"არსენალთან" წაგების (0:2) შემდეგ "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა მიუნხენური გრანდის ფეხბურთელები გააკრიტიკა, ბოლო დროს
აღსანიშნავია, რომ ბავარიელთა დამრიგებელმა იუპ ჰაინკესმა ისევ როტაციას მიმართა: ფილიპ ლამი, თომას მიულერი და მარიო მანჯუკიჩი ლევერკუზენში არც კი იახლა, ფრანკ რიბერი და ტონი კროოსი კი ტრავმირებულები იყვნენ.
ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს მარიო გომესმა მოხდენილი გოლით გახსნა: შაჩირის პასი მოედნის ცენტრში მკერდით ჩამოხსნა, ჯერ კარვახალი გააცურა, შემდეგ კი ბიონიში დაიფრინა და ბრწყინვალე, მისთვის უჩვეულო სოლო-რეიდი გამოუვიდა, რომელიც ეფექტური გოლით დააგვირგვინა.
გომესი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში სულ რაღაც მეხუთედ იყო "ბაიერნის" ძირითად შემადგენლობაში, ჯამში კი, გერმანიის ამ ჩემპიონატში 14 მატჩში (531 წუთი) 7 გოლი აქვს გატანილი. ანუ გომესს გოლი საშუალოდ ყოველ 76 წუთში გააქვს, რაც ბუნდესლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია - მასზე ეფექტურად არცერთი სხვა გოლეადორი არ გამოიყურება.
მეორე ტაიმში მიუნხენელებმა არ მოუმატეს, რითაც "ფარმაცევტებმა" ისარგებლეს - 75-ე წუთზე დასწრებაზე ეფექტურად ითამაშა სიმონ როლფესმა, წონასწორობა აღადგინა, მაგრამ "ბაიერნმა" ლევერკუზენიდან მაინც სამი ქულა წაიღო, რაც მასპინძელთა მცველის, ფილიპ ვოლშაიდის დამსახურებაა, რომელმაც 87-ე წუთზე, შვაინშტაიგერის ჯარიმის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში გადაგზავნა. ერთი სიტყვით, "ბაიერნმა" პირველ წრეში წაგებისთვის შური იძია...
Video
16.03.13 ლევერკუზენი - ბაიერნი 1:2
16.03.13 ლევერკუზენი - ბაიერნი 1:2
სამი გოლი 4 წუთსა და 49 წამში!
ჯერ კიდევ ორი ტურის წინ მთელი საფეხბურთო გერმანია "ფრაიბურგის" დაცვას აქებდა. მიზეზიც ჰქონდათ: "ფრაის" "ბაიერნის" შემდეგ ყველაზე ცოტა გოლი ჰქონდა გაშვებული და თავს მართლაც ძალიან ეფექტური უკანა ხაზით იწონებდა, მაგრამ კრისტიან შტრაიხის შეგირდები აიჭრნენ და ბოლო ორ ტურში 10 გოლი (!) მიიღეს, რის შემდეგაც მითები ბრაისგაუელთა დაცვის შესახებ წარსულს ჩაბარდა. "ვოლფსბურგთან" 2:5-ის შემდეგ "ფრაიბურგი" დორტმუნდში 1:5 განადგურდა.
არადა, თავიდან შტრაიხის გუნდი დაწინაურდა, მაგრამ იურგენ კლოპის შეგირდებმა პირველი ტაიმის მიწურულს, ზუსტად 4 წუთსა და 49 წამში სამი გოლი გაიტანეს! ჯერ შაჰინის ჩაწოდებას ლევანდოვსკი გამოეხმაურა და თავით ანგარიში გაათანაბრა (პოლონელის ზედიზედ მე-8 გოლი მე-8 მატჩში, რაც "ბორუსიაში" რეკორდია), მერე შაჰინმა თვითონ გაიტანა 13 მეტრიდან.
მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მე-19 გოლი მიითვალა და მატჩის ბედი გადაწყვიტა, მაგრამ ეს შაჰინის თამაში იყო: 72-ე წუთზე "რეალიდან" დაბრუნებულმა თურქმა დუბლი შეასრულა, ბოლო გოლი კი ახალგაზრდა ბიტენკურმა გაიტანა, რომელიც კლოპმა მოედანზე მარიო გიოტცეს ნაცვლად შეუშვა.
"მიხარია, რომ დორტმუნდში დაბრუნების შემდეგ ბოლოს და ბოლოს ნავსი გავტეხე და გოლები გავიტანეს. სხვათა შორის, ჩემი ვაჟი დღეს პირველად დაესწრო თამაშს და ვალდებულიც ვიყავი, რომ კარგად მეთამაშა," - აღნიშნა მატჩის შემდეგ ნურიმ.
სხვათა შორის, "ფრაიბურგის" ბოლო გამარჯვება დორტმუნდში 2001 წლის 21 ოქტომბრით თარიღდება. მას მერე "ფრაის" "ბორუსიას" სტადიონზე არათუ არ მოუგია, დორტმუნდიდან ერთი ქულაც კი არასდროს წაუღია...
Video
16.03.13 დორტმუნდი - ფრაიბურგი 5:1
16.03.13 დორტმუნდი - ფრაიბურგი 5:1
"ნიურნბერგი" სახლის გუნდია, "აუგსბურგი" - გასვლის
"ნიურნბერგს" საკუთარ მოედანზე უკვე 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რაც ამ კლუბისთვის ნამდვილად დიდი მოვლენაა. ფრანკები შინ 29 სექტემბრის (0:2 შტუტგარტთან) მერე აღარ დამარცხებულან, ამჯერად კი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მაძიებელი "შალკე" 3:0 გაანადგურეს.
"ნიურნბერგმა" ამ გამარჯვებით მე-16-ეადგილოსან "აუგსბურგთან" 10-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანკებს შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ - მათ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე არ ემუქრებათ. "შალკეში" კი ნომერ პირველი სალაპარაკო თემა ახლა არა ეს მარცხი, არამედ "აინტრახტის" დამრიგებელი არმინ ფეეა - დიდი შანსია, რომ ზაფხულიდან გელზენკირხენულ კლუბს სათავეში სწორედ ეს უკანასკნელი ჩაუდგეს.
ზემოთ ვთქვით, რომ "ნიურნბერგმა" მე-16-ეადგილოსან "აუგსბურგთან" 10-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და მიხვდებოდით, რომ აუგსბურგელებმაც მოიგეს! ამჯერად - ჰამბურგში! ერთადერთი გოლი იან-ინგვერ კალსენ ბრაკერის ანგარიშზეა და თუ "აუგსბურგი" გადარჩა, ამ აყლაყუდა უკანახაზელს მართლაც ძეგლი უნდა დაუდგან.
აღსანიშნავია, რომ აუგსბურგელებმა ბოლო 8 გასვლითი მატჩიდან რვავე შეხვედრაში მინიმუმ ერთი გოლი გაიტანეს. რაც შეეხება "ჰამბურგს": კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ტორსტენ ფინკს ძალიან არასტაბილური, მეტიც, უთავმოყვარეო გუნდი ჰყავს - თანაც, ჩრდილოელებს შაბათს რაფაელ ვან დერ ვაარტი აკლდათ...
სამარცხვინო "ვერდერი"
ჯერჯერობით საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსანთან ელიტის საგზურისთვის წელს სწორედ "აუგსბურგი" იბრძოლებს, რადგან "ჰოფენჰაიმმა" საკუთარ მოედანზე "მაინცის" დამარცხება ვერ შეძლო (0:0) და "აუგსბურგს" 4 ქულით ჩამორჩა.
სადაც "ჰამბურგს" უთავმოყვარეო გუნდი ვუწოდეთ, იქ "ვერდერი" კრიტიკით, ალბათ, მიწაში უნდა ჩავდოთ, რადგან ბრემენელებმა უიმედო აუტსაიდერად ქცეული "ფიურტის" დამარცხებაც ვერ მოახერხეს - 2:2. ამასთან, "ვერდერმა" ამ სეზონში 50-ე და 51-ე გოლები გაუშვა.
თომას შააფი "მუსიკოსებს" 1999 წლიდან წვრთნის და ამ ხნის მანძილზე მის "ვერდერს" ჯამში 500 გოლი გაუტანეს. ბოლო შვიდი საშინაო შეხვედრიდან ბრემენულმა კლუბმა მხოლოდ ერთი (2:0 "ჰანოვერთან", 1 თებერვალს) მოიგო...
ბუნდესლიგა. XXVI ტური
ვოლფსბურგი-ფორტუნა 1:1
გოლები: 0:1 ბოლი (37), 1:1 ოლიჩი (51)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ფაგნერი (46. დოსტი), მადლუნგი, კიაერი, როდრიგესი - პოლაკი (15. ჟოსუე), ტრეში - ვიეირინია, კალენბერგი (75. მ. შეფერი), ოროსკო - ოლიჩი.
ფორტუნა (4-2-2-1-1): გიფერი - ბალოგუნი, მალეზასი, ლატკა, ვან დერ ბერგი - ბოძეკი, ტეშე - კრუსი (88. ომაე), ბელინგჰაუზენი - ილსიო (46. რაიზინგერი) - ბოლი (75. დ. შაჰინი).
გაფრთხილება: ჟოსუე, ოროსკო - მალეზასი, ტეშე
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 7-1; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 18(6)-9(3); ბურთის ფლობა: 71%-29%.
მაყურებელი: 24 540
დორტმუნდი-ფრაიბურგი 5:1
გოლები: 0:1 შმიდი (28), 1:1 ლევანდოვსკი (41), 2:1 ნ. შაჰინი (44), 3:1 ლევანდოვსკი (45+1), 4:1 ნ. შაჰინი (73), 5:1 ბიტენკური (78)
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ფელიპე სანტანა, შმელცერი - გიუნდოგანი, ნ. შაჰინი - ბლაშჩიკოვსკი (76. გროსკროიტცი), გიოტცე (76. ბიტენკური), როისი (81. შიბერი) - ლევანდოვსკი.
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - ზორგი (79. მუიჯა), გინტერი, კრმასი, გიუნტერი - შუსტერი (71. დიანიე), ფლუმი - შმიდი, დ. კალიჯური (81. გუედე) - ტერაცინო, მ. კრუსე.
გაფრთხილება: სუბოტიჩი - შუსტერი, მუიჯა
კუთხური: 4-1; ჯარიმა: 16-18; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 21(11)-6(2); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 80 645
ვერდერი-ფიურტი 2:2
გოლები: 1:0 ჰანტი (47-პენ), 1:1 ფიურშტნერი (55), 1:1 პეცოსი (62), 2:2 ჰანტი (70-პენ)
ვერდერი (4-2-3-1): მილიტცი - გებრე სელასიე (46. არნაუტოვიჩი), ლუკიმია, პავლოვიჩი, შმიტცი - სოკრატისი, თრაიბული (46. ჰანტი) - იუნუზოვიჩი, დე ბრუინი, იგნიოვსკი - პეტერსენი.
ფიურტი (4-1-4-1): გრიუნი - მ. ციმერმანი, სობიხი, მავრაი, ბაბა - პეკოვიჩი - კლაუსი (83. აზემი), ფიურშტნერი (90. ცილნერი), პეცოსი, ნერიგი (28. შმიდგტალი) - სარარერი.
გაფრთხილება: ფიურშტნერი, მ. ციმერმანი
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 11-23; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 18(8)-9(3); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 39 786
ნიურნბერგი-შალკე 3:0
გოლები: 1:0 ფოილნერი (31), 2:0 ესვაინი (69), 3:0 ფრანტცი (87)
ნიურნბერგი (4-1-4-1): რ. შეფერი - ბალიჩი, ნილსონი, კლოზე, პინოლა - სიმონსი - ჩანდლერი (84. ილდიზი), კიოტაკე, ფოილნერი, ესვაინი (90. პოლტერი) - პეკჰარტი (46. ფრანტცი).
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - ჰიოგერი, ჰიოვედესი, მატიპი, ფუხსი - ჯონსი, კოლასინაცი (59. რაფაელი) - ფარფანი, დრაქსლერი, მიშელ ბასტოსი (84. ბარნეტა) - ობასი (64. პუკი).
გაფრთხილება: ჰიოგერი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 12(8)-15(5); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 46 055
ჰოფენჰაიმი-მაინცი 0:0
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): გომეში - ოხსი, აბრაამი, ვესტერგაარდი, ბეკი - ვაისი (77. პოლანსკი), ვილიამსი - შრიოკი (60. უსამი), რობერტო ფირმინიო - ვოლანდი (83. დე კამარგო), ხოსელუ.
მაინცი (4-2-2-2): ვეტკლო - ბელი, სვენსონი, ნოვესკი, პოსპეხი - ბაუმგარტლინგერი, ზიმლინგი (77. მალი) - ნ. მიულერი, ივანშიტცი (63. ედე) - სალაი (84. ჩუპო-მოტინგი), შ. პარკერი.
გაფრთხილება: ოხსი, ვესტერგაარდი - ვეტკლო
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 14-19; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 12(3)-7(2); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 24 500
ჰამბურგი-აუგსბურგი 0:1
გოლი: 0:1 კალსენ-ბრაკერი (8)
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - დიკმაიერი (84. ირაჩეკი), ბრუმა, ვესტერმანი, იანსენი - რინკონი (69. ბაისტერი), ბადელი - სონი, არსლანი, აოგო (84. რაიკოვიჩი) - რუდნევსი.
აუგსბურგი (4-1-2-2-1): ამსიფი - ფოგტი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ბაიერი - კოო (60. ვერჰეგი), ჟი - ჰანი, ვერნერი (88. ბონსე) - მიოლდერსი (76. იორლი).
გაძევება: ბაისტერი (80. ჰამბურგი)
გაფრთხილება: ბრუმა, იანსენი - ბაიერი, ვერნერი
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 20-17; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 17(5)-6(1); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 52 529
ლევერკუზენი-ბაიერნი 1:2
გოლები: 0:1 გომესი (37), 1:1 როლფესი (75), 1:2 ვოლშაიდი (87-საკ. კარში)
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - კარვახალი, ვოლშაიდი, შვააბი, ბიონიში - რაინარტცი (61. ჰეგელერი) - ლ. ბენდერი, როლფესი - კასტრო, შიურლე (46. სემი) - კისლინგი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, ლუის გუსტავო (79. ტიმოშჩუკი) - რობენი (73. ვან ბუიტენი), შვაინშტაიგერი, შაჩირი - გომესი (71. პისარო).
გაფრთხილება: კარვახალი, კასტრო, შვააბი - ნოიერი
კუთხური: 15-7; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 13(2)-15(2); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 30 210
აინტრახტი-შტუტგარტი 1:2
გოლები: 1:0 აიგნერი (17), 1:1 იბიშევიჩი (49-პენ), 1:2 ნიდერმაიერი (71)
აინტრახტი (4-1-2-1-2): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, ანდერსონი, ოჩიპკა - შვეგლერი - ჩელოცი (74. ლაკიჩი), როდე (74. მატმური) - ა. მაიერი - აიგნერი (81. კიტელი), ინუი.
შტუტგარტი (4-1-2-2-1): ულრაიხი - გ. საკაი, ტასკი, ნიდერმაიერი, მოლინარო - კვისტი - გენტნერი, ბოკა - ოკაზაკი (69. მაქსიმი), ტრაორე (87. რიუდიგერი) - იბიშევიჩი (92. მაკედა).
გაფრთხილება: ა. მაიერი - მოლინარო, კვისტი
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 14(4)-12(3); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 50 600
გლადბახი-ჰანოვერი 1:0
გოლი: 1:0 ლ. დე იონგი (36)
გლადბახი (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანჩკე, შტრანცლი (61. ბრუვერსი), ალვარო დომინგესი, ვენდტი - ნორდტვეიტი, მარქსი - ჰერმანი, არანგო (46. დემსი) - იუნესი (80. ჰანკე), ლ. დე იონგი.
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩაჰედი, ჯურუ, კ. შულცი, პოკონიოლი (46. შლაუდრაფი) - და სილვა პინტუ, ჰოფმანი - ია კონანი (81. ზობიხი), პანდერი - დიუფი, აბდელაუ (65. რაუში).
გაძევება: და სილვა პინტუ (85. ჰანოვერი)
გაფრთხილება: არანგო - აბდელაუ, დიუფი, ჩაჰედი, პანდერი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 7-7; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 11(4)-14(5); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 46 173
სატურნირო მდგომარეობა
ბომბარდირები: 19 - ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 16 - კისლინგი (ლევერკუზენი); 15 - მანჯუკიჩი (ბაიერნი); 12 - იბიშევიჩი (შტუტგარტი), ა. მაიერი (აინტრახტი), თ. მიულერი (ბაიერნი), სალაი (მაინცი).
მომდევნო ტური
30 მარტი
შალკე-ჰოფენჰაიმი, შტუტგარტი-დორტმუნდი, ფრაიბურგი-გლადბახი, მაინცი-ვერდერი, აუგსბურგი-ჰანოვერი, ფორტუნა-ლევერკუზენი, ბაიერნი-ჰამბურგი.
31 მარტი
ვოლფსბურგი-ნიურნბერგი, ფიურტი-აინტრახტი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იურგენ კლოპი: ჩვენს საყრდენ ზონაში ჩაკ ნორისიც კი ითამაშებს [VIDEO]
"ბაიერნმა" შესაძლოა გერმანიის ჩემპიონობა 27-ე ტურში გაიფორმოს [VIDEO]