სუსტი გუნდების ტური იყო. თავად განსაჯეთ: მაჩანჩალა სამეულიდან ორმა მოიგო და ერთმა ფრე ითამაშა.
გაიმარჯვა დიუსელდორფის "ფორტუნამაც", რომელმაც "შტუტგარტი" გაამწარა. თანაც, ეს მას მერე მოხდა, რაც შვაბთა მწვრთნელმა ბრუნო ლაბადიამ ბოლოს და ბოლოს ახალი კონტრაქტი გააფორმა.
რაც შეეხება იმ "სამეულის" ვაჟკაცობას - "ფიურტის" არ იყოს, საკმაოდ მოულოდნელი იყო "ჰოფენჰაიმის" გამარჯვება "ფრაიბურგთან". სხვა დროს ეს შედეგი მოულოდნელად არ ჩაითვლებოდა, მაგრამ ამ სეზონში "ფრაი" ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც დაცვის ხაზი ჰყავს განსაკუთრებით ძლიერი, მაგრამ როგორც ჩანს, "ჰოფენჰაიმიც" დალაგდა. ყოველ შემთხვევაში, ტიმ ვიზეს დეგრადირება და "ტოტენჰემიდან" ეურელიო გომეშის ტრანსფერი "სოფლელებს" აშკარად წაადგათ.
გომეშმა თავის სადებიუტო მატჩში "ჰოფეს" კარი კარგად დაიცვა. ფრაიბურგელები მაქს კრუსეს გოლით იგებდნენ, რაშიც გომეშს ბრალი არ მიუძღვის, მაგრამ კევინ ვოლანდმა თამაში "ჰოფეს" სასარგებლოდ პირველივე ტაიმში შეატრიალა.
ამრიგად, ჰოფენჰაიმელებმა მე-10 ტურის შემდეგ პირველი თამაში მოიგეს და "აუგსბურგს" ისევ გადაასწრეს.
თავის მხრივ, "აუგსბურგმა" სარელეგაზიო მე-16 ადგილი კი დაკარგა, მაგრამ "ვოლფსბურგიდან" უმნიშვნელოვანესი ქულა წაიღო. "მგლები" ნალდოს გოლით იგებდნენ, მაგრამ იან მორავეკმა წონასწორობა ორ წუთში აღადგინა და ვოლფსბურგელებმა მეორე გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს, რაც პირადად აუგსბურგელთა ვეტერანის, 35 წლის მეკარე ალექს მანინგერის დამსახურებაა.
ლაკიჩმა ჰამბურგი ააფეთქა
ფრანკფურტის "აინტრახტი" სენსაციურ სვლას აგრძელებს! არმინ ფეეს ბიჭებმა შაბათის საღამოს მატჩში ჰამბურგში 2:0 გაიმარჯვეს და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყარეს.
რაკი კონკურენტები "ფრაიბურგი", "მაინცი" და "შალკე" დამარცხდნენ, მეოთხეადგილოსანი "აინტრახტი" უახლოეს მდევარ "მაინცს" 6 ქულით უსწრებს. მატჩის გმირი კი ფრანკფურტელთა ახალწვეული სრდიან ლაკიჩი გახდა, რომელიც ფეეს გუნდში "ვოლფსბურგიდან" ახლახან გადაბარგდა - ორივე გოლი მის ანგარიშზეა.
ბუნდესლიგა. XX ტური
ვერდერი-ჰანოვერი 2:0
გოლები: 1:0 პეტერსენი (85), 2:0 პეტერსენი (88)
ვერდერი (4-1-4-1): მილიტცი - იგნიოვსკი, ლუკიმია, სოკრატისი, შმიტცი - იუნუზოვიჩი - ელია (89. პრიოდლი), დე ბრუინი, ჰანტი, ექიჩი (74. იოზ. ილდირიმი) - პეტერსენი (91. პეტერსენი).
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩაჰედი, ჰაგი, ჯურუ, პანდერი - შმიდებახი (87. ზობიხი), და სილვა პინტუ - შლაუდრაფი (79. კადა), ჰუშტი - აბდელაუ (40. რაუში), მ. დიუფი.
გაფრთხილება: ჩაჰედი, ჯურუ, კადა
კუთხური: 10-0; ჯარიმა: 10-9; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 30(14)-6(3); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 41 600
შალკე-ფიურტი 1:2
გოლები: 1:0 მიშელ ბასტოსი (47), 1:1 კლაუსი (52), 1:2 ჯურჯიჩი (92)
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, ფუხსი - ჯონსი (82. პუკი), ნოიშტედტერი - ფარფანი, დრაქსლერი (67. რაფაელი), მიშელ ბასტოსი - ჰუნტელაარი.
ფიურტი (4-2-2-2): ჰესლი - მ. ციმერმანი, სობიხი, მავრაი, ბაბა - ვარგა, პეკოვიჩი (69. ნერიგი) - კლაუსი (72. სარარერი), შტიბერი - ასამოა (84. აზემი), ჯურჯიჩი.
გაფრთხილება: ფუხსი - სობიხი, ვარგა, პეკოვიჩი, ჯურჯიჩი
კუთხური: 10-1; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 25(4)-9(5); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 60 693
ვოლფსბურგი-აუგსბურგი 1:1
გოლები: 1:0 ნალდო (23), 1:1 მორავეკი (25)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ფაგნერი, ნალდო, მადლუნგი, მ. შეფერი - ტრეში (83. კალენბერგი), პოლაკი (67. ჰასებე) - ვიეირინია, დიეგო, პერიშიჩი - დოსტი (67. ოლიჩი).
აუგსბურგი (4-1-4-1): მანინგერი - ფიპლი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ბაიერი - კოო, მორავეკი, ჟი (88. ჰანი), ვერნერი (46. ფოგტი) - მიოლდერსი (82. იორლი).
გაფრთხილება: დიეგო, ფაგნერი - ვერნერი, ბაიერი, ოსტრცოლეკი
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 10(6)-10(4); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 22 257
ჰოფენჰაიმი-ფრაიბურგი 2:1
გოლები: 0:1 მ. კრუსე (4), 1:1 ვოლანდი (10), 2:1 ვოლანდი (27)
ჰოფენჰაიმი (4-2-2-1-1): გომეში - ბეკი, აბრაამი, დელპიერი, ჯონსონი - ვაისი (75. ვილიამსი), პოლანსკი - რობერტო ფირმინიო (83. ოხსი), უსამი - ვოლანდი - დე კამარგო (70. დერდიოკი).
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - ჰედენსტადი, კრმასი, დიანიე, ზორგი - შუსტერი, ფლუმი - შმიდი (76. მაკიადი), დ. კალიჯური - როზენტალი (83. იენდრიშეკი), მ. კრუსე.
გაფრთხილება: ბეკი, პოლანსკი, რობერტო ფირმინიო - ჰედენსტადი, შუსტერი
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 23-15; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 9(3)-9(5); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 24 000
მაინცი-ბაიერნი 0:3
გოლები: 0:1 თ. მიულერი (41), 0:2 მანჯუკიჩი (50), 0:3 მანჯუკიჩი (57)
მაინცი (4-4-1-1): ვეტკლო - პოსპეხი, კირხჰოფი, ნოვესკი, ზაბავნიკი - ნ. მიულერი, ბაუმგარტლინგერი, სოტო (62. ზიმლინგი), მალი (46. რისსე) - ივანშიტცი - შ. პარკერი (84. მ. კალიჯური).
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, კროოსი (82. ლუის გუსტავო), რიბერი (76. რობენი) - მანჯუკიჩი (76. გომესი).
გაფრთხილება: ზაბავნიკი, ნ. მიულერი, რისსე
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 15-10; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 10(0)-10(6); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 34 000
ფორტუნა-შტუტგარტი 3:1
გოლები: 1:0 კრუსი (10), 2:0 კრუსი (37), 2:1 გენტნერი (60), 3:1 ო. ფინკი (76)
ფორტუნა (4-2-2-1-1): გიფერი - ბალოგუნი, ლატკა, მალეზასი, ვან დერ ბერგი - ბოძეკი, ტეშე - კრუსი (90. ბელინგჰაუზენი), ლამბერტცი - ილსიო (67. ო. ფინკი) - რაიზინგერი (80. დ. შაჰინი).
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - გ. საკაი, ტასკი, ფელიპე, მოლინარო - კვისტი, გენტნერი - ჰოლცჰოიზერი (46. მაკედა), ჰაინალი (46. ტრაორე), თორუნი (71. ოკაზაკი) - იბიშევიჩი.
გაფრთხილება: მალეზასი, კრუსი - გ. საკაი, კვისტი, ფელიპე
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 13-18; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 12(5)-7(4); ბურთის ფლობა: 29%-71%.
მაყურებელი: 44 153
ჰამბურგი-აინტრახტი 0:2
გოლები: 0:1 ლაკიჩი (22), 0:2 ლაკიჩი (36)
ჰამბურგი (4-1-2-1-2): ადლერი - დიკმაიერი, ბრუმა, ვესტერმანი, იანსენი - ბადელი (46. ბაისტერი) - არსლანი (46. რინკონი), აოგო (78. ბერგი) - ვან დერ ვაარტი - რუდნევსი, სონი.
აინტრახტი (4-2-2-1-1): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, ანდერსონი, ოჩიპკა - შვეგლერი, როდე - აიგნერი (90. ჩელოცი), ინუი (87. რუსი) - მაიერი - ლაკიჩი (83. მატმური).
გაფრთხილება: ბადელი, რუდნევსი, ბრუმა - მატმური
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 19-11; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 23(10)-16(5); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 52 523
ნიურნბერგი-ბორუსია (მ) 2:1
გოლები: 1:0 სიმონსი (4-პენ), 2:0 პეკჰარტი (30), 2:1 ჰერმანი (58)
ნიურნბერგი (4-1-4-1): რ. შეფერი - ჩენდლერი, ნილსონი, კლოზე, პინოლა - სიმონსი - კიოტაკე, ფოილნერი, ბალიჩი (92. დაბანლი), ფრანტცი (75. მაკი) - პეკჰარტი (68. პოლტერი).
ბორუსია /მ/ (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანჩკე, ბრუვერსი, ალვარო დომინგესი, ვენდტი - რუპი (60. მლაპა/80. ჰანკე), მარქსი (78. რინგი) - ჩიგერჩი, არანგო - ჰერმანი, ლ. დე იონგი.
გაფრთხილება: პინოლა, მაკი - ვენდტი, იანჩკე, ჰერმანი
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 24-20; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 10(5)-12(6); ბურთის ფლობა: 33%-67%.
მაყურებელი: 37 793
ლევერკუზენი-ბორუსია (დ) 2:3
გოლები: 0:1 როისი (3), 0:2 ბლაშჩიკოვსკი (9-პენ), 1:2 რაინარტცი (58), 2:2 რაინარტცი (62), 2:3 ლევანდოვსკი (63)
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - კარვახალი, ვოლშაიდი, ტოპრაკი, ბიონიში - რაინარტცი (86. მილიკი) - ლ. ბენდერი, როლფესი (46. სემი) - კასტრო (78. ჰეგელერი), შიურლე - კისლინგი.
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ლანგერაკი - პიშჩეკი, ფელიპე სანტანა, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, გიუნდოგანი (93. შიბერი) - ბლაშჩიკოვსკი (80. გროსკროიტცი), გიოტცე (90. კელი), როისი - ლევანდოვსკი.
70-ე წუთზე ბლაშჩიკოვსკიმ (ბორუსია /დ/) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაფრთხილება: ლენო, კარვახალი, ბიონიში, ტოპრაკი - ლანგერაკი
კუთხური: 12-4; ჯარიმა: 21-16; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 27(8)-12(7); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 30 210
სატურნირო მდგომარეობა
ბომბარდირები: 14 - მანჯუკიჩი (ბაიერნი); 13 - კისლინგი (ლევერკუზენი), ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 12 - მაიერი (აინტრახტი); 11 - თ. მიულერი (ბაიერნი), სალაი (მაინცი); 10 - იბიშევიჩი (შტუტგარტი).
მომდევნო ტური
9 თებერვალი
ბორუსია (დ)-ჰამბურგი, ბორუსია (მ)-ლევერკუზენი, შტუტგარტი-ვერდერი, ჰანოვერი-ჰოფენჰაიმი, ფიურტი-ვოლფსბურგი, აინტრახტი-ნიურნბერგი, ბაიერნი-შალკე.
10 თებერვალი
აუგსბურგი-მაინცი, ფრაიბურგი-ფორტუნა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. XX ტურის წინ: ვინაა მიუნხენის "ბაიერნის" რეალური მდევარი?