ბუნდესლიგა. XXIII ტური: გოლუხვი იუ(პ)ილე [VIDEO]

AutoSharing Option
"ვერდერთან" მატჩი "ბაიერნის" თავკაც იუპ ჰაინკესისთვის ბუნდესლიგის რიგით მე-1000 შეხვედრა გახლდათ.

აქედან 369 შეხვედრა "დონ იუპმა" ფეხბურთელის რანგში ჩაატარა, დანარჩენ 631 მატჩში კი მწვრთნელი გახლდათ, რაც, დაგვეთანხმებით, ფენომენალური მიღწევაა და შესაბამისად, ფენომენალური იყო იუპის გუნდიც - შეგირდებმა 67 წლის დამრიგებელი ამ საიუბილეო მატჩში ექვსი გოლით დაასაჩუქრეს: რეკორდმაისტერმა ბრემენული კლუბი 6:1 გაანადგურა.

მატჩის დაწყებამდე "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ჰაინკესს ყვავილების თაიგული გადასცა, ფეხბურთელებმა კი გოლების თაიგული აჩუქეს - "ბაიერნის" ჩემპიონობაში ეჭვი ხომ აღარავის ეპარება და ამასთან ერთად, მიუნხენური გრანდი დამსახურებულ მწვრთნელს
მართლაც სამაგალითო ფეხბურთით აცილებს - დიდი ხანია, დაწყებულია დისკუსია იმის შესახებ, რომ ეს ყველა დროის საუკეთესო "ბაიერნია".

ამრიგად, "ბაიერნმა" შაბათს "დორტმუნდთან" უპირატესობა 18 ქულამდე გაზარდა, მოქმედ ჩემპიონს ამით მოტივაცია დაუკარგა და ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ოთხშაბათს, გერმანიის თასის მეოთხედფინალში რეკორდმაისტერი სწორედ "დორტმუნდს" მასპინძლობს!

"პირველ 20 წუთში გაგვიჭირდა, რადგან ფეხბურთელები შეთამაშებულები არ იყვნენ. მერე კი ფოიერვერკი მოვაწყვეთ. მეორე ტაიმში მოვლენებს სრულად ვაკონტროლებდით, მეტოქეც კაცნაკლული დარჩა და რომ მოგვენდომებინა, კიდევ რამდენიმე გოლს გავიტანდით, მაგრამ ისედაც მოგებულ თამაშში მეტად აღარ დავიხარჯეთ. ამ გუნდით ვამაყობ," - განაცხადა საფინალო სასტვენის შემდეგ ჰაინკესმა.

აღსანიშნავია, რომ იუპმა "არსენალთან" მატჩისგან (3:1 მიუნხენელთა სასარგებლოდ) განსხვავებით, ძირითადი შემადგენლობა ექვს პოზიციაზე შეცვალა, მაგრამ "ვერდერისთვის" "ბაიერნის" ეგრეთ წოდებული "მეორე გუნდიც" ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდა.

VideoSportall.Ge
ბაიერნი - ვერდერი 6:1


საუკეთესო მაგალითი არიენ რობენია, რომელიც ამ სეზონში მხოლოდ მეექვსედ იყო სასტარტოში, მაგრამ გოლიც გაიტანა და 2 საგოლე პასიც მიითვალა. ფაქტია, რომ ჰაინკესი რობენს "დორტმუნდთანაც" ძირითადში ათამაშებს, რადგან ფრანკ რიბერი გერმანიის თასზე დისკვალიფიცირებულია.

მიუნხენელთა ძირითადი ცენტრფორვარდი კი მარიო გომესი გახლდათ (იუპმა მანჯუკიჩი დაასვენა) და მწვრთნელს ნდობისთვის მადლობა ორი გოლით გადაუხადა. რობენისა და გომესის გარდა, სათადარიგოთა სკამიდან ჟერომ ბოატენგმა, დიეგო კონტენტომ, ლუის გუსტავომ და ჯერდან შაჩირიმაც სასტარტოში ითამაშეს.

მატჩის შემდეგ ჰაინკესს ბავარიელთათვის ცუდი ფაქტის აღნიშვნაც არ დაავიწყდა: 58-ე წუთზე მანუელ ნოიერმა 2013 წელს პირველი გოლი გაუშვა - 577-წუთიანი მშრალი სერიის შემდეგ რეკორდმაისტერის კარი დე ბრუინმა დალაშქრა.

"ამ გოლმა ცოტათი გაგვაბრაზა, რადგან შესვენებაზე მიზნად სწორედ კარის მშრალად შენახვა დავისახეთ. ახლა უკვე ყველანი "დორტმუნდთან" პრინციპულ მატჩზე ვფიქრობთ. "ბორუსია" მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელია, რაც ჩვენთვის უდიდესი გამოწვევაა," - თქვა იუპმა და ჩვენს გერმანელ კოლეგებს დაუდასტურა, რომ სეზონის დასრულებისთანავე პენსიაზე გასვლას აპირებს:

"თუ სეზონს ისევე ბრწყინვალედ დავასრულებთ, როგორც ახლა ვთამაშობთ, სამწვრთნელო კარიერას გულდამშვიდებული დავასრულებ."

ჰამბურგი ისევ გაშტერდა
"დორტმუნდთან" (4:1) და "გლადბახთან" (1:0) გამარჯვებების შემდეგ საფეხბურთო გერმანიამ "ჰამბურგი" დააფასა - ტორსტენ ფინკის გუნდს გერმანელმა ექსპერტებმა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაც კი უწინასწარმეტყველეს, მაგრამ ამ უქმეებზე რაფაელ ვან დერ ვაარტი და კომპანია ისევ ჩაფლავდნენ.

თანაც - ძალიან მწარედ! "ჰამბურგი" ჰანოვერში 1:5 განადგურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩრდილოგერმანელები მეცხრე ციდან ისევ მიწაზე დაეშვებიან.

მირკო სლომკას გუნდი მამე დიუფის გოლით იგებდა, მაგრამ ვან დერ ვაარტმა ანგარიში მალევე გაათანაბრა - ჰოლანდიელმა ეს პენალტით გააკეთა. მერე კი "წითლებმა" ფინკის ბიჭებს 4 გოლი გაუტანეს. დიდიე ია კონანმა დუბლი შეასრულა, თითო-თითო კი ჰუშტიმ (პენალტით) და აბდელაუმ გაიტანეს.

საინტერესო თამაში იყო "მაინცისა" და "ვოლფსბურგის" დაპირისპირებაც, სადაც მასპინძლებმა ანგარიში "მგლების" მეკარე დიეგო ბენალიოს შეცდომის წყალობით (ზიმლინგის გოლი) გახსნეს. ეს მეხუთე წუთზე მოხდა და ზუსტად ათ წუთში "ვოლფსბურგმა" წონასწორობის აღდგენა შეძლო (ნალდო), მაგრამ მერე "მგლებს" ალექსანდერ მადლუნგი გაუძევეს, რის გამოც დიტერ ჰეკინგის გუნდის უპირველესი ამოცანა ანგარიშის შენარჩუნება გახდა, რაც "ვოლფებმა" მოახერხეს კიდეც.

თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ მიუხედავად კაცნაკლულობისა, მეორე ტაიმში "მგლებს" მაინც შეეძლოთ გამარჯვების გოლის გატანა.

აუგსბურგმა ჰოფენჰაიმს გადაასწრო
ცხადია, რომ გადარჩენისთვის სამი გუნდი იბრძოლებს და ქვედა სამეულში შაბათს "აუგსბურგი" და "ჰოფენჰაიმი" ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ფინალის ტოლფასი შეხვედრა აუგსბურგელებმა 2:1 მოიგეს და "სოფლელებს" გადაასწრეს. ამრიგად, ახლა სარელეგაციო, მე-16 ადგილზე სწორედ "აუგსბურგია", "ჰოფე" კი მე-17 პოზიციაზე ჩამოქვეითდა და თან, მომდევნო ტურში "ბაიერნს" უნდა უმასპინძლოს.

აღსანიშნავია საშა მიოლდერსის (აუგსბურგი) რიგით მე-9 გოლი მიმდინარე სეზონში. "შტუტგარტმა" და "ნიურნბერგმა" ქულები გაიყვეს, "შალკეს" კი "გალათასარაისთან" მიღწეული ფრის შემდეგ გამოცოცხლება დაეტყო: შაბათის საღამოს მატჩში გელზენკირხენელებმა "ფორტუნა" მატიპის დუბლით  2:1 დაამარცხეს და ცხრილში მდგომარეობა ოდნავ გამოისწორეს.

გლადბახის 19 წლის გმირი
"ბორუსიების" დუელი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. ნომინალური ცენტრფორვარდის გარეშე დარჩენილმა დორტმუნდელებმა (ლევანდოვსკი და შიბერი დისკვალიფიკაციის გამო არ იყვნენ) ესპანურ სტილში, კლასიკური "ცხრიანის" გარეშე ითამაშეს. იურგენ კლოპმა ყველაზე წინ მარიო გიოტცე გაამწესა და სწორედ ამ უკანასკნელმა გახსნა ანგარიში - ოღონდ, პენალტით.

საკადრო პრობლემები მიონხენგლადბახელებსაც ჰქონდათ - ლუსიენ ფავრს პატრიკ ჰერმანი და ხუან არანგო დააკლდნენ. მეორე ტაიმში "გლადბახმა" მოინდომა და მიზანსაც მიაღწია: 67-ე წუთზე 19 წლის ამინ იუნესმა ანგარიში გაათანაბრა! გოლის შემდეგ "გლადბახმა" "დორტმუნდი" დაწნეხა, მაგრამ მიზანს ვეღარ მიაღწია.

92-ე წუთზე კი "დორტმუნდის" კაპიტან სებასტიან კელს შეეძლო გამარჯვების გოლის გატანა, მაგრამ ახლო მანძილიდან ცარიელ კარს ააცილა. ამრიგად, "დორტმუნდმა" მხოლოდ ერთი ქულა აიღო და "ბაიერნს" უკვე 17 ქულით (!!!) ჩამორჩება.

"ლევერკუზენს" მეორე ადგილზე ანაცვლების შანსი ჰქონდა და ამისათვის აუტსაიდერი "ფიურტი" უნდა დაემარცხებინა, მაგრამ "ფარმაცევტებმა" ვერ ივარგეს – ბოლოადგილოსანთან უგოლო ფრეს დასჯერდნენ.

ბუნდესლიგა. XXIII ტური
ფრაიბურგი-აინტრახტი 0:0
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - შმიდი, გინტერი, დიანიე (54. კრმასი), ზორგი - შუსტერი, მაკიადი - მ. კრუსე, დ. კალიჯური - როზენტალი (86. ტერაცინო), გუედე (61. ფლუმი).
აინტრახტი (4-1-3-2): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, ანდერსონი, ოჩიპკა - შვეგლერი - ჩელოცი, ა. მაიერი, როდე - აიგნერი (88. ლანიგი), მატმური (46. ოუშენი).
გაფრთხილება: დ. კალიჯური - მატმური, ს. იუნგი, შვეგლერი
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 8(5)-8(1); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 23 400

ბაიერნი-ვერდერი 6:1
გოლები: 1:0 რობენი (25), 2:0 ხავი მარტინესი (29), 3:0 გებრე სელასიე (49-საკ. კარში), 4:0 გომესი (51), 4:1 დე ბრუინი (58), 5:1 რიბერი (86), 6:1 გომესი (89)
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, კონტენტო - ხავი მარტინესი (52. ტიმოშჩუკი), ლუის გუსტავო - რობენი, შაჩირი (72. პისარო), რიბერი - გომესი.
ვერდერი (4-2-3-1): მილიტცი - გებრე სელასიე, პრიოდლი, ლუკიმია, შმიტცი - იგნიოვსკი, იუნუზოვიჩი - დე ბრუინი, ჰანტი (46. პავლოვიჩი), არნაუტოვიჩი - პეტერსენი.
გაფრთხილება: იუნუზოვიჩი, პავლოვიჩი
გაძევება: პრიოდლი (44. ვერდერი)
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 6-13; თამაშგარე: 9-0; კარში დარტყმა: 14(8)-11(4); ბურთის ფლობა: 74%-26%.
მაყურებელი: 71 000

შტუტგარტი-ნიურნბერგი 1:1
გოლები: 1:0 ტრაორე (51), 1:1 ფოილნერი (77)
შტუტგარტი (4-1-2-2-1): ულრაიხი - გ. საკაი, ტასკი, ნიდერმაიერი, მოლინარო - კვისტი - გენტნერი, ჰოლცჰოიზერი (90. მაქსიმი) - ჰარნიკი (73. ოკაზაკი), ტრაორე (84. მაკედა) - იბიშევიჩი.
ნიურნბერგი (4-2-2-1-1): რ. შეფერი - ჩენდლერი, ნილსონი, სიმონსი, პინოლა - ფოილნერი, ბალიჩი - ფრანტცი, კანაზაკი (46. ესვაინი) - კიოტაკე - პოლტერი (68. პეკჰარტი).
გაფრთხილება: ჰარნიკი - კანაზაკი, ჩენდლერი, პოლტერი
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 15(8)-10(2); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 46 570

ჰანოვერი-ჰამბურგი 5:1
გოლები: 1:0 მ. დიუფი (7), 1:1 ვან დერ ვაარტი (13-პენ), 2:1 ჰუშტი (39-პენ), 3:1 ია კონანი (45), 4:1 ია კონანი (68), 5:1 აბდელაუ (85)
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩაჰედი, ჯურუ, კ. შულცი, პოკონიოლი - ჰოფმანი, და სილვა პინტუ - ია კონანი, ჰუშტი (42. რაუში) - აბდელაუ (87. შლაუდრაფი), მ. დიუფი (66. ზობიხი).
ჰამბურგი (4-1-2-1-2): ადლერი - დიკმაიერი, ვესტერმანი, რაიკოვიჩი, იანსენი - ბადელი - სკიელბრედი (46. ბაისტერი), აოგო (75. ირაჩეკი) - ვან დერ ვაარტი (75. რინკონი) - რუდნევსი, სონი.
გაფრთხილება: ჰოფმანი
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 13(6)-23(12); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 49 000

მაინცი-ვოლფსბურგი 1:1
გოლები:L1:0 ზიმლინგი (5), 1:1 ნალდო (15)
მაინცი (4-2-3-1): ვეტკლო - პოსპეხი, სვენსონი, ნოვესკი, ჟუნიორ დიასი (74. რისსე) - ბაუმგარტლინგერი, სოტო (54. მ. კალიჯური) - ნ. მიულერი, ზიმლინგი, ივანშიტცი (58. ედე) - სალაი.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ჰასებე, ნალდო, მადლუნგი, მ. შეფერი - პოლაკი, ჟოსუე - ვიეირინია (82. როდრიგესი), დიეგო, ოლიჩი (34. კიაერი) - დოსტი (87. პერიშიჩი).
გაფრთხილება: ზიმლინგი - დიეგო, კიაერი
გაძევება: მადლუნგი (30. ვოლფსბურგი)
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 22-12; თამაშგარე: 6-4; კარში დარტყმა: 13(2)-5(3); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 22 175

აუგსბურგი-ჰოფენჰაიმი 2:1
გოლები: 1:0 ჟი (45), 2:0 მიოლდერსი (79), 2:1 დე კამარგო (92)
აუგსბურგი (4-1-4-1): ამსიფი - ფოგტი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ბაიერი - ჰანი, კოო, ჟი (73. ოტლი), ვერნერი (81. დე იონგი) - მიოლდერსი (89. იორლი).
ჰოფენჰაიმი (4-2-2-2): გომეში - ბეკი, აბრაამი, დელპიერი (22. ვესტერგაარდი), ჯონსონი - პოლანსკი, ვაისი (68. დე კამარგო) - რობერტო ფირმინიო (45+1. შრიოკი), ხოსელუ - დერდიოკი, ვოლანდი.
გაფრთხილება: ჰანი - ვოლანდი, ბეკი, პოლანსკი, ვესტერგაარდი, შრიოკი
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 17-24; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 20(3)-7(2); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 28 211

შალკე-ფორტუნა 2:1
გოლები: 1:0 მატიპი (29), 1:1 ბელინგჰაუზენი (56), 2:1 მატიპი (81)
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - ჰიოგერი (84. მეტცელდერი), ჰიოვედესი, მატიპი, კოლასინაცი - ჯონსი, ნოიშტედტერი (80. მაიერი) - ფარფანი, დრაქსლერი (66. რაფაელი), მიშელ ბასტოსი - ჰუნტელაარი.
ფორტუნა (4-4-1-1): გიფერი - ბალოგუნი, ლატკა, მალეზასი, ვან დერ ბერგი - ლამბერტცი, ტეშე, ბოძეკი (84. ომაე), ბელინგჰაუზენი (89. ილსიო) - ო. ფინკი - რაიზინგერი (12. დ. შაჰინი).
გაფრთხილება: ჯონსი - ბოძეკი, გიფერი
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 18-17; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 18(7)-5(1); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 61 673

გლადბახი-დორტმუნდი 1:1
გოლები: 0:1 გიოტცე (31-პენ), 1:1 იუნესი (67)
გლადბახი (4-2-2-1-1): ტერ შტეგენი - იანჩკე, შტრანცლი, ალვარო დომინგესი, დემსი - ნორდტვეიტი, მარქსი - რუპი (93. ბრუვერსი), ვენდტი - იუნესი (80. მლაპა) - ჰანკე (63. ლ. დე იონგი).
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი (82. ნ. შაჰინი), სუბოტიჩი, ჰუმელსი (46. ფელიპე სანტანა), შმელცერი - გიუნდოგანი, კელი - გროსკროიტცი, ლაიტნერი (71. ბაჟნერი), როისი - გიოტცე.
გაფრთხილება: მარქსი, ტერ შტეგენი, იანჩკე - ფელიპე სანტანა
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 16-9; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 6(3)-15(4); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 54 010

ფიურტი-ლევერკუზენი 0:0
ფიურტი (4-1-4-1): ჰესლი – მ. ციმერმანი, სობიეხი, მავრაი, ბაბა – გაისი – კლაუსი, ფიურშტნერი (67. ტრინკსი), პრიბი (61. პეკოვიჩი), პლედლი – ჯურჯიჩი (46. აზემი).
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო – კარვახალი, ვოლშაიდი, თოფრაქი, ბიონიში –რაინარტცი (89. მილიკი) – ლ. ბენდერი (69. სემი), როლფესი (71. ჰეგელერი) – კასტრო, შიურლე – კისლინგი.
გაფრთხილება: პეკოვიჩი, პლედლი - თოფრაქი
კუთხური: 4-10; ჯარიმა: 17-12; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 10(4)-22(11); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 14 635

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge

ბომბარდირები: 15 – კისლინგი (ლევერკუზენი), მანჯუკიჩი (ბაიერნი); 14 – ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 12 – ა. მაიერი (აინტრახტი), სალაი (მაინცი); 11 – თ. მიულერი (ბაიერნი), პეტერსენი (ვერდერი), როისი (დორტმუნდი).

მომდევნო ტური

1 მარტი
აინტრახტი-გლადბახი.

2 მარტი
დორტმუნდი-ჰანოვერი, ვოლფსბურგი-შალკე, ვერდერი-აუგსბურგი, ნიურნბერგი-ფრაიბურგი, ჰამბურგი-ფიურტი, ლევერკუზენი-შტუტგარტი.

3 მარტი
ჰოფენჰაიმი-ბაიერნი, ფორტუნა-მაინცი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არიენ რობენი: "ვერდერთან" შეხვედრა იოლი არ იყო, როგორც ეს გარედან ჩანს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული