შესაბამისად, შაბათ-კვირისთვის დიდად მტკივნეული არ არის ის ამბავი, რომ რეკორდმაისტერმა ამჯერად პარასკევს ითამაშა - ისედაც დიდი ხანია, ბუნდესლიგაში სხვა ინტრიგები უფრო გვაინტერესებს, ვიდრე იმის მხოლოდ და მხოლოდ თეორიულ და აბსტრაქტულ შანსებზე მსჯელობა, მოახერხებენ თუ არა დორტმუნდის "ბორუსია" და "ლევერკუზენი" "ბაიერნისთვის" კონკურენციის გაწევას.
მოკლედ, "ბაიერნმა" ვოლფსბურგში 2:0 მოიგო, შუა კვირაში კი "არსენალთან" უმნიშვნელოვანესი ჯახი ელის.
Video
ვოლფსბურგი - ბაიერნი 0:2
ვოლფსბურგი - ბაიერნი 0:2
"ლევერკუზენი" ამ სეზონში ნამდვილად ძალიან კარგად გამოიყურება - ერთი ეგაა, რომ ძველებურად უამბიციოა: "ბაიერს" "ბაიერნთან" ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კაპიტულაცია ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა გამოცხადებული, როცა მიუნხენში მოიგო.
სხვა მხრივ, საშა ლევანდოვსკისა და სამი ჰიიპიას შეგირდები მართლაც კარგად ასპარეზობენ და სანახაობრივ ფეხბურთს გვთავაზობენ. "ბაიერის" თავდამსხმელები ერთმანეთს იდეალურად უგებენ (8 გოლი მეორე წრეში).
მაგრამ "ლევერკუზენს" სტაბილურობა აკლია. აგერ, ევროპალიგის პირველ საპლეიოფო შეხვედრაში "ბაიერი" საკუთარ მოედანზე ლისაბონის "ბენფიკასთან" 0:1 დამარცხდა.
არასტაბილურობის უმთავრესი მიზეზი დაცვის ხაზის სისუსტეა - "ლევერკუზენის" მცველები ყველაზე მეტად სტანდარტულების დროს ცდებიან ხოლმე. ეს აუგსბურგელებმაც იციან და 16 თებერვალს აქცენტს სწორედ სტანდარულებზე გააკეთებენ. თანაც, "აუგსბურგს" მიოლდერსის სახით ისეთი ცენტრფორვარდი ჰყავს, რომელიც თავით ძალიან კარგად თამაშობს.
მიუხედავად იმისა, რომ "აუგსბურგი" მე-17 ადგილზეა და სამშვიდობოს 9 ქულით ჩამორჩება, შვაბებს სჯერათ, რომ ელიტაში ადგილის შენარჩუნებას მოახერხებენ.
"ყველაზე მთავარი ისაა, რომ მთელი გუნდი ძალიან მოტივირებული და კონცენტრირებულია. ბოლო მატჩებში უდიდესი თავდადებით ვიბრძოდით და ასე იქნება არა მარტო "ლევერკუზენთან" მატჩში, არამედ სეზონის ბოლომდე," - ეს "აუგსბურგის" თავკაც მარკუს ვაინცირლის სიტყვებია.
ვერდერი ფრაიბურგთანაც სამ ქულას გეგმავს
ბრემენულ კლუბს ზედიზედ ორი თამაში ბოლოს 2011 წლის ნოემბერში ჰქონდა მოგებული. "ჰანოვერთან" (2:0) და შტუტგარტში (4:1) გამარჯვებების შემდეგ "ვერდერი" ცხრილში ოდნავ მაღლა აძვრა, თუმცა მაინც მეორე ნახევარშია, რას "მუსიკოსებისთვის", რა თქმა უნდა, მიუღებელი პოზიციაა.
შესაბამისად, მთავარი მწვრთნელი თომას შააფი "ფრაიბურგთან" საშინაო შეხვედრაშიც მხოლოდ სამ ქულას ითხოვს.
"ბევრი ლაპარაკის დრო არაა. წინა მატჩებში კარგად ვითამაშეთ და "ფრაიბურგთანაც" უნდა მოვიგოთ," - ეს კაპიტან აარონ ჰანტის სიტყვებია.
არნაუტოვიჩისა და იუნუზოვიჩის თამაში კვლავ საეჭვოა, თუმცა მათ არყოფნაში თავი მეჰმეთ ექიჩიმ გამოიჩინა (დუბლი შტუტგარტში). თუმცა "ფრაიბურგი" ხელწამოსაკრავი გუნდი არაა და ეს ბრემენელებმა ჩვენზე უკეთ იციან.
"ფრაიმ" წინა ტურში "ფორტუნა" დაამარცხა (1:0), რაც ბრაისგაუელთათვის 2013 წელს პირველი გამარჯვება იყო და კრისტიან შტრაიხის გუნდი ცხრილში მეხუთე ადგილზეა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მეორე წრეში "ფრაის" დაღმასვლა დაეტყო (1/2/1) და თუ ასე გააგრძელებს, ევროპის ზონიდან მალე გამოვა.
თუ შალკეს ევროპაში უნდა...
"ფრაიბურგთან" ერთად, ბევრისთვის მოულოდნელად ევროპალიგის საგზურს უმიზნებს "მაინციც" - თომას ტუხელის გუნდი ცხრილში მეექვსეა.
მაინცელთა წარმატებები დიდწილად უნგრელი თავდამსხმელის, ადამ სალაის დამსახურებაა, რომელსაც ამ სეზონში 12 გოლი აქვს გატანილი. ამ უკანასკნელის მხარდამხარ 16 თებერვალს ვეღარ ითამაშებს შონ პარკერი, რომელიც "აუგსბურგთან" შეხვედრაში (1:1) მოედნიდან გააძევეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტუხელს ტაქტიკა/სტრატეგიის მხრივ იმპროვიზირება მოუწევს.
"მაინცის" მეტოქე დღეს კრიზისში მყოფი "შალკეა", რომელიც ერთი კვირის წინ "ბაიერნთან" 0:4 განადგურდა და ბოლო 4 თამაშში მხოლოდ 4 ქულა აქვს აღებული.
"გასამართლებელი საბუთები აღარ მიიღება. მაინცში ისეთი თამაში გვაქვს, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ, "შალკე" ფავორიტია და ისე უნდა ითამაშოს, როგორც ფავორიტს შეეფერება," - ეს ჯერმაინ ჯონსის სიტყვებია.
გაგახსენებთ, რომ პირველ წრეში გელზენკირხენელებმა "მაინცი" 3:0 დაამარცხეს და მერე ტუხელის გუნდს გერმანიის თასზეც შეხვდნენ და საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდნენ.
გააგრძელებს ჰამბურგი აღმაფრენას?
უცნაური გუნდია "ჰამბურგი". შეუძლია, "ნიურნბერგთან" (1:1) და "აინტრახტთან" (0:2) ამაზრზენად ითამაშოს, მერე კი "ვერდერთან" (3:2) ბრწყინვალე ფეხბურთი გააჩაღოს და ჩემპიონი "დორტმუნდი" მისსავე სტადიონზე 4:1 გაანადგუროს.
"ჩვენი პრობლემა ისაა, რომ იმ კვირაში ასე ვთამაშობთ, მომდევნო კვირას კი აბსოლუტურად სხვანაირად," - გაოცებულია "ჰამბურგის" გამთამაშებელი რაფაელ ვან დერ ვაარტიც.
დორტმუნდში გამარჯვების შემდეგ ჩრდილოგერმანელებმა ეიფორია არ დაუშვეს:
"თუ "გლადბახთანაც" არ მოვიგებთ, ევროპალიგის საგზურზე ლაპარაკის უფლება არ გვაქვს," - თქვა კაპიტანმა ჰაიკო ვესტერმანმა.
მიონხენგლადბახურ კლუბთან, რომელმაც ევროპალიგაში "ლაციოსთან" ომი (3:3) გადაიტანა, "ჰამბურგს" მეკარე ადლერი და მცველი ბრუმა არ ეყოლება.
პრინციპში, "გლადბახიც" ამოუცნობი და არაპროგნოზირებადი გუნდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მატჩში არცერთი შედეგი არ იქნება გასაკვირი.
გადარჩენის ფინალი
"ფორტუნასა" და "ფიურტის" დუელი გადარჩენისთვის ბრძოლის პირველი "ფინალია". მართალია, დიუსელდორფელები ჯერ კიდევ კომფორტულ მდგომარეობაში არიან, მაგრამ თუ აუტსაიდერთან საკუთარ მოედანზე წააგო, "ფორტუნა" საქმეს გაირთულებს.
სწორედ ასეთ მნიშვნელოვან მატჩში დააკლდებიან მწვრთნელ ნორბერტ მაიერს კაპიტანი ლამბერტცი და ნახევარმცველი ბოძეკი (ორივე დისკვალიფიცირებულია). ფიურტელებს პეკოვიჩი ჰყავთ დისკვალიფიცირებული, მაგრამ, სამაგიეროდ, ფიურშტნერი და პრიბი ბრუნდებიან.
ნადონეცკარ დორტმუნდს აინტრახტი ელის
ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ტურის მთავარი მატჩი მეორეადგილოსანი "დორტმუნდისა" და მეოთხე პოზიციაზე მყოფი "აინტრახტის" დუელია.
"ბორუსიამ" ზედიზედ სამი ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, "ჰამბურგთან" 1:4 წააგო, მერე კი, ჩემპიონთა ლიგაში "შახტართან" ფრეს მიაღწია და ახლა ისევ ბუნდესლიგაზე გადაერთვება. იურგენ კლოპის სამწყსოს ზედიზედ მეორედ უწევს საკუთარ მოედანზე თამაში და დორტმუნდელები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ფანებს "ჰამბურგთან" განცდილი მოულოდნელი კრახის გამო მოუბოდიშონ.
"აინტრახტის" მთავარი იარაღი "ბორუსიას" წინააღმდეგ უდავოდ მეკარე კევინ ტრაპია - 22 წლის კიპერი "კიკერის" შეფასებების (საშუალო შეფასება 2.19 ბალი) მიხედვით დღესდღეობით საუკეთესო მეკარეა ბუნდესლიგაში და მნიშვნელოვნად სჯობნის არა მარტო გერმანიის ნაკრების კარის დარაჯ მანუელ ნოიერს (3.00, ბაიერნი), არამედ მის შემცვლელებსაც ბუნდესგუნდში - ადლერს (2.48, ჰამბურგი), ცილერს (3.10, ჰანოვერი) და ტერ შტეგენს (2.95, გლადბახი).
"ტრაპი დღესდღეობით ბუნდესლიგის საუკეთესო მეკარეა. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ კევინს წარმატებები თავში არ აუვარდა და დარწმუნებული ვარ, რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებს," - ეს ფრანკფურტელთა მთავარი მწვთნელის, არმინ ფეეს სიტყვებია.
ჰანოვერი ნიურნბერგში და კრიზისში მყოფთა დუელი
კვირის პირველი მატჩი "ნიურნბერგისა" და "ჰანოვერის" დაპირისპირებაა. ნიურნბერგელები ბოლო დროს დასტაბილურდნენ, ბოლო ორ თამაშში 4 ქულა აიღეს და გასავარდნ ზონასთან 9-ქულიანი დისტანცია შეინარჩუნეს.
მეტოქე "ჰანოვერს" ბუნდესლიგაში ბოლო 5 გასვლითი მატჩი წაგებული აქვს, რის გამოც მირკო სლომკას გუნდი ცხრილში მნიშვნელოვნად ჩამოქვეითდა. შეგახსენებთ, რომ "ჰანოვერმა" ხუთშაბათს ევროპალიგაში ითამაშა და "ანჟისთან" მახაჩკალაში 1:3 დამარცხდა.
ტურის ბოლო მატჩში კი ერთმანეთს კრიზისში მყოფი გუნდები, "ჰოფენჰაიმი" და "შტუტგარტი" შეხვდებიან.
მართალია, "ჰოფე" ბოლო დროს ცოტათი დასტაბილურდა, რაც პირველ რიგში უკანა ხაზის დამსახურებაა, მაგრამ საერთო ჯამში "სოფლელები" ისევ ცუდად გამოიყურებიან. "შტუტგარტმა" კი ერთმანეთის მიყოლებით 5 თამაში წააგო და უკვე კრიტიკულზე კრიტიკულ მდგომარეობაშია.
სპორტული დირექტორი ფრედი ბობიჩი ამბობს, სასწრაფოდ წარმატება გვჭირდებაო. შვაბებმა ევროპალიგაში "გენკთან" 1:1 დააფიქსირეს.
გერმანია. ბუნდესლიგა. XXII ტური
15 თებერვალი
ვოლფსბურგი-ბაიერნი 0:2
გოლები: 0:1 მანჯუკიჩი (36), 0:2 რობენი (91)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ჰასებე, ნალდო, მადლუნგი, შეფერი - ტრეში (75. ფაგნერი), პოლაკი - ვიეირინია (75. ჰელმესი), დიეგო, ოლიჩი (65. პერიშიჩი) - დოსტი
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა - ლუის გუსტავო, შვაინშტაიგერი - მიულერი, კროოსი (79. ტიმოშჩუკი), რიბერი (79. რობენი) - მანჯუკიჩი (83. გომესი).
გაფრთხილება: მადლუნგი, ვიეირინია, დოსტი, ჰასებე, ნალდო - რიბერი, დანტე.
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 29-19; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 8-8 (2-6); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 30 000
16 თებერვალი
ლევერკუზენი-აუგსბურგი 18:30
ტრავმა: ბელარაბი - იენტცში, ფიპლი, ვერჰეგი, პეტრჟელა
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +3=0-0, (11:3)
ვერდერი-ფრაიბურგი 18:30
ტრავმა: ვოლფი, გებრე სელასიე, ბარგფრედე, ფიულკრუგი - შმიდი, ფრაისი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +19=3-5, (71:34)
მაინცი-შალკე 18:30
დისკვალიფიკაცია: შ. პარკერი (მაინცი)
ტრავმა: ბუნგერტი, ჩუპო-მოტინგი - კ. პაპადოპულოსი, უჩიდა, აფელაი, მორიტცი, ჰუნტელაარი, მარიკა
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +3=2-8, (10:22)
ჰამბურგი-გლადბახი 18:30
დისკვალიფიკაცია: ბრუმა (ჰამბურგი)
ტრავმა: ადლერი, ლამი, მანსიენი, ილიჩევიჩი, სალა - ჰრგოტა, მლაპა
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 89 თამაში: +35=24-30, (141:140)
ფორტუნა-ფიურტი 18:30
დისკვალიფიკაცია: ბოძეკი, ლამბერტცი - პეკოვიჩი
ტრავმა: ბრუნო სუარესი, ბოლი, გარბუშევსკი, რაფაელი, ვორონინი - ნდოიე, ჰეფელე, შმიდტგალი, ფიურშტნერი, შტიბერი, ტირალა
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +1=0-0, (2-0:)
დორტმუნდი-აინტრახტი 21:30
დისკვალიფიკაცია: ლევანდოვსკი (დორტმუნდი)
ტრავმა: ოვომოიელა - ამედიკი
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 79 თამაში: +36=16-27, (144:109)
144:109 თორე 109:144
17 თებერვალი
ნიურნბერგი-ჰანოვერი 18:30
დისკვალიფიკაცია: პოკონიოლი (ჰანოვერი)
ტრავმა: შტეფანი, მარკოს ანტონიო, გებჰარტი, ჰლუშეკი - რადლინგერი, ჩერუნდოლო, ეგიმანი, ფელიპე, ანდრეასენი, ფრანკა, შტინდლი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +11=11-11, (51:51)
ჰოფენჰაიმი-შტუტგარტი 20:30
დისკვალიფიკაცია: რობერტო ფირმინიო (ჰოფენჰაიმი)
ტრავმა: რუდი, სალიჰოვიჩი, ვუკჩევიჩი, შიპლოკი - ვაისი, აუდელი, ბა, კაკაუ, ჰემლაინი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +1=0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +1=4-4, (11:14)
სატურნირო მდგომარეობა
ბომბარდირები: 15 - მანჯუკიჩი (ბაიერნი); 14 - კისლინგი (ლევერკუზენი), ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 12 - მაიერი (აინტრახტი), სალაი (მაინცი); 11 - თ. მიულერი (ბაიერნი); 10 - იბიშევიჩი (შტუტგარტი), რუდნევსი (ჰამბურგი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. პარასკევის მატჩის წინ: "ბაიერნს" "ვოლფსბურგი" ემუქრება