"ბაიერნისა" და დორტმუნდის სათასო დაპირისპირების შემდეგ "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა
იურგენ კლოპმა დორტმუნდელი ჟურნალისტების გარემოცვაში თქვა, მიუნხენელთა თავკაცმა
იუპ ჰაინკესმა ჩვენგან ბევრი რამ გადაიღოო, რითაც 67 წლის "დონ იუპი" ფაქტობრივად პლაგიატობაში დაადანაშაულა.
ჰაინესმა 45 წლის კლოპს გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა:
"ბაიერნს" კლოპზე გაცილებით დიდი ისტორია აქვს და ამ გუნდს ყოველთვის თავისი საკუთარი სტილი ჰქონდა. ვფიქრობ, ირგენმა წაგება უნდა ისწავლოს და მარცხის შემდეგაც კაცურად უნდა მოიქცეს. თუ კლოპს ოდესმე ისეთი დიდი გუნდის გაწვრთნის შესაძლებლობა მიეცემა, როგორებიცაა "ბაიერნი" ან "რეალი", მიხვდება, რომ ეს სხვა სამყაროა. დარწმუნებული ვარ, რომ მაშინ ასე აღარ ილაპარაკებს. "დორტმუნდის" შეურაცხყოფა აზრადაც არ მომსვლია, რადგან ეს მართლა დიდი გუნდია. მე ისეთი დიდი მწვრთნელები დამიმარცხებია, როგორებიც არიან მარჩელო ლიპი, არიგო საკი ან იოჰან კრუიფი და მათთვის პლაგიატობის დაბრალება აზრადაც არასდროს მომსვლია. კლოპს კი იმის ამბიცია აქვს, რომ "დორტმუნდის" ამჟამინდელი სტილი დააპატენტოს," - აღნიშნა ჰაინკესმა და იქვე დასძინა, შეურაცხყოფილი არ ვარ, რადგან იურგენმა ეს დორტმუნდელი ჟურნალისტების გარემოცვაში თქვა და მჯერა, რომ წამოსცდაო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"ასევე იხილეთ:გერმანიის თასი. 1/4-ფინალი: "ბაიერნმა" "დორტმუნდი" თასზეც ჩამოიცილა