"ბილდის" ინფორმაციით, 24 წლის პოლონელი თავდამსხმელი რეკორდმაისტერის ხელმძღვანელებს ორიოდე დღის წინ შეუთანხმდა და მზადაა, ზაფხულში მიუნხენურ გრანდში გადავიდეს. ამასთან, "ბილდი" იმასაც წერს, რომ ამას წინათ "ბაიერნის" გასახდელში ლევანდოვსკი უკვე ახსენეს როგორც ფეხბურთელი, რომელიც მომავალი სეზონიდან რეკორდმაისტერისთვის შეუტევს.
რობერტს "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული და როგორც ჩვენი გერმანელი კოლეგები იუწყებიან, გერმანიის ჩემპიონი თავის მთავარ გოლეადორს 30 მილიონ ევროზე იაფად არ დათმობს. "ბორუსიას" გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ
"სიახლე არაფერია, გარდა იმისა, რაც პრესაში იწერება. თუკი რობერტს მართლაც სურს სხვა კლუბში გადასვლა, მზად ვართ, მოლაპარაკების მაგიდას მივუსხდეთ და ყველაფერზე გულახდილად ვისაუბროთ."
გახდება თუ არა რობერტ ლევანდოვსკი ხოსეპ გვარდიოლას ფორმაციის "ბაიერნის" პირველი შენაძენი, ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი იმას გეტყვით, რომ 24 წლის კევინ გროსკროიტცმა "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2016 წლამდე გაახანგრძლივა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მოსალოდნელი ტრანსფერი: ლევანდოვსკი "ბაიერნს" შეუთანხმდა?