ხოსეპ გვარდილოა "ბარსელონას" წინააღმდეგ 24 ივლისს წარსდგება

AutoSharing Option
24 ივლისს ძალიან საინტერესო ამხანაგური მატჩი დაიგეგმა: მიუნხენის "ბაიერნი" "ული ჰიონესის თასისთვის" "ბარსელონას" უმასპინძლებს.

აქედანვე ცხადია, რომ ამ შეხვედრის ყურადღების ცენტრში ხოსეპ გვარდიოლა მოექცევა, რომელიც იმ დროს უკვე ბავარიული გრანდის მთავარი მწვრთნელი იქნება.

ამ შეხვედრით გუნდები "ბაიერნის" პრეზიდენტ ული ჰიონესს მე-60 იუბილეს მიულოცავენ.

მართალია, ჰიონესი 5 იანვარს 61 წლის გახდა, მაგრამ "ბარსასთან" ამხანაგური მატჩი ულის დაბადებიდან 60 წლისთავის დაგვიანებული საჩუქარი უნდა იყოს.

აღსანიშნავია, რომ "ბაიერნი" და "ბ
არსელონა" ამ მატჩზე დიდი ხნის წინ შეთანხმდნენ - მაშინ გვარდიოლას მიუნხენში დანიშვნა სავარაუდოც კი არ იყო.

ბადშტუბერი 2017 წლამდე
აქვე გეტყვით, რომ "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების 23 წლის მცველმა ჰოლგერ ბადშტუბერმა, რომელიც ახლა ტრავმირებულია, რეკორდმაისტერთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც ვადა 2017 წლამდე აქვს.

ბადშტუბერის ძველ ხელშეკრულებას ვადა 2014 წლის ზაფხულამდე ჰქონდა.

ასევე იხილეთ:
პეპს ეს ბიჭები მოსწონს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული