ფრანც ბეკენბაუერი: "ბაიერნი" "ბარსას" ვერ დაემსგავსება!

AutoSharing Option
ხოსეპ გვარდიოლას საკითხის დადებითაც გადაწყვეტის შემდეგ, საფეხბურთო გერმანიაში არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ პეპი "ბაიერნშიც" იმ ფეხბურთის დამკვიდრებას ეცდება, რომლითაც "ბარსელონაში" უდიდესი ეპოქა შექმნა.

მიუნხენური გრანდის საპატიო პრეზიდენტი ფრანც ბეკენბაუერი კი მიიჩნევს, რომ "ბაიერნი" "ბარსას" ვერანაირად ვერ დაემსგავსება და იმედოვნებს, რომ გვარდიოლა რეკორდმაისტერში კატალონიური კლუბის სტილის კოპირებას არ აპირებს.

"ბარსელონას" კოპირება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მესის, ჩავის და ინიესტას მიუნხენში ჩამოვიყვანთ, რაც, ცხადია, გამორიცხულია. თუმცა მე მჯერა და ვიმედოვნებ, რომ გვარდიოლა არც აპირებს "ბარსას" სტილის ზედმიწევნით ზუსტად კოპირებას,
- აცხადებს კაიზერ-ფრანცი და დასძენს,

- "ბარსა" ცენტრიდან უტევს, ფლანგის მოთამაშეებიც კი უმეტესად ცენტრიდან მოქმედებენ. ასეთი სტილის "ბაიერნში" დასამკვიდრებლად რიბერისა და რობენს დრიბლინგები უნდა აუკრძალო. თუ ამას გააკეთებ და მათ ბურთს წაართმევ, ფრანგი და ჰოლანდიელი ჩვეულებრივ, რიგით ფეხბურთელებად გადაიქცევიან, შესაძლებლობების 50 პროცენტსაც ვეღარ გამოავლენენ. ვფიქრობ, ეს პეპმა ჩემზე უკეთ იცის და ამიტომაც მჯერა, რომ "ბაიერნი" გვარდიოლას ხელშიც ფლანგებიდან შეუტევს. თანაც, "ბარსელონასგან" განსხვავებით ჩვენ კლასიკური ცენტრფორვარდები, მარიო მანჯუკიჩი და მარიო გომესი გვყავს, რომლებიც გვარდიოლას ფორმაციის "ბარსელონაში" ვერ ითამაშებდნენ."

ჟურნალისტებთან საუბრისას ბეკენბაუერმა ჩემპიონთა ლიგაში მიუნხენური კლუბის მეტოქე "იუვენტუსზეც" ილაპარაკა: "იუვეს" უდიდესი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. იტალიურმა ფეხბურთმა ისევ პროგრესი განიცადა და ახლაც პროგრესირებს. ვფიქრობ, შანსები 50/50-ზეა. სხვათა შორის, თუ "ბაიერნი" "იუვენტუსთან" ისე ითამაშებს, როგორც ბოლო დროს თამაშობს, შანსები 70:30-ზე იქნება – ტურინელთა სასარგებლოდ!"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანიაში ჰამბურგერს ხოსეპ გვარდიოლას სახელი დაარქვეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული