მარიო გომესი: "ბაიერნს" მესი რომ ჰყავდეს, მე და სხვა ფორვარდები არც დავჭირდებით

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა მარიო გომესმა საკუთარი გუნდის შესახებ ისაუბრა.

"არ მიყვარს კითხვები ჩემი მომავლის შესახებ. ჩემი სამუშაოა, ვითამაშო ფეხბურთი. ჩემი მომავლის შესახებ კითხვები დაუსვით "ბაიერნის" ხელმძღვანელობას.

მე მხოლოდ მოთამაშე ვარ, ამიტომ ვერ გადავწყვეტ, დავრჩები გუნდში თუ
ტრანსფერზე დამაყენებენ. კლუბმა უკვე განაცხადა, რომ არსად მივდივარ. სალაპარაკოც აღარაფერია.

"ბაიერნში" ყველაფრით კმაყოფილი ვარ. ეს კლუბი ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი რომ არ ყოფილიყო, ახალ კონტრაქტს ხელს არ მოვაწერდი.

"ბარსელონა" ჩემით დაინტერესებული იყო რამდენიმე წლით წინ, როცა გუნდს ხოსეპ გვარდიოლა წვრთნიდა, მაგრამ მიუნხენში დარჩენა ვამ
ჯობინე.

ჩემი
აზრით, ახალი მწვრთნელი შემადგენლობას პირველ რიგში იმ ფეხბურთელებით გან
საზღვრავს, რომლებიც ჰყავს, ხოლო შემდეგ გადაწყვეტს, როგორ ათამაშოს გუნდი და სჭირდება თუ არა თავდამსხმელი გომესი.

ნათელია, "ბაიერნში" მესი რომ გადასულიყო და გოლები ისე გაეტანა, როგორც ამას ახლა აკეთებს, გუნდს ფორვარდი საერთოდ არ დასჭირდებოდა",
- თქვა გომესმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედ
ვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული