"მაინცისა" და "ბაიერნის" შეხვედრაში, რომელიც რეკორდმაისტერმა 3:0 მოიგო, ბასტიან შვაინშტაიგერი (97 მატჩი ნაკრებში) დაშავდა და ბუნდესგუნდს ვერ დაეხმარება. გაირკვა, რომ გერმანიის ნაკრებს საფრანგეთში ვერც დორტმუნდის "ბორუსიას" ტრიო გაჰყვება - მარსელ შმელცერს, მარიო გიოტცეს და მარკო როისს ვგულისხმობთ.
შმელცერი და როისი "ლევერკუზენთან" ტურის ცენტრალურ შეხვედრაში (3:2 "ბორუსიას" სასარგებლოდ) დაშავდნენ, ხოლო გიოტცემ ნაკრებთან ერთად გამგზავრებაზე ვირუსის გამო თქვა უარი. აქვე გეტყვით, რომ კითხვის
შეგახსენებთ, რომ ლიოვმა ოფიციალურად გამოაცხადა, საფრანგეთთან გერმანიის ნაკრების კარს "ჰამბურგის" მეკარე რენე ადლერი დაიცავსო, რაზეც ბუნდესგუნდის პირველმა ნომერმა მანუელ ნოიერმა უკმაყოფილო კომენტარი გააკეთა: "ჩემი აზრით, საფრანგეთთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია და არ დავმალავ, უდიდესი სიამოვნებით ვითამაშებდი. ისე არ გამიგოთ, თითქოს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მეთაკილებოდეს, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს," - უთხრა ნოიერმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რაფაელ ვარანი საფრანგეთის ნაკრებს ტრავმის გამო დააკლდა