"ჩემი ინფორმაციით, "ბაიერნი" "ბორუსიას" ლევანდოვსკის გომესში გაცვლას შესთავაზებს. რაკი გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ მიუნხენელები რობერტს უკვე ყველაფერზე შეუთანხმდნენ, "დორტმუნდი" შებოჭილია და გარიგებაზე უარის თქმა გაუჭირდება. ახლა საინტერესო ისაა, რამდენად მოსწონს "ბორუსიას" იურგენ კლოპს გომესი," - უთხრა ჰოლცჰოიზერმა ჩვენს
ამრიგად, გამორიცხული არაა, რომ 27 წლის მარიო სწორედ "დორტმუნდში" აღმოჩნდეს, თუმცა მას სხვა ვარიანტებიც ექნება. უახლესი ინფორმაციით, გომესის გადაბირებით მადრიდის "ატლეტიკოც" დაინტერესებულია. ეს ცნობა ესპანურმა გაზეთმა AS-მა გაავრცელა. მადრიდელებს გერმანიის ნაკრების გოლეადორი რადამელ ფალკაოს შემცვლელად ესახებათ. როგორც იცით, ფალკაოს მთხოვნელთა უდიდესი რიგი უდგას - მის გადაბირებას "რეალი", "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" ცდილობენ და ფაქტია, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრფორვარდს "ატლეტიკოში" დიდხანს აღარავინ გააჩერებს.
დორტმუნდში გომესს გომისი ურჩევნიათ?
ამასობაში გერმანული პრესა იმასაც იუწყება, რომ დორტმუნდელთა თავკაც იურგენ კლოპს ლევანდოვსკის შემცვლელად არა მარიო გომესი, არამედ საფრანგეთის ნაკრებისა და "ლიონის" თავდამსხმელი ბაფეტიმბი გომისი ესახება. 27 წლის გომისი იურგენის ტაქტიკურ სქემაში იდეალურად ჯდება, რადგან რობუსტულია, კარგი დარტყმა აქვს, პასის გაკეთებაც შეუძლია და შესანიშნავად თამაშობს თავით. ამასთან, მას თავისი შესაძლებლობები მრავალგზის დამტკიცებული აქვს - ზედიზედ მეშვიდე წელია, სეზონში ათზე მეტ გოლს იტანს.
გომისს "ლიონთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს და დაახლოებით 12 მილიონ ევროდაა შეფასებული. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, დორტმუნდელები გომისის გარდა, ედინ ჯეკოზე (მანჩესტერ სიტი), შტეფან კისლინგსა (ლევერკუზენი) და მამე დიუფზეც (ჰანოვერი) ფიქრობენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მოსალოდნელი ტრანსფერი: კლოპმა კისლინგი მოითხოვა