კლაას–იან ჰუნტელაარი რამდენიმე კვირას გამოტოვებს

AutoSharing Option
"შალკესა" და "დორტმუნდის" დერბიში გამარჯვების გოლის ავტორმა კლაას-იან ჰუნტელაარმა მუხლის ტრავმა მიიღო და ახლა "ხუმარების" 29 წლის ჰოლანდიელი ფორვარდი ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალს გამოტოვებს "გალათასარაისთან".

პირველადი დასკვნით ჰუნტელაარი რამდენიმე კვირას გამოტოვებს.

ჰუნტელაარმა "დორტმუნდს" 35-ე წუთზე გაუტანა, 54-ე წუთზე კი ის ფინელი ტეემუ პუკით შეცვალეს.

შეგახსენებთ, რომ 20 თებერვალს, პირველ მერვედფინალურ მატჩში "გალათასარაიმ" და "შალკემ" ფრე ითამაშეს - 1:1.

აქვე ვიტყვით, რომ "შალკემ" კონტრაქტი გაუგრძელა მცველს, ბენედიქტ ჰიოვედესს.

ასევე იხილეთ:
კლაას-იან ჰუნტელაარი "შალკეში" რჩება




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული