მიხაელ ცორკმა დაადასტურა: ლევანდოვსკი მიდის!

AutoSharing Option
"ბაიერნთან" მატჩის წინ "დორტმუნდის" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი "ბორუსიასთან" ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 24 წლის გოლეადორი გერმანიის მოქმედ ჩემპიონს ან მომავალ ზაფხულს დატოვებს, ანაც გაისად, ოღონდ უფასოდ.

ფეხბურთელის მრჩეველმა ჩეზარი კუხარსკიმ შედარებით ადრე თქვა, ჩემს კლიენტს კონტრაქტის გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვსო და როგორც ხედავთ, გამართლდა მოლოდინი იმის შესახებ, რომ რობერტი "ბორუსიადან" აიბარგებოდა. ახლა გასარკვევია, როდის წავა ლევანდოვსკი და მართლა "ბაიერნში" გადავა, თუ არა.

"ბილდის" ინფორმაციით, რეკორდმაისტერი ლევანდოვსკის
სანაცვლოდ ფულის გადახდას არ აპირებს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ბავარიელებს პოლონელის ხელში ჩაგდება უფასოდ უნდათ, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ რობერტი "დორტმუნდში" კიდევ ერთ სეზონს გაატარებს და რეკორდმაისტერში გაისად გადავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მოსალოდნელი ტრანსფერი: ლევანდოვსკი "ბაიერნს" უახლოვდება!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული