მაგრამ ახლა ასეთ ინფორმაციას სანდო წყაროზე დაყრდნობით "სკაი იტალია" ავრცელებს, რომელმაც ამას წინათ საფეხბურთო სამყაროს ყველაზე ადრე შეატყობინა, რომ ხოსეპ გვარდიოლა "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელად ინიშნებოდა. შესაბამისად, ეს ახალი ინფორმაციაც, მინიმუმ, სპეკულაციაზე მეტია.
"სკაი იტალიას" ცნობით, 24 წლის ლევანდოვსკი მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელებს უკვე ყველაფერზე შეუთანხმდა და ზაფხულიდან კარიერას ბავარიულ გრანდში გააგრძელებს. "ბაიერნის" ბოსებმა 5 თებერვალს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. მანამდე კი, კერძოდ,
სამაგიეროდ, კომენტარი გააკეთა "დორტმუნდის" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა: "ამ ინფორმაციაზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან არაფერი ვიცი. თუ ჩვენი ფეხბურთელი ჩვენგან დამოუკიდებლად ვინმეს ელაპარაკება, ვერაფერს შევცვლით, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცით და იმედი გვაქვს, რომ ლევანდოვსკი "დორტმუნდის" ზურგსუკან არავის ელაპარაკება!"
ლევანდოვსკის "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ახალი ხელშეკრულება ჯერაც არ გაუფორმებია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კონტრაქტს არ გააგრძელებს, ზაფხულში "დორტმუნდის" ბოსებს მისი გაყიდვა მოუწევთ, რათა გაისად უფასოდ არ დაკარგონ. ცნობილია ისიც, რომ რობერტის გადაბირება ძალიან უნდა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაც სერ ალექს ფერგიუსონსაც.
"ბაიერნს" ამჟამად სამი მაღალი კლასის ცენტრფორვარდი ჰყავს: მარიო გომესი, მარიო მანჯუკიჩი და კლაუდიო პისარო. თუმცა ამ უკანასკნელს რეკორდმაისტერთან ხელშეკრულება ამ სეზონის ბოლომდე აქვს გაფორმებული. შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკი "დორტმუნდში" 2010 წლიდან თამაშობს და მას მერე ბუნდესლიგის 86 შეხვედრაში 43 გოლი გაიტანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. XX ტური: 12 ქულა და ჯანმრთელობა [VIDEO]