"დორტმუნდის "ბორუსიასთან" კონტრაქტი 2016 წლამდე მაქვს გაფორმებული და ალბათ, უკვე 20-ჯერ მაინც ვთქვი, რომ ამ ხელშეკრულებას აუცილებლად ბოლომდე შევასრულებ. ვიღაც-ვიღაცები ალბათ ფიქრობენ, რომ ამ სიტყვებს ჰაერზე ვისვრი და თუ ისეთ გუნდში დამპატიჟებენ, როგორიც "ჩელსია" ან მადრიდის "რეალი",
ხსენებული გამოცემის ჟურნალისტმა იურგენს ჰკითხა, ხომ იცით, რომ "ჩელსის" თქვენთვის ზღაპრული ხელფასის გადახდა შეუძლიაო, რაზეც კლოპმა უფრო საინტერესო პასუხი გასცა: "არა მგონია, რომ ვინმემ ჩემი გადარწმუნება ფულით მოახერხოს. ასეთ სიტუაციებში "მაინცის" მწვრთნელობის დროსაც ვიყავი და დამერწმუნეთ, "მაინცში" ძალიან დაბალი ხელფასი მქონდა, მაგრამ თავისი ნებით ვერავინ გადამიბირა, რადგან ფული ჩემთვის მთავარი არგუმენტი არ არის. ფული საკმარისად მაქვს იმისათვის, რომ დღეში სამჯერ ვჭამო. რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი პატივია ის, რომ "ჩელსის" ვუნდივარ, მაგრამ ახლა თავისუფალი არ ვარ და იმედია, რომან აბრამოვიჩი ამას გაგებით მოეკიდება!"
იურგენის თქმით, "მაინცში" მუშაობის დროს მას სხვა ბუნდესლიგური კლუბებიდან ყოველ ზაფხულს ჰქონდა შეთავაზებები, მაგრამ "მაინცში" მანამდე დარჩა, სანამ დორტმუნდის "ბორუსიაში" მუშაობა არ შესთავაზეს: "დორტმუნდში გადმოსვლას იმიტომ დავთანხმდი, რომ ამ გუნდმა ყველაფრით მიმიზიდა! ხელფასი ამ შემთხვევაშიც მეათეხარისხოვანი იყო. "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელის რანგში ბედნიერი ვარ - განსაკუთრებით მას მერე, რაც ზედიზედ ორჯერ გავხდით გერმანიის ჩემპიონები, რაც მიუნხენის "ბაიერნის" ფენომენის არსებობის კვალობაზე მართლა დიდი მოვლენაა. ქალაქი, კლუბი, გარემო - დორტმუნდში ყველაფრით ბედნიერი ვარ."
კლოპის შესაძლო და აწ უკვე საბოლოოდ უარყოფილ ტრანსფერზე კომენტარი "ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმაც გააკეთა: "აბრამოვიჩს ჟოზე მოურინიოს დარი მწვრთნელი სჭირდება, კლოპის გადაბირების შანსი კი არ აქვს. იურგენი ინტელიგენტია და იცის, რომ აბრამოვიჩთან ვერ იმუშავებს."
"ჩელსისთან" მიმართებაში კლოპზე საუბარი ინგლისურ მედიაში მას მერე დაიწყო, რაც ხოსეპ გვარდიოლამ ლონდონურ კლუბში მუშაობაზე უარი თქვა და "ბაიერნის" ხელმძღვანელებს დათანხმდა. ჩვენი ინგლისელი კოლეგების ცნობით, კლოპის მტკიცე უარის შემდეგ აბრამოვიჩი და კომპანია ყურადღებას სხვა კანდიდატებისკენ (ჟოზე მოურინიო, ჯანფრანკო ძოლა, გუსტავო პოიეტი, მიაქელ ლაუდრუპი, დიეგო სიმეონე, ანტონიო კონტე) მიმართავენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იურგენ კლოპი: "ჰამბურგთან" საშინლად ვითამაშეთ [VIDEO]