ბუნდესლიგა. XXII ტური: მარკო როისის გალაკონცერტი [VIDEO]

AutoSharing Option
პარასკევს "ბაიერნმა" "ვოლფსბურგში" უპრობლემოდ მოიგო (2:0) და რეკორდულ მეგასერიას (57 ქულა 22 მატჩში) აგრძელებს.

"მგლებმა" ისე იბრძოლეს, როგორც შეეძლოთ, მაგრამ "არსენალთან" მოახლოებული მატჩის გამო ოდნავ მოდუნებულ ბავარიელებს მაინც ვერაფერი დააკლეს.

ამრიგად, "ბაიერნზე" კონკრეტულად ლაპარაკი სხვა კუთხიდან უფრო საინტერესოა.

რობენის გოლი ჰაინკესის პრობლემაა?
პირველი გოლი მარიო მანჯუკიჩმა გაიტანა, რომელიც ყოფილი ვოლფსბურგელია და შესაბამისად, გოლი ემოციურად არ აღნიშნა. ხორვატი მასთან მისალოცად მისულ თანაგუნდელებსაც კი აწყნარებდა და ყველას აგრძნობინა, რომ ვოლფსბურგული პუბლიკის განაწყენება არ სურდა.

არადა, მანჯუკიჩს გოლი-შედევრი გამოუვიდა - ულამაზესი, სუფთა მაკრატელა,
რომლის ნახვა არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე ღირს.

მეორე გოლი არიენ რობენმა შეაგდო, რომელიც ბავარიელთა მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა მოედანზე მატჩის მიწურულსღა შეუშვა. 29 წლის ჰოლანდიელის გოლიც ერთობ ეფექტური გახლდათ.

VideoSportall.Ge
ვოლფსბურგი - ბაიერნი 0:2

მიუხედავად ამისა, საფინალო სასტვენის შემდეგ რობენი ყველაზე ადრე გაუჩინარდა მოედნიდან და მერეც, როცა სხვა ბაიერნელები ჯერ კიდევ "ფოლკსვაგენ-არენაზე" დააბოტებდნენ, რობენი უკვე ავტობუსში იჯდა. ჰაინკესმა არიენი შეაქო, რობენი დაცვასაც ეხმარებოდა და ბევრი იშრომა, რაც აუცილებლად დაუფასდებაო, მაგრამ თავად ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ მაინც ბოღმიანი კომენტარი გააკეთა:

"ეგ ყველაფერი კარგია, მაგრამ მე თამაში მინდა. აი, "არსენალთან" უმნიშვნელოვანესი თამაში გველის და ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა ვიყო ძირითად შემადგენლობაში!"

როგორც ჩანს, "ვოლფსბურგთან" 12-წუთიანმა გაბრწყინებამ არიენს თავდაჯერება შემატა და მწვრთნელისგან ახლა, ფაქტობრივად, სასტარტოში გამწესებას მოითხოვს.

სწორედ ამიტომ ბჭობდნენ ჩვენი გერმანელი კოლეგები შაბათ-კვირას იმაზე, რომ "ვოლფსბურგის" კარში გატანილი რობენის გოლი "დონ იუპისთვის" შეიძლება პრობლემას წარმოადგენდეს. თუმცა ჰაინკესი ჰოლანდიელს, სავარაუდოდ, არც "არსენალთან" დააყენებს ძირითადში:

"უთამაშებლობით უკმაყოფილო ფეხბურთელი ლოგიკური მოვლენაა. არიენი კი ის კაცია, რომელიც თავის ემოციებს არასდროს მალავს. ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს,"
- თქვა იუპმა.

როისის ჰეთ თრიკი
შაბათს "ბაიერნის" ქომაგებს და ხელმძღვანელებს კიდევ ერთხელ დასწყდებოდათ გული იმის გამო, რომ ზაფხულში "დორტმუნდმა" რეკორდმაისტერს მარკო როისი ცხვირწინ ააცალა.

"გლადბახიდან" "დორტმუნდში" 17.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგებულმა 23 წლის დრიბლიორმა ტურის ცენტრალურ მატჩში, "აინტრახტთან" ჰეთ თრიკი შეასრულა, "ბორუსიამ" კი 3:0 მოიგო და ფრანკფურტულ კლუბს საბოლოოდ მიუჩინა ადგილი საუკეთესო სამეულს მიღმა.

მე-10 წუთზე მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, რადგან დორტმუნდელები როისის გოლებით 2:0-ს იგებდნენ. მარკოსთან ერთად, შესანიშნავად თამაშობდნენ მარიო გიოტცე და გამოჯანმრთელებული ილქაი გიუნდოგანი, რომელიც იურგენ კლოპის გუნდს დონეცკში აკლდა.

როისის ანგარიშზე ამ სეზონში უკვე 11 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. აღსანიშნავია ისიც, რომ მარკოს პოკერის შესრულებაც შეეძლო - მეოთხე წუთზე "აინტრახტის" კიპერ ტრაპთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა იყოჩაღა.

VideoSportall.Ge
დორტმუნდი - აინტრახტი 3:0

"პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: ყველაზე მარტივი მომენტი ვერ გამოიყენა. ისე კი, ჰეთ თრიკი შეასრულა. როისი უკვე ჩამოყალიბებული სუპერვარსკვლავია," - თქვა მატჩის შემდეგ კლოპმა.

მიუხედავად ბრწყინვალე ანგარიშისა, კლოპი ამ მატჩით ბოლომდე კმაყოფილი ვერ დარჩებოდა, რადგან პირველ ტაიმში "დორტმუნდს" მოედნიდან იულიან შიბერი გაუძევეს. ეს უკანასკნელი სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ რობერტ ლევანდოვსკი ბუნდესლიგაში დისკვალიფიცირებულია (წინა ტურში გააძევეს და სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს).

ამრიგად, იურგენს მომდევნო ორ ტურში კლასიკური ცენტრფორვარდის გარეშე მოუწევს თამაში, თუმცა ფაქტია, რომ როისს ამ პოზიციაზეც შეუძლია ასპარეზობა.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ "დორტმუნდში" ლევანდოვსკის დარჩენისა უკვე აღარავის სჯერა. ყველა ხვდება, რომ პოლონელი მართლაც მიუნხენის "ბაიერნში" აპირებს გადასვლას. "არა მგონია, რომ მასთან ახალი კონტრაქტი გაფორმდეს და ეს უნდა ვაღიაროთ," - თქვა ნამატჩევს "ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა.

"რობერტი ბრწყინვალე თავდამსხმელია, მაგრამ თუ დაგვტოვებს, მის წასვლას მომზადებულები შევხვდებით," - დასძინა კლოპმა.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ლევანდოვსკი მართლაც შეთანხმებულია "ბაიერნთან" და დორტმუნდელები ზაფხულში მის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს მიიღებენ, რაც პოლონელის ღირსეული შემცვლელის მოსაძებნად საკმარისზე მეტი თანხაა.

ბასტოსმა შალკე იხსნა
"შალკემ" ისევ ვერ მოიგო, თუმცა აღარც დამარცხდა (2:2 მაინცში), რაც ბრაზილიელი ახალწვეულის, "ლიონიდან" გადაბირებული მიშელ ბასტოსის დამსახურებაა, რომელმაც მაინცში დუბლი შეასრულა და გელზენკირხენული კლუბის ისედაც დროებითი მთავარი მწვრთნელი იენს კელერი ვადამდე ადრე გათავისუფლებას გადაარჩინა.

მაინცში ფრე შალკელებს ურიგო შედეგად არ ჩაეთვალათ, მაგრამ მხოლოდ ერთი გამარჯვება ბოლო 12 ტურში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტი კლუბისთვის, რბილად რომ ვთქვათ, ცუდი შედეგია. ოთხშაბათს კი ბასტოსი და კომპანია "გალათასარაის" ესტუმრებიან.

ფრაიბურგი არ ხუმრობს, ჰამბურგიც დასტაბილურდა
ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ ბრემენის "ვერდერი" ისევ დაეცა - ამჯერად საკუთარ მოედანზე, "ფრაიბურგთან". კრისტიან შტრაიხის გუნდი ჯერ კრუსეს გოლით იგებდა, მერე კი კალიჯურის პენალტით, მაგრამ "მუსიკოსებმა" ორივეჯერ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება (პეტერსენის დუბლი), თუმცა 70-ე წუთზე გინტერმა "ფრაი" კიდევ ერთხელ დააწინაურა და მერე ბრაისგაუელებმა 2:3 შეინარჩუნეს.

შედეგად, "ვერდერი" კიდევ უფრო ჩამორჩა ევროპის ზონას, "ფრაიბურგი" კი საუკეთესო ექვსეულშია და უახლოეს მდევარ "მაინცს" 2 ქულით უსწრებს.

"ფრაის" დარად, ცხრილში 34 ქულა აქვს "ჰამბურგსაც", რომელმაც "დორტმუნდის" განადგურების შემდეგ, შაბათს "გლადბახიც" დაამარცხა (1:0). ტორსტენ ფინკის გუნდს სამი ქულა რაფაელ ვან დერ ვაარტის შესანიშნავმა დარტყმამ მოუტანა - ეს ჰოლანდიელის მეორე გოლი გახლდათ "ჰამბურგში" დაბრუნების შემდეგ.

"ლევერკუზენმა" "აუგსბურგთან" დაგეგმილი სამი ქულა აიღო (2:1). ანგარიში შტეფან კისლინგმა მოხდენილი თავურით გახსნა და ეს მისი მე-15 გოლი გახლდათ, რითაც ბაიერნელ მანჯუკიჩს ბომბარდირთა დავაში ისევ გაუთანაბრდა.

"ფორტუნამ" კი შაბათსვე "ფიურტის" მინიმალური ანგარიშით დამარცხება შეძლო და გასავარდნ ზონასთან ჯერჯერობით საქმე აღარ აქვს.

კვირას "ნიურნბერგმა" და "ჰანოვერმა" ქულები გაიყვეს (2:2), "ჰოფენჰაიმი" კი საკუთარ მოედანზე "შტუტგარტთან" დამარცხდა და მე-15 ადგილზე, ანუ სამშვიდობოს მყოფ "ვოლფსბურგს" 10 ქულით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო სამეული გამოკვეთილია და სარელეგაციო მე-16 ადგილისთვის ერთმანეთში "ფიურტი", "აუგსბურგი" და "ჰოფე" იბრძოლებენ.

გერმანია. ბუნდესლიგა. XXII ტური
ვოლფსბურგი-ბაიერნი 0:2
გოლები: 0:1 მანჯუკიჩი (36), 0:2 რობენი (92)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ჰასებე, ნალდო, მადლუნგი, მ. შეფერი - ტრეში (75. ფაგნერი), პოლაკი - ვიეირინია (75. ჰელმესი), დიეგო, ოლიჩი (65. პერიშიჩი) - დოსტი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა - შვაინშტაიგერი, ლუის გუსტავო - თ. მიულერი, კროოსი (79. ტიმოშჩუკი), რიბერი (79. რობენი) - მანჯუკიჩი (83. გომესი).
გაფრთხილება: მადლუნგი, ვიეირინია, დოსტი, ჰასებე, ნალდო - რიბერი, დანტე
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 26-18; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 8(1)-7(3); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 30 000

ლევერკუზენი-აუგსბურგი 2:1
გოლები: 1:0 კისლინგი (26), 2:0 ლ. ბენდერი (75), 2:1 მიოლდერსი (89)
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - კარვახალი, ვოლშაიდი, ტოპრაკი, ბიონიში - რაინარტცი - ლ. ბენდერი (84. შვააბი), კასტრო - სემი (37. როლფესი), შიურლე (78. ჰეგელერი) - კისლინგი.
აუგსბურგი (): მანინგერი - პარკჰურსტი (91. ს. ჰაინი), კალსენ-ბრაკერი, კლავანი, დე იონგი - ფოგტი, ბაიერი (69. იორლი) - კოო, ვერნერი (57. ჰანი) - ჟი - მიოლდერსი.
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 4-3; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 15(6)-16(4); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 22 784

ვერდერი-ფრაიბურგი 2:3
გოლები: 0:1 მ. კრუსე (36), 1:1 პეტერსენი (39), 1:2 დ. კალიჯური (55-პენ), 2:2 პეტერსენი (64), 2:3 გინტერი (70)
ვერდერი (4-1-4-1): მილიტცი - იგნიოვსკი, პრიოდლი, ლუკიმია, შმიტცი - იუნუზოვიჩი (74. ილდირიმი) - ელია (81. აკპალა), ფრიტცი, დე ბრუინი, ექიჩი (55. არნაუტოვიჩი) - პეტერსენი.
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - ჰედენსტადი (58. გიუნტერი), გინტერი, დიანიე, ზორგი - შუსტერი, მაკიადი - მ. კრუსე, დ. კალიჯური - როზენტალი (88. სანტინი), გუედე (82. ფლუმი).
გაფრთხილება: მაკიადი
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 23-17; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 15(3)-16(9); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 38 498

მაინცი-შალკე 2:2
გოლები: 1:0 ივანშიტცი (27), 1:1 მიშელ ბასტოსი (41), 2:1 პოსპეხი (63), 2:2 მიშელ ბასტოსი (82)
მაინცი (4-2-3-1): ვეტკლო - პოსპეხი, სვენსონი, ნოვესკი, ჟუნიორ დიასი - ბაუმგარტლინგერი, სოტო - ნ. მიულერი, ზიმლინგი (84. მ. კალიჯური), ივანშიტცი (83. ედე) - სალაი.
შალკე (4-2-2-2): ჰილდებრანდი - ჰიოგერი, ჰიოვედესი, მატიპი, ფუხსი - ჯონსი, ნოიშტედტერი - დრაქსლერი (91. ბარნეტა), მიშელ ბასტოსი - ფარფანი (85. პუკი), რაფაელი (72. მ. მაიერი).
გაფრთხილება: სვენსონი - მატიპი, ფუხსი, ნოიშტედტერი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 8-17; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 14(5)-12(5); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 34 000

ჰამბურგი-გლადბახი 1:0
გოლი: 1:0 ვან დერ ვაარტი (24)
ჰამბურგი (4-1-2-1-2): დრობნი - დიკმაიერი, ვესტერმანი, რაიკოვიჩი, იანსენი - ბადელი - სკიელბრედი (75. არსლანი), აოგო - ვან დერ ვაარტი (88. ბერგი) - რუდნევსი, სონი (75. ბაისტერი).
გლადბახი (4-2-2-1-1): ტერ შტეგენი - იანჩკე, შტრანცლი, ალვარო დომინგესი, დემსი - მარქსი, ჯაკა (82. ლ. დე იონგი) - რუპი (66. იუნესი), არანგო - ჰერმანი (87. ნორდტვეიტი) - ჰანკე.
გაფრთხილება: ბადელი - ჰერმანი
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 18-18; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 8(2)-8(2); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 54 558

ფორტუნა-ფიურტი 1:0
გოლი: 1:0 ბელინგჰაუზენი (18)
ფორტუნა (4-2-2-2): გიფერი - ბალოგუნი, ლატკა, მალეზასი, ვან დერ ბერგი - ტეშე, ო. ფინკი - კრუსი (94. პაურევიჩი), ბელინგჰაუზენი - დ. შაჰინი (63. ილსიო), რაიზინგერი (91. ვეგკამპი).
ფიურტი (4-2-2-2): ჰესლი - მ. ციმერმანი, სობიეხი, მავრაი (67. კლაინე), ბაბა - ვარგა, ნერიგი (72. ცილნერი) - კლაუსი (85. აზემი), პრიბი - სარარერი, ჯურჯიჩი.
მე-3 წუთზე შაჰინმა (ფორტუნა) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაფრთხილება: ო. ფინკი, ტეშე - მავრაი, ნერიგი
გაძევება: ვარგა (38. ფიურტი)
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 19-29; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 15(9)-8(2); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 37 378

დორტმუნდი-აინტრახტი 3:0
გოლები: 1:0 როისი (8), 2:0 როისი (10), 3:0 როისი (65)
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი (89. ნ. შაჰინი), ს. ბენდერი - ბლაშჩიკოვსკი (66. გროსკროიტცი), გიოტცე (82. ლაიტნერი), როისი - შიბერი.
აინტრახტი (4-2-3-1): ტრაპი - ს. იუნგი, ანდერსონი, სამბრანო, ოჩიპკა - შვეგლერი, როდე (80. ჩელოცი) - აიგნერი (60. ოუშენი), ა. მაიერი, ინუი - ლაკიჩი (77. მატმური).
გაფრთხილება: სუბოტიჩი, ჰუმელსი - ლაკიჩი
გაძევება: შიბერი (31. დორტმუნდი) - ინუი (74. აინტრახტი)
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 10(3)-4(0); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 80 500

ნიურნბერგი-ჰანოვერი 2:2
გოლები: 0:1 ჰუშტი (41), 1:1 კლოზე (53), 1:2 ია კონანი (68), 2:2 პოლტერი (92)
ნიურნბერგი (4-1-4-1): რ. შეფერი - ჩანდლერი, ნილსონი, კლოზე, პინოლა - სიმონსი - კიოტაკე, ფოილნერი (81. მაკი), ბალიჩი, ფრანტცი (63. კანაზაკი) - პეკჰარტი (81. პოლტერი).
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჰ. საკაი, ჯურუ, კ. შულცი, პანდერი (66. რაუში) - და სილვა პინტუ, ჰოფმანი - ია კონანი (75. შმიდებახი), ჰუშტი - მ. დიუფი (84. ზობიხი), აბდელაუ.
გაფრთხილება: პოლტერი - ჰ. საკაი, რაუში
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 8-11; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 8(2)-7(3); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 36 101

ჰოფენჰაიმი-შტუტგარტი 0:1
გოლი: 0:1 ჰარნიკი (3)
ჰოფენჰაიმი (4-2-2-2): გომეში - ბეკი, აბრაამი, დელპიერი, ჯონსონი - ვილიამსი (54. ვაისი), პოლანსკი (80. გრიფო) - უსამი, ვოლანდი - დე კამარგო (54. დერდიოკი), ხოსელუ.
შტუტგარტი (4-1-2-2-1): ულრაიხი - გ. საკაი, ტასკი, ნიდერმაიერი, ბოკა - კვისტი - გენტნერი, ჰოლცჰოიზერი (83. მოლინარო) - ჰარნიკი (92. რიუდიგერი), ტრაორე (87. ოკაზაკი) - იბიშევიჩი.
გაფრთხილება: ვილიამსი, ხოსელუ - ბოკა, ტრაორე, ჰარნიკი, ოკაზაკი, რიუდიგერი, იბიშევიჩი
კუთხური: 1-0; ჯარიმა: 8-7; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 6(1)-6(1); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 28 750

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები
: 15 - კისლინგი (ლევერკუზენი), მანჯუკიჩი (ბაიერნი); 14 - ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 12 - ა. მაიერი (აინტრახტი), სალაი (მაინცი); 11 - თ. მიულერი (ბაიერნი), პეტერსენი (ვერდერი), როისი (დორტმუნდი).

მომდევნო ტური
22 თებერვალი
ფრაიბურგი-აინტრახტი.

23 თებერვალი
ბაიერნი-ვერდერი, შტუტგარტი-ნიურნბერგი, ჰანოვერი-ჰამბურგი, მაინცი-ვოლფსბურგი, აუგსბურგი-ჰოფენჰაიმი, შალკე-ფორტუნა.

24 თებერვალი
გლადბახი-დორტმუნდი, ფიურტი-ლევერკუზენი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარკო როისი: საკუთარ თამაშზე ბევრი ლაპარაკი არ მსურს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული