იუპ ჰაინკესი უარს არ ამბობს!

AutoSharing Option
ვწერდით, რომ "ბილდის" ინფორმაციით, "შალკეს" ხელმძღვანელები "ბაიერნის" თავკაც იუპ ჰაინკესს უმიზნებენ და მიუხედავად იმისა, რომ 67 წლის სპეციალისტს მთელი საფეხბურთო გერმანია პენსიაზე გასვლას უწინასწარმეტყველებს, გელზენკირხენელები "დონ იუპისთვის" ახლო მომავალში კონკრეტულ წინადადებას ამზადებენ. მას მერე, რაც გაირკვა, რომ რეკორდმაისტერს ზაფხულიდან ხოსეპ გვარდიოლა მიხედავს, ყველა დარწმუნებულია, რომ იუპი პენსიაზე გავა, მაგრამ თავად ჰაინკესს ასეთი რამ არ უთქვამს!

"შალკეში" შესაძლო დანიშვნის შესახებ ჰაინკესმა კომენტარი 19 თებერვალს ლონდონში, "არსენალთან" მატჩის წინ გააკეთა: "საკმარისად გამოცდილი ვარ იმისათვის, რომ ასეთ ცნობებს მშვიდად შევხვდე. ჩემთვის სიურპრიზს არ
წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კლუბში, რომლის ხელმძღვანელებსაც მომავალი სეზონისთვის ახალი მწვრთნელი ჰყავთ საპოვნელი, ჩემს გვარს ახსენებენ. თუ "შალკე" მართლაც დაინტერესებულია ჩემი სამსახურით, ალბათ იმიტომ, რომ ყველა ხედავს, როგორ ვმუშაობ "ბაიერნში". ჩემი სამწვრთნელო კარიერის მომავლის შესახებ კონკრეტულ კომენტარს სეზონის ბოლოს გავაკეთებ,
" - უთხრა იუპმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

იმ დროს, როცა "ბაიერნის" პრეზიდენტ ული ჰიონესს ჰაინკესის "შალკეში" შესაძლო დანიშვნა ხუმრობა ეგონა, რეკორდმაისტერის საპატიო პრეზიდენტი ფრანც ბეკენბაუერი იუპის გელზენკირხენში გადასვლის იდეით აღფრთოვანებულია. "ძალიან მინდა, რომ ჰაინკესი დიდ ფეხბურთში დარჩეს. მნიშვნელობა არა აქვს, მწვრთნელი იქნება თუ სხვა თანამდებობაზე დასაქმდება - იუპი ჯერ არაა საპენსიო ასაკში. დარწმუნებული ვარ, რომ სადაც უნდა წავიდეს, წარმატებებს მიაღწევს," - აღნიშნა 19 თებერვალს "კაიზერ-ფრანცმა".

"ბილდის" ცნობით, "შალკეს" მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი ჰაინკესთან შეხვედრას ახლო მომავალში გეგმავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იუპ ჰაინკესი: ჩვენი მაღალი დონე კვლავ დავამტკიცეთ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული