"ბაიერნმა" შესაძლოა გერმანიის ჩემპიონობა 27-ე ტურში გაიფორმოს [VIDEO]

AutoSharing Option
ბუნდესლიგის 26-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" სტუმრად დაძაბულ შეხვედრა "ლევერკუზენი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მიუნხენელები სატურნირო ცხრილში მეორე მყოფ "დორტმუნდს" 20 ქულით უსწრებენ და შესაძლოა უკვე მომდევნო ტურში გერმანიის ჩემპიონობა გაიფორმონ.

იმ შემთხვევაში თუ მოდევნო ტურში "ბაიერნმა" შინ "ჰამბურგს" მოუგო, ხოლო დორტმუნდელებმა სტუმრად "შტუტგარტთან" ქულები დაკარგეს, იუპ ჰაინკესის გუნდში ჩემპიონობას იზეიმებს.

აღსანიშნავია, რომ "ბაიერნმა" "ლევერკუზენი" ვოლშაიდის ავტოგოლით დაამარცხა, რომელმაც საკუთარ კარში ბურთი 87-ე წუთზე გაიტანა.

მატჩის შემდეგ ჰაინკესმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ არ აპირებს სეზონის დასრულების შემდეგ სამწრთნელო კარიერის დასრულებას.

"როცა
მახსენდება, გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ადენაუერმა საკუთარი პოსტი 71 წლის ასაკში დაიკავა, ახალი პაპი 76 წლისაა, ვხვდები, რომ ჩემს ასაკშიც შემიძლია ბევრი რამე გავაკეთო (ჰაინკესი 68 წლისაა).

ადმინისტრაციული ტიპის სამუშაოს არ განვიხილავ. შესაძლო ვარიანტებს სეზონის ბოლოს ვნახავ"
, - თქვა ჰაინკესმა.

VideoSportall.Ge
16.03.13 ლევერკუზენი - ბაიერნი 1:2


მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმ შემთხვევაში თუ მოდევნო ტურში "ბაიერნი" ჩემპიონი გახდა, დაამყარებს რეკორდს,27 ტურში ბუნდესლიგაში გუნდი არ გაჩემპიონებულა
HUNTER
19:25 17-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული