ამოროზოდან 11 წლის შემდეგ... ლევანდოვსკი ზარბაზანს უმიზნებს

AutoSharing Option
თუ ტრავმა არ მიიღო ან დისკვალიფიკაცია არ დაიმსახურა, ეჭვი აღარავის ეპარება იმაში, რომ ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი ამ სეზონში დორტმუნდის "ბორუსიას" პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი გახდება. 24 წლის გოლეადორი 8 ტურია, მოედანს უგოლოდ არ ტოვებს, რაც "დორტმუნდში" რეკორდია და რობერტი გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილ ჯილდოს, "კიკერის ზარბაზანსაც" უმიზნებს.

საინტერესო ისაა, რომ "დორტმუნდის" ფეხბურთელი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი 11 წელია, არ გამხდარა! ბოლოს ეს წოდება 2001/02 წლების სეზონში "ბორუსიას" ბრაზილიელმა ფორვარდმა მარსიო ამოროზომ მოიპოვა - მაშინ დორტმუნდელები გერმანიის ჩემპიონებიც გახდნენ და დღეს
38 წლის ამოროზო იმხანად ბუნდესლიგის ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი იყო. აქვე ისიც ვთქვათ, რომ იმ სეზონში ამოროზომ ბომბარდირობა 18 გოლით გაიფორმა. ახლა კი ლევანდოვსკის 26 ტურის შემდეგ უკვე 19 გოლი აქვს გატანილი.

"გუნდის წარმატებები, რა თქმა უნდა, ყველაფერზე მაღლა დგას, მაგრამ გერმანიის ჩემპიონატის ბომბარდირობაზე მეც ვოცნებობ. იმედია, პირველობაში ვეღარავინ შემეცილება," - აცხადებს პოლონელი გოლეადორი, რომელსაც მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

აღსანიშნავია, რომ ბომბარდირთა რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფი შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი) ლევანდოვსკის 3 გოლით ჩამორჩება, "ბაიერნის" გოლეადორი მარიო მანჯუკიჩი კი - ოთხით.

ლევანდოვსკიმ 19 გოლის გატანა 23 მატჩში შეძლო, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ ერთ შეხვედრაში 0.83 გოლი გააქვს და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ წინა სეზონში 22 გოლი შეაგდო, დავინახავთ, რომ რობერტი ბოლო 30 წელიწადში "დორტმუნდის" საუკეთესო ბომბარდირია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვინ შეცვლის რობერტ ლევანდოვსკის?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული