"ფარმაცევტებმა" ასეთი სასწაული ზუსტად 17 ტურის წინ მოახდინეს: რეკორდმაისტერი მიუნხენში 2:1 დაამარცხეს.
26-ე ტურში 20 ქულით დაწინაურებული და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასული "ბაიერნი" სწორედ "ლევერკუზენს" სტუმრობს...
დორტმუნდს საბოდიშოდ აქვს საქმე
"ბაიერისა" და "ბაიერნის" დუელი შაბათის საღამოს მატჩია და ტოპ-შეხვედრაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, მანამდე კი სხვა წყვილები მიმოვიხილოთ.
დორტმუნდის "ბორუსიამ" წინა ტურში თავი შეირცხვინა - ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონი რურის დიდ დერბიში, მოსისხლე მტერ "შალკესთან" 1:2 დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს,
თუმცა 26-ე ტურის წინ არც ფრაიბურგელები არიან კარგ ხასიათზე - კრისტიან შტრაიხის თავმომწონე გუნდი წინა ტურში "ვოლფსბურგთან" 2:5 განადგურდა.
მიუხედავად ამისა, "ფრაი" გაშვებული გოლების მიხედვით მაინც მეორე ადგილზე დარჩა, სატურნირო ცხრილში კი ევროზონიდან გამოვიდა და საუკეთესო ექვსეულში დასაბრუნებლად სასწრაფოდ ქულები სჭირდება.
კრამერის დებიუტი ბრემენში
ბრემენის "ვერდერი" ზემოთ ხსენებული კრიტერიუმის მიხედვით "ფრაიბურგის" ანტიპოდია - "მუსიკოსებს" "ჰოფენჰაიმთან" ერთად ყველაზე მეტი, 49 გოლი აქვთ გაშვებული. სწორედ ამიტომ აირჩია "ვერდერის" თავკაცმა თომას შააფმა წინა ტურში დაცვითი ტაქტიკა და მიონხენგლადბახში 1:1 დააფიქსირა.
შააფმა იმ შეხვედრაში 4-4-1-1 ტაქტიკა აირჩია და ნახევარდაცვის ფლანგებზეც კი უფრო დაცვაზე ორიენტირებული ფეხბურთელები (იგნიოვსკი, იუნუზოვიჩი) გაამწესა.
იმ მატჩის შემდეგ შააფმა თქვა, დარჩენილ ტურებში სწორედ ასეთი ტაქტიკით უნდა ვითამაშოთო, მაგრამ მაინც საეჭვოა, რომ "ვერდერი" აუტსაიდერ "ფიურტთანაც" დაცვაში ჩაჯდეს. დიდი შანსია, რომ შააფმა ძირითად შემადგენლობაში ჰანტი და არნაუტოვიჩი დააბრუნოს.
"ფიურტი" წინა ტურში უშუალო კონკურენტ "ჰოფენჰაიმთან" 0:3 განადგურდა, რის შემდეგაც ფიურტელებმა პირველ ბუნდესლიგაში დარჩენის იმედი დაკარგეს. მართალია, გადარჩენის თეორიული შანსი ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ რეალურად ყველა ხვდება, რომ "ფიურტის" გადარჩენა შეუძლებელია.
მაგალითად, კლუბის პრეზიდენტმა თქვა, მე-15 ან მე-16 ადგილზე ლაპარაკს აზრი აღარ აქვს, ამიერიდან იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომელი ფეხბურთელებით დავიწყებთ მომდევნო სეზონსო.
აქვე გეტყვით, რომ ამ კვირაში "ფიურტმა" ბოლოს და ბოლოს იპოვნა ახალი მწვრთნელი: ბრემენში ფრანკ კრამერის დებიუტი შედგება.
მეგობრობა ნიურნბერგში
"ნიურნბერგი" სარელეგაციო მე-16 ადგილამდე ათი ქულა აშორებს, რაც ფრანკებისთვის სიმშვიდის გარანტიაა, მაგრამ ნიურნბერგში მწვრთნელის საკითხი მაინც აქტუალურია.
მიუხედავად იმისა, რომ მიხაელ ვიზინგერის ხელში ფრანკებმა 8 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგეს, ამ სპეციალისტს პოსტზე ალბათ მაინც არ დატოვებენ. გერმანულ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, მომდევნო სეზონში "ნიურნბერგს" შესაძლოა ჰუუბ სტევენსმა უხელმძღვანელოს.
ასეა თუ ისე, ფრანკები წაუგებელი სერიის გაგრძელებას "შალკესთან" საშინაო შეხვედრაშიც ეცდებიან.
გელზენკირხენელებს ემოციურად დატვირთული კვირა ჰქონდათ - წინა უქმეებზე "დორტმუნდი" დაამარცხეს და ბედნიერები იყვნენ, შუა კვირაში კი "გალათასარაისთან" დამარცხდნენ და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშნენ. შესაბამისად, "შალკე" ამიერიდან ბუნდესლიგაზეა კონცენტრირებული და საუკეთესო ოთხეულში ადგილის შენარჩუნებას ეცდება.
გელზენკირხენელთა თავკაც იენს კელერს თავდასხმაში აქვს პრობლემა - კლაას-იან ჰუნტელაარი და ჩიპრიან მარიკა ტრავმირებულები არიან. მესამე ცენტრფორვარდმა ტეემუ პუკიმ "გალასთან" ცუდად ითამაშა და შესაძლოა, კელერმა დღეს სხვა რამ მოიფიქროს.
ჰოფენჰაიმი აუგსბურგს მისდევს
"ფიურტის" განადგურებით "ჰოფენჰაიმმა" გადარჩენისთვის ბრძოლაში წინ დიდი ნაბიჯი გადადგა - "სოფლელებს" ბოლო ადგილზე გასვლის საფრთხე აღარ ემუქრებათ და ახლა მათი მიზანი სარელეგაციო მე-16 ადგილია - იქამდე კი მხოლოდ 2 ქულა აშორებთ.
"ჰოფე" ამ ტურში "მაინცს" მასპინძლობს და მხოლოდ სამი ქულისთვის იბრძოლებს, თუმცა მოგემა მაინცელებსაც ძალიან უნდათ, რადგან მეშვიდე ადგილზე არიან და საუკეთესო ექვსეულს უმიზნებენ.
"ჰამბურგი" მე-6 ადგილზეა და სეზონის ევროზონაში დასრულების კარგი შანსი აქვს, მაგრამ ჩრდილოგერმანული კლუბის გულშემატკივრები პესიმისტურად არიან განწყობილები, რადგან "ჰამბურგს" სტაბილურობა აკლია. "ჰანოვერთან" განადგურებისა და "ფიურტთან" ფრის შემდეგ ტორსტენ ფინკის გუნდმა შტუტგარტიდან სამი ქულა წაიღო (1:0), ახლა კი "აუგსბურგს" მასპინძლობს.
აუგსბურგელები წინა ტურში "ნიურნბერგთან" 1:2 დამარცხდნენ და მშვიდად ვერ იქნებიან, რადგან "ჰოფენჰაიმს" მხოლოდ ორი ქულით უსწრებენ.
გაიმეორებს ბაიერი განუმეორებელს?
"ბაიერნის" ერთადერთი წაგების შემდეგ წრე შეიკრა - ამ ტურში რეკორდმაისტერი იმ "ლევერკუზენს" სტუმრობს, რომელმაც მიუნხენურ გრანდს 2012 წლის 28 ოქტომბერს, შტეფან კისლინგისა და სიდნი სემის გოლები ერთადერთი მარცხი აგემა.
ცხადია, რომ "ფარმაცევტებს" სასწაულის გამეორება უნდათ, მაგრამ ეს ძალიან ძნელი იქნება - თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ "ბაიერნს" გასვლით მატჩებში მხოლოდ ერთი (!) გოლი აქვს გაშვებული.
"ბაიერნთან" მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. სრული კონცენტრაციით ყველაფერი შესაძლებელია", - თამამად ამბობს "ფარმაცევტების" დამრიგებელი საშა ლევანდოვსკი.
"ბაიერნმა" მეორე წრეში რვავე თამაში (!) მოიგო, თუმცა პრეზიდენტ ული ჰიონესისა არ იყოს, ბავარიელებს ბოლო დროს შესუსტება დაეტყოთ: "ჰოფენჰაიმი" მხოლოდ 1:0 დაამარცხეს, ჩემპიონთა ლიგის მერევდფინალის საპასუხო რაუნდში კი "არსენალთან" 0:2 დამარცხდნენ.
მართალია, "ბაიერნი" მეოთხედფინალში მაინც გავიდა, მაგრამ ფაქტია, რომ ოფიციალურ მატჩებში 23-თამაშიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
სავარაუდო შემადგენლობები
ლევერკუზენი (4-3-2-1): ლენო - კარვახალი, ვოლშაიდი, შვააბი, კადლეცი - ლ. ბენდერი, რაინარტცი, როლფესი - კასტრო, შიურლე - კისლინგი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, კროოსი, რობენი - გომესი.
არბიტრი: პეტერ გაგელმანი (ბრემენი)
კრიზისული დუელი ფრანკფურტში
კვირის პირველი მატჩი კრიზისში მყოფი გუნდების, "აინტრახტისა" და "შტუტგარტის" დაპირისპირებაა. ფრანკფურტელებს 505-წუთიანი უგოლო სერია აქვთ და შესაბამისად, საუკეთესო ოთხეულში აღარ არიან.
ფაქტია, რომ ზედიზედ ხუთ მატჩში უგოლოდ დარჩენის შემდეგ "აინტრახტის" თავკაცმა არმინ ფეემ რაღაც უნდა მოიფიქროს.
"შტუტგარტს" გოლები კი გააქვს, მაგრამ ქულებს ვერ აგროვებს. ბრუნო ლაბადიას სამწყსომ 2013 წელს მხოლოდ 4 ქულა აიღო, რითაც მეორე წრის აუტსაიდერია. თანაც, შვაბები ევროპალიგიდანაც გამოვარდნენ (0:2 და 1:3 რომის "ლაციოსთან").
სპორტული დირექტორი ფრედი ბობიჩი ამბობს, გუნდში ძალიან ნეგატიური განწყობააო. წინა ტურში, "ჰამბურგთან" წაგების (0:1) შემდეგ შტუტგარტელი ფანები სკანდირებდნენ, ეს ყველაფერი ყელში ამოგვივიდაო.
ფაქტია, რომ ქულები ორივე გუნდს სჭირდება.
გლადბახი და ჰანოვერი ევროპაზე ოცნებობენ
ქულები ძალიან სჭირდებათ "გლადბახს" და "ჰანოვერსაც", რადგან ორივე გუნდი ევროპალიგის საგზურზე ოცნებობს.
"მეათე ადგილს ევროპასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასწრაფოდ უნდა გამოვსწორდეთ და საჭირო ქულები დავაგროვოთ", - აცხადებს ჰანოვერელთა დამრიგებელი მირკო სლომკა.
მაგრამ "წითლებს" სწორედ სტუმრად უჭირთ ქულების მოპოვება - მხოლოდ გასვლაზე ჩატარებული მატჩების ცხრილში "ჰანოვერი" ბოლო ადგილზეა. "გლადბახს" კი უკვე სამმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, მაგრამ ამ სამიდან მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო.
ბუნდესლიგა. XXVI ტური
15 მარტი
ვოლფსბურგი-ფორტუნა 1:1
გოლები: 0:1 ბოდი (37), 1:1 ოლიჩი (51)
16 მარტი
დორტმუნდი-ფრაიბურგი 18:30
ტრავმა: ჰუმელსი, ოვომოიელა, ს. ბენდერი, კელი - მაკიადი, ცუკი, ფრაისი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +16=8-3, (53:31)
ვერდერი-ფიურტი 18:30
ტრავმა: ვოლფი, ფრიტცი, აკპალა, ფიულკრუგი - ჰესლი, ნდოიე, გაისი, ჰეფელე, შტიბერი, ტირალა, ფალი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0=1-0, (1:1)
ნიურნბერგი-შალკე 18:30
ტრავმა: შტეფანი, მარკოს ანტონიო, გებჰარტი, ჰლუშეკი, ნგანკამი - უნერშტალი, კ. პაპადოპულოსი, აფელაი, ჰუნტელაარი, მარიკა
ბოლო 6 მატჩი
+2=4-0 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 51 თამაში: +14=13-24, (51:75)
ჰოფენჰაიმი-მაინცი 18:30
ტრავმა: კრისი, გრიფო, რუდი, სალიჰოვიჩი, ვუკჩევიჩი - ბუნგერტი, ჟუნიორ დიასი, ზაბავნიკი, მ. კალიჯური, რუკავიცა
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +1=1-5, (9:13)
ჰამბურგი-აუგსბურგი 18:30
ტრავმა: ლამი, მანსიენი, ილიჩევიჩი - მანინგერი, ფიპლი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +1=1-1, (3:2)
ლევერკუზენი-ბაიერნი 21:30
ტრავმა: ბელარაბი - ბადშტუბერი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 67 თამაში: +15=13-39, (82:130)
17 მარტი
აინტრახტი-შტუტგარტი 18:30
ტრავმა: ამედიკი - აუდელი, ბა, კაკაუ, თორუნი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 83 თამაში: +28=18-37, (137:154)
გლადბახი-ჰანოვერი 20:30
ტრავმა: ჩერუნდოლო, ეგიმანი, ფელიპე, ანდრეასენი, ფრანკა, ჰუშტი, შტინდლი (ყველა ჰანოვერი)
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 45 თამაში: +24=8-13, (84:66)
სატურნირო მდგომარეობა
ბომბარდირები: 17 - ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 16 - კისლინგი (ლევერკუზენი); 15 - მანჯუკიჩი (ბაიერნი); 12 - ა. მაიერი
(აინტრახტი), თ. მიულერი (ბაიერნი), სალაი (მაინცი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"