მოსალოდნელი დანიშვნა: ეფე "შალკეში"?

AutoSharing Option
ჟურნალ "შპორტ ბილდის" ინფორმაციით, "შალკეს" ხელმძღვანელებს დეკემბერში, ჰუუბ სტევენსის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ, ამ თანამდებობაზე შტეფან ეფენბერგის დანიშვნა სურდათ, მაგრამ 44 წლის ეფე ვერ დაითანხმეს.

თუმცა ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ "ბაიერნის" ყოფილ კაპიტანს "შალკესთვის" საბოლოო უარი არ უთქვამს და დიდი შანსია, რომ გელზენკირხენში მუშაობას ზაფხულში დათანხმდეს.

ეფენბერგმა მწვრთნელის ლიცენზია შარშან, მარტში აიღო და "შალკეს" შეფებს მისი დანიშვნა ძალიან უნდათ. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ეფეს მწვრთნელის რანგში გამოცდილება საერთოდ არ აქვს, თუმცა შალკელები მზად არიან, რისკზე წავიდნენ. ფაქტია, რომ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტს ზაფხულიდან ახალი დამრიგებელი სჭირდება, რადგან იენს კელერი დროებითაა დანიშნული და იმედებს ოდნავადაც ვერ ამართლებს. მის ხელში "შალკეს" კრიზისი გამძაფრდა და "ბაიერნთან" 0:4-ის შემდეგ დიდად საეჭვოა, რომ "ხუმარებმა" ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვონ, რადგან გუნდი უკვე მე-10 ადგილზეა და მეოთხეადგილოსან "აინტრახტს" 8 ქულით ჩამორჩება.

"ბილდის" ცნობით, ეფენბერგთან ერთად, "შალკეს" ბოსები 42 წლის რობერტო დი მატეოს კანდიდატურასაც განიხილავენ, მაგრამ ეს უკანასკნელი გელზენკირხენში მუშაობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ "შალკე" ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შტეფან ეფენბერგი - ჟოზე მოურინიოს პრაქტიკანტი?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული