ოლივერ კანი: ახლანდელი "ბაიერნი" კლუბის ისტორიაში საუკეთესო გუნდია

AutoSharing Option
იუპ ჰაინკესის "ბაიერნს" უმაღლესი შეფასება ისეთმა ადამიანმა მისცა, ვის სიტყვასაც კლუბის ქომაგთა შორის დიდი ფასი აქვს – გუნდის ლეგენდარულმა მეკარემ, 43 წლის ოლივერ კანმა განაცხადა, რომ დღევანდელი "ბაიერნი" კლუბის ისტორიაში საუკეთესოა.

ბავარიელებმა წლეულს ბუნდესლიგის რამდენიმე რეკორდი მოხსნეს და უდიდესი უპირატესობით ლიდერობენ ჩემპიონატს.

"ამას წინათ ფელიქს მაგათმა თქვა, რომ ეს "ბაიერნი" კლუბის არსებობის ისტორიაში ყველაზე საუკეთესოა – სავსებით ვეთანხმები მას. გუნდის დაცვითი ბასტიონი სუპერ–ძლიერია. ამასთან, გუნდს დიდი შემტევი პოტენციალი აქვს. 14 წელიწადი მითამაშია "ბაიერნში", მაგრამ ასეთი დომინანტური ის არასოდეს ყოფილა. "ბაიერნს"
სამი ტიტულის მოგების რეალური შანსი აქვს. ჩემი აზრით, გუნდი ისე გაძლიერდა, რომ ბუნდესლიგა მალე მოსაწყენი გახდება
", – უთხრა ოლივერმა "კიკერს".



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული